საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს
"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

2 წლი­სა და 8 თვის ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მე­ო­თხე სტა­დი­ის მე­დუ­ლობ­ლას­ტო­მა (ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი, სწრაფმ­ზარ­დი სიმ­სივ­ნე) და­უდ­გინ­და, უკვე თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა. იგი შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა "მე­დი­კალ პარკში" გა­ივ­ლის. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა ხარჯს "სო­ლი­და­რო­ბის ფონ­დი" და­ფა­რავს. მა­ნამ­დე ანას­ტა­სია ზა­ა­ლიშ­ვილს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. რო­გორც ბავ­შვის მშობ­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სწო­რედ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ დამ­ძიმ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს ანას­ტა­სი­ას ბე­ბია თი­ნა­თინ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ ანას­ტა­სი­ას ბე­ბია. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, უკ­ლებ­ლივ. თქვენ რომ არა და თქვე­ნი თა­ნად­გო­მა, ანას­ტა­სია ყვე­ლა­ფერს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით და­ამ­თავ­რებ­და. იმის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს, რომ არ გად­მო­ეყ­ვა­ნათ ბავ­შვი, ამას რა შე­დე­გი მოყ­ვე­ბო­და. "მე­დი­კალ პარ­კის" ექი­მე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ექი­მე­ბის ნა­მოქ­მე­და­რით. ბავ­შვს არას­წო­რად ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი დრე­ნა­ჟი და მთე­ლი თავი ლი­ქო­ლის სი­თხით იყო გაჟ­ღენ­თი­ლი. ღმერ­თს მად­ლო­ბა, რომ დრო­უ­ლად, თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით ბავ­შვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად არის გა­დარ­ჩე­ნი­ლი. არ და­ნებ­დეთ ხალ­ხო და ცა და მიწა შეს­ძა­რით, რომ ეს კლი­ნი­კა და­ი­ხუ­როს. აქა­ურ­მა მედ-პერ­სო­ნალ­მა მაგ კლი­ნი­კის სა­ბუ­თე­ბი გა­და­ყა­რეს. ახ­ლი­დან უტა­რე­ბენ ბავ­შვს გა­მოკ­ვლე­ვებს. იმე­დია, ღმერ­თის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა. ყვე­ლას, ვი­საც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში შვი­ლი ჰყავს, გა­და­იყ­ვა­ნეთ სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. არამც და არამც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას არ გა­ა­კა­როთ. მთე­ლი მედ-პერ­სო­ნა­ლი არაფ­რის მცოდ­ნე­ე­ბი და არაფ­რის მაქ­ნი­სე­ბი არი­ან. ნა­ყი­დი დიპ­ლო­მე­ბით ბავ­შვებ­ზე ცდებს აწარ­მო­ე­ბენ, სა­საკ­ლაო აქვთ გახ­ნი­ლი", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანას­ტა­სი­ას ბე­ბია.

AMBEBI.GE იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას უკვე უკავ­შირ­დე­ბა და მათ კო­მენ­ტარს უახ­ლო­ეს წუ­თებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

"მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილი, რომელსაც მეოთხე სტადიის მედულობლასტომა (ავთვისებიანი, სწრაფმზარდი სიმსივნე) დაუდგინდა, უკვე თურქეთში იმყოფება. იგი შესაბამის მკურნალობას კლინიკა "მედიკალ პარკში" გაივლის. როგორც ცნობილია, ყველა ხარჯს "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს. მანამდე ანასტასია ზაალიშვილს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ბავშვის მშობლები და ახლობლები ამბობენ, მისი მდგომარეობა სწორედ ოპერაციის შემდეგ დამძიმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ანასტასიას ბებია თინათინ ჯავახიშვილი.

"გამარჯობა, მე ვარ ანასტასიას ბებია. პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას, უკლებლივ. თქვენ რომ არა და თქვენი თანადგომა, ანასტასია ყველაფერს ფატალური შედეგით დაამთავრებდა. იმის წარმოდგენაც კი მზარავს, რომ არ გადმოეყვანათ ბავშვი, ამას რა შედეგი მოყვებოდა. "მედიკალ პარკის" ექიმები გაოცებულები და შეშფოთებულები არიან საქართველოს ექიმების ნამოქმედარით. ბავშვს არასწორად ჰქონდა გაკეთებული დრენაჟი და მთელი თავი ლიქოლის სითხით იყო გაჟღენთილი. ღმერთს მადლობა, რომ დროულად, თქვენი დახმარებით ბავშვი სასწაულებრივად არის გადარჩენილი. არ დანებდეთ ხალხო და ცა და მიწა შესძარით, რომ ეს კლინიკა დაიხუროს. აქაურმა მედ-პერსონალმა მაგ კლინიკის საბუთები გადაყარეს. ახლიდან უტარებენ ბავშვს გამოკვლევებს. იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდება. ყველას, ვისაც იაშვილის კლინიკაში შვილი ჰყავს, გადაიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. არამც და არამც იაშვილის კლინიკას არ გააკაროთ. მთელი მედ-პერსონალი არაფრის მცოდნეები და არაფრის მაქნისები არიან. ნაყიდი დიპლომებით ბავშვებზე ცდებს აწარმოებენ, სასაკლაო აქვთ გახნილი", - წერს სოციალურ ქსელში ანასტასიას ბებია.

AMBEBI.GE იაშვილის კლინიკას უკვე უკავშირდება და მათ კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს