პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"
"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ტე­ლე­წამ­ყვან მაია ასა­თი­ა­ნის შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა. კე­კე­ლი­ძე წერს, რომ ის თა­ვად შვილმკვდა­რი ოჯა­ხი­და­ნაა, ამი­ტომ მას ამ ტრა­გე­დი­ის კარ­გად ეს­მის. გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს წლე­ბის წინ, მცი­რე­წლო­ვა­ნი და ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი.

"მე თვი­თონ შვილმკვდა­რი ოჯა­ხი­დან ვარ და არ­ცერ­თი მხრი­დან არ არის უცხო სიკ­ვდი­ლი ჩემ­თვის. ამი­ტო­მაც, ფიქ­რი და დაკ­ვირ­ვე­ბა სულ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს. ზუს­ტად ვიცი: შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ვე­რას­დროს იყუ­რე­ბი­ან მაღ­ლა. მე­ტიც - მათ პირ­და­პირ მზე­რაც კი უჭირთ. ვე­რას­დროს გახ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ან­ზე მეტი. ვე­რას­დროს მი­ი­ღებს, რომ სიკ­ვდი­ლი ერთი ბა­ნა­ლუ­რი აქ­ტია და ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას დაგ­ვას­რუ­ლებს ან იმას, რომ "ღმერ­თს თა­ვის­თვის მხო­ლოდ კარ­გე­ბი უნდა".

შე­იძ­ლე­ბა მერე, მერე, წლე­ბის მერე ეს მცი­რე საყ­რდე­ნა­დაც იქ­ცეს, მაგ­რამ არა ახლა და ამ­წამს. დედა ამ ჭირ­თან ისე მარ­ტოა, რო­გორც თვი­თონ სიკ­ვდილ­თან ადა­მი­ა­ნი. მე მხო­ლოდ ძა­ლას ვუ­სურ­ვებ მა­ი­ას და სხვებ­საც, ვი­საც ახლა შვი­ლი მო­უკ­ვდა და მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. იმ გა­მო­უც­ნობ ძა­ლას, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში აჯი­უ­ტებს ადა­მი­ანს, სხვა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. იმ ძა­ლას, ბე­ბი­ა­ჩე­მის თვა­ლებ­ში რომ ვხე­დავ­დი, თუმ­ცა არას­დროს მი­ნა­ხავს მისი თვა­ლე­ბი, რად­გან სულ დახ­რი­ლი ჰქონ­და", - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მაია ასა­თი­ა­ნის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მაია ასა­თი­ანს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო უსამ­ძიმ­რე­ბენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"

"დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი"

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე ტელეწამყვან მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. კეკელიძე წერს, რომ ის თავად შვილმკვდარი ოჯახიდანაა, ამიტომ მას ამ ტრაგედიის კარგად ესმის. გიორგი კეკელიძეს წლების წინ, მცირეწლოვანი და ჰყავს გარდაცვლილი.

"მე თვითონ შვილმკვდარი ოჯახიდან ვარ და არცერთი მხრიდან არ არის უცხო სიკვდილი ჩემთვის. ამიტომაც, ფიქრი და დაკვირვება სულ მის ირგვლივ ტრიალებს. ზუსტად ვიცი: შვილმკვდარი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. ვერასდროს გახდება ადამიანი ადამიანზე მეტი. ვერასდროს მიიღებს, რომ სიკვდილი ერთი ბანალური აქტია და ადრე თუ გვიან ყველას დაგვასრულებს ან იმას, რომ "ღმერთს თავისთვის მხოლოდ კარგები უნდა".

შეიძლება მერე, მერე, წლების მერე ეს მცირე საყრდენადაც იქცეს, მაგრამ არა ახლა და ამწამს. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მაიას და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა და მათ შესახებ არაფერი ვიცით. იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა", - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს