აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის ვაჟზე წლების წინ ბევრი გოგონა იყო შეყვარებული და მისი პირადი ცხოვრებაც, მუდმივი განხილვის საგანი გახლდათ.
2015 წელს გიორგი აბაშიძემ ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე იქორწინა. ეს წყვილის მეორე ქორწინებაა. როცა პირველად დაოჯახდნენ, უმცროსი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე - 17 წლის იყო.
იხილეთ ვიდეო| ასლან აბაშიძის შვილისა და მისი ტყუპების ემოციური ვიდეო
წყვილის პირველი ქორწინება 2003 წელს შედგა, თუმცა მაშინ სალომე და გიორგი რვა თვეში დაშორდნენ ერთმანეთს. "კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. დავსხედით და გადავწყვიტეთ დაშორება. მას შემდეგ შერიგების მცდელობა არ გვქონია", - ამბობდა სალომე წლების წინ.
თუმცა, თერთმეტწლიანი განშორების შემდეგ წყვილმა 2015 წელს ხელი მოაწერა.
რამდენიმე თვეში აბაშიძეების ოჯახში ტყუპი გოგონა გაჩნდა...
აბაშიძეების ახალგაზრდა ოჯახი ძირითადად ბათუმში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად თბილისშიც არიან. სალომეს ტანსაცმლის მაღაზიები აქვს ბათუმსა და თბილისში, მისი ბრენდი SoYou Georgian Brand ქართველ და არამარტო ქართველ მოდურ ქალბატონებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სალომე ბაჯელიძის ინსტაგრამის გვერდზე აბაშიძეების ოჯახური იდილიის ამსახველი უამრავი ფოტოა.
სალომე საკუთარ თავს სოციალურ ქსელში ასე აღწერს: "სალომე - ბედნიერი მეუღლე, ტყუპების დედა".
ფოტოები: სალომე ბაჯელიძის ინსტაგრამის გვერდიდან