საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დონალდ ტრამპს მხარდაჭერას უცხადებს.
მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე ცოტა ხნის წინ შეიცვალა "ქავერის" ფოტო, რომელზეც ის და დონალდ ტრამპი არიან გამოსახულნი, ტრამპის ბათუმში ვიზიტის დროს. ფოტოზე კი ვკითხულობთ:
"მას ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. ამას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით" - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აშშ-ის საკვანძო შტატებში პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი“ კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს.