სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს
ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს

დრა­მა­ტურ­გი მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია, ვინც "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­ზე ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე რეს­ტო­რან­ში მომ­ხდარ თავ­დას­ხმას შე­ეს­წრო. დო­ი­აშ­ვი­ლი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებ­ზე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე წერს. რო­გორც ირ­კვე­ვა, თავ­დას­ხმის დროს რეს­ტო­რან­ში გვა­რა­მი­ას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე იმ­ყო­ფე­ბო­და:

"ეს ფა­შიზ­მია რაც დღეს მოხ­და! და­საფ­ლა­ვე­ბის მერე, ჩვე­ნი დიდი თხოვ­ნით ნიკა წა­მოგ­ყვა ყა­ვის და­სა­ლე­ვად, რომ გა­და­თი­შუ­ლი ცოტა აზზრზე მო­სუ­ლი­ყო. მა­გი­დას ვუს­ხე­დით ყვე­ლა­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხი: მე, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, ნინო ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი, ქეთი ენ­დე­ლა­ძე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე და დოი (რე­ჟი­სო­რი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი). მო­შო­რე­ბით 4 ბიჭი სვავ­და. შემ­დეგ შუქი ჩაქ­რა და სწო­რედ ამ დროს ამათ­გან ორი ბიჭი, თავ­ზე კა­პი­შო­ნით ჩუ­მად, ფე­ხაკ­რე­ფით ზურ­გი­დან მი­უ­ახ­ლოვ­და ნიკა გვა­რა­მი­ას და გა­მე­ტე­ბით და­უ­წყო თავ­ში მუშ­ტე­ბის რტყმა. როცა დოი წა­მოხ­ტა, მე­ო­რე მას გა­უს­წორ­და. მერე გი­ნე­ბით კის­რის­ტეხ­ვით მო­კურ­ცხლეს. ერ­თმა პა­ტა­რა ფა­შის­ტმა ეს აღი­ა­რა, რაც დიდ­მა მამა ფა­შის­ტმა მო­უ­წო­ნა- ყო­ჩაღ, ზურ­გი­დან, ჩუ­მად რომ მი­ე­პა­რე და ურტყი და გა­ი­ქე­ციო! ეს ყვე­ლა­ფე­რი შო­ბის დღეს მოხ­და! ასე შევ­ხვდი ჩემს და­ბა­დე­ბის დღეს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში! ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა მო­ლოც­ვის­თვის!" - წერს მა­ნა­ნა დო­ი­აშ­ვი­ლი.

ნიკა გვა­რა­მი­ას ცე­მის ფაქ­ტზე რატი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.გ. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 7 იან­ვარს თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან "და­ი­ნინგ რუმ­ში" ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა 1976 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.გ.-ს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 126-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ითა­ლის­წი­ნებს სის­ტე­მა­ტურ ცე­მას ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბას, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ან ფსი­ქი­კუ­რი ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით ვა­დით ორ წლამ­დე ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერ­თი­დან სამ წლამ­დე.

წა­ი­კი­თხეთ:

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ვაჟი ნიკა გვა­რა­მი­ა­ზე თავ­დას­ხმას აღი­ა­რებს

"რა­ტომ უნდა და­ი­ჭი­რონ, ხე­ლის დარ­ტყმის­თვის?" - ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე გვა­რა­მი­ას ცე­მა­ზე პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს

ნიკა გვა­რა­მია მა­მის დაკ­რძალ­ვის დღეს რეს­ტო­რან­ში ცე­მეს - "პი­რო­ბას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა და­იწ­ვე­ბა!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს

ვინ იყო ნიკა გვარამიასთან ერთად, როცა რესტორანში თავს დაესხნენ - თვითმხილველი ინციდენტის დეტალებზე წერს

დრამატურგი მანანა დოიაშვილი ერთ-ერთია, ვინც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორზე ნიკა გვარამიაზე რესტორანში მომხდარ თავდასხმას შეესწრო. დოიაშვილი თავდასხმის დეტალებზე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. როგორც ირკვევა, თავდასხმის დროს რესტორანში გვარამიასთან ერთად რამდენიმე ცნობილი სახე იმყოფებოდა:

"ეს ფაშიზმია რაც დღეს მოხდა! დასაფლავების მერე, ჩვენი დიდი თხოვნით ნიკა წამოგყვა ყავის დასალევად, რომ გადათიშული ცოტა აზზრზე მოსულიყო. მაგიდას ვუსხედით ყველაზე მშვიდობიანი ხალხი: მე, ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ნახუცრიშვილი, ქეთი ენდელაძე, მარინა ბერიძე და დოი (რეჟისორი დათო დოიაშვილი). მოშორებით 4 ბიჭი სვავდა. შემდეგ შუქი ჩაქრა და სწორედ ამ დროს ამათგან ორი ბიჭი, თავზე კაპიშონით ჩუმად, ფეხაკრეფით ზურგიდან მიუახლოვდა ნიკა გვარამიას და გამეტებით დაუწყო თავში მუშტების რტყმა. როცა დოი წამოხტა, მეორე მას გაუსწორდა. მერე გინებით კისრისტეხვით მოკურცხლეს. ერთმა პატარა ფაშისტმა ეს აღიარა, რაც დიდმა მამა ფაშისტმა მოუწონა- ყოჩაღ, ზურგიდან, ჩუმად რომ მიეპარე და ურტყი და გაიქეციო! ეს ყველაფერი შობის დღეს მოხდა! ასე შევხვდი ჩემს დაბადების დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში! ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის!" - წერს მანანა დოიაშვილი.

ნიკა გვარამიას ცემის ფაქტზე რატი გაჩეჩილაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 იანვარს თბილისში, რესტორან "დაინინგ რუმში" ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითალისწინებს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

წაიკითხეთ:

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს

"რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის?" - ლევან გაჩეჩილაძე გვარამიას ცემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ნიკა გვარამია მამის დაკრძალვის დღეს რესტორანში ცემეს - "პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება!"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს