"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

"შვილი გადამირჩინა..." - რას წერს ქიბარ ხალვაში გარდაცვლილი ქირურგის შესახებ

55 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მუცლის ღრუს ქირურგი მერაბ კილაძე. ქირურგის გარდაცვალებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქიბარ ხალვაში ეხმაურება.

"მთელი ოჯახით მწუხარებას გამოვთქვამთ მერაბ კილაძის გარდაცვალების გამო..

ჩემი მათეს ნათლია იყო, ყველაზე კარგი ადამინი და ყველაზე კარგი ქართველი, ვისაც მე ჩემს არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრებაში შევხვედრივარ. სულ რაღაც გუშინ მან ტკბილად მოულოცა თავის ნათლულს დაბადების დღე და უსურვა საუკეთესო სურვილები. ველოდებით შენს დიდ წარმატებებსო.

არ შემიძლია რომ არ გავიხსენო მისი სიკეთე და ჩვენი ნათელმირონობის ისტორია. 2003 წლის ზაფხულში, ჩემს ცოლს, რომელიც მათეზე ფეხმძიმედ იყო და ბათუმში იმყოფებოდა, ძალიან გაურთულდა ნაღვლის ბუშტი. იმ დროს მე აჭარაში ვერ ჩავდიოდი იქ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო. თბილისში მიმოვიკითხე ვინ არის კარგი ექიმი თქო და მერაბ კილაძე მიმასწავლეს. მივაკითხე ავუხსენი სიტუაცია, ვერ ჩავდივარ და ვერ ჩამომყავს-მეთქი. პირველად მყავდა ნანახი ეგ ადამიანი, მაგრამ ჩემი გაჭირვება გულთან ახლოს მიიტანა, იმ დღესვე ჩაალაგა თავისი ხელსაწყოები ჩემოდანში და წავიდა ბათუმში. ჩემი ცოლი ალბათ არ იყო განწირულ სიტუაციაში, მაგრამ შვილი კი ნამდვილად გადამირჩინა. მან ოპერაცია აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაატარა. იქვე მეორე ქალბატონი იყო საავადმყოფოში სასიკვდილოდ გადადებული. ის ქალიც სიკვდილისგან იხსნა. (ფოთიდან იყვნენ და თუ მის ახლობლებიდან ვინმე ამ სტატუსს წაიკითხავს დამეთანხმება).

ამის შემდეგ დეკემბერში დაიბადა მათე, რომლის ნათლიაც მერაბი გახდა და სახელის შერჩევაში დიდი როლი ითამაშა.

შენ ძალიან დააკლდები საქართველოს და არ გადავამატებ, თუ ვიტყვი, რომ ამ სამყაროსაც.

ღმერთმა აცხონოს შენი სული მერაბ".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს