სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული მორაგბე გიორგი ლომინაძე თურქეთში იმყოფება. ოთხთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ის პირველად დადგა ფეხზე. გიორგი ლომინაძეს ავარიის შედეგად ფეხები დაუზიანდა.
თურქეთის კლინიკაში გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სათაურით "ლომის პირველი ნაბიჯები". თურქეთში გამგზავრების წინ, ლომინაძემ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რაგბში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.
წაიკითხეთ: გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ