ამერიკული მედიისა და ჰოლივუდის მიერ დაშვებული შეცდომები, რამაც ტრამპის პრეზიდენტობა განაპირობა

ამერიკული მედიისა და ჰოლივუდის მიერ დაშვებული შეცდომები, რამაც ტრამპის პრეზიდენტობა განაპირობა

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება და იმ ფაქტორებს ასახელებს, რომლებმაც დონალდ ტრამპის წარმატება განაპირობა:

"მთელი ამერიკული მასმედია რომ შფოთავს და მთელი ჰოლივუდი რომ განგაშის რეჟიმშია, ძალიან სასაცილო საყურებელია. რა გაკეთდა იმისთვის, რომ არსებული რეალობა არ დამდგარიყო? ლიბერალური სულისკვეთების მედია მკაცრად გმობდა ტრამპს, ღიად უჭერდა მხარს კლიტონს და აქილიკებდა სანდერსს. კლინტონის მხარდასაჭერი ლოზუნგები იყო ძალიან ფასადური და მავნებლური, აპელირება სქესზე, რომ შევქმნათ ისტორია იმით, რომ ქალი ავირჩიოთ და არა იმით, რომ ღირსეული კანდიდატი ავირჩიოთ. ამის პარალელურად კი ვაგინის ფლობის გამო ჯილ სტაინს არავინ დაუჭირა მხარი. ჰოლივუდში არ შექმნილა არცერთი პროექტი, რომელიც რეალური პოლიტიკების გამოხმაურება იქნებოდა, ერთი "ბიგ შორთი" გადაიღეს შარშან. ჰილარის მხარს უჭერდა მთელი ჰოლივუდური ელიტა, ტრამპს მხარს უჭერდა წაგებული ხალხი, შოუ ბიზნესისგან უარყოფილები. ელიტიზმი კიდე გამაღიზიანებელი ხდება, როდესაც უშინაარსოდ ბიონსე და გაგა მოგიწოდებენ რომ კლინტონს მიცე ხმა, იმიტომ რომ "ფემინისტია" და თანასწორობის მომხრე, როდესაც კანდიდატის პოლიტიკური ისტორია რადიკალურად განსხვავებულ სურათს იძლევა. შესაბამისად ელიტების ტყუილები გაიცვალა შიშების კომპენსაციაში, რომელსაც ტრამპი შეპირდა ხალხს ემიგრანტების მოშორებით, რაც გაწმენდდა რეგიონს ტერორიზმისგან, სამუშო ადგილებს ექსკლუზიურად ამერიკის მოქალაქეებისთვის შექმნიდა, იარაღის ტარებას არავის აუკრძალავდა და ა.შ.

კლინტ ისტვუდმა შარშანწინ გადაიღო "ამერიკელი სნაიპერი" და იგივე ჰოლიუდის ელიტამ ნომინაციები და ხოტბა არ დააკლო, არდა ფილმი ღიად თამაშობდა იმ შიშებზე, რომელიც ქსენოფობიას აღვივებს და რამაც ტრამპს ამომრჩევლების დიდი ნაწილის მხარდაჭერა მოუტანა. მაგრამ მაშინ პატრიოტიზმში გაუტარეს ისტფვუდს, მერე რომ გამოვიდა და ღიად თქვა ტრამპს ვუჭერ მხარსო ესეც ბნელი ყოფილაო. შესაბამისად ისტერიკა ძალიან პათეტიკური და უადგილოა, რადგან არავინ იზრუნა იმაზე, რომ ამერიკას კარგი კანდიდატის არჩევა შეძლებოდა. სამაგიეროდ ტრამპს ყველა პოპულარულ შოუში იწვევდნენ და კი, ძირითადად დაცინოდნენ, მაგრამ დაცინვა ამომრჩეველს აზრს ვერ შეუცვლის, ტრამპისთვის კი საჯაროობა მოქონდა და თავის კარგი შოუმენური უნარებით ყოველ ეთერზე იეგბდა მაყურებლის ხმებს.

დემოკრატების კანდიდატის არჩევის წინ კი კლინტონის სანდერსზე წინ დაყენება ხდებოდა იმის გამო, რომ დროა ქალი პრეზიენტი მოვიდესო და ყოველგვარი იდეოლოგიური ნიშნის გარეშე, რეაქციონერულად და აბსურდულად ედგნენ გვერდით. ამასთან მხარდაჭერა კვლავ ვრცელდებოდა იმით, რომ ტრამპი უარესია რიტორიკას ავითარებდა, აქეთ ბიონსე ლიბერალური ფემინიზმის პრიზმიდან, იქით გაგა ზედაპირული ლოზუნგებით სექსუალობის "ასეთად დავიბადე"-მდე დაყვანით და თანასწორობაზე ფარისევლური აპელირებით. შესაბამისად უშინაარსოდ აყიყინებული ელიტები ძალაუფლების გარეშე დარჩნენ, იმიტომ, რომ ამ შოუბიზნესში ვერ გაითავისეს, რომ ყველაფერი პოლიტიკაა და თუ გინდა ხალხის აზრი გარდაქმნა, ამაზე უნდა იმუშაო არა მინ...ის შეთავაზებით, არამედ შინაარსით, კონკრეტული ნარატივებით და სოციალურ რეალობასთან დაბრუნებით".