სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა
"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით სამ თვე­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის რაგ­ბის მო­ე­დან­ზე გა­მო­ჩე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერ­თნი მო­რაგ­ბის დას­ჯას ითხო­ვენ, მე­ო­რე­ნი კი კრი­ტი­კო­სებს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­დი­ან.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვლი­ლი მე­უღ­ლის, ანა­ნო ბუ­ა­ძის მე­გო­ბა­რი, ვიქ­ტო­რია ეზუგ­ბა­ია, რო­მელ­მაც ავა­რი­ის ახალ დე­ტალ­ზე ისა­უბ­რა პოს­ტში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უპა­სუ­ხა ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ნუცა კა­ლან­და­რი­ას დე­დამ, ქეთი შე­ლე­გი­ამ:

"მინ­და ვუ­პა­სუ­ხო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ერთი ამ­ბა­ვი ატე­ხეს გამ­სა­ხურ­დი­ას პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით. მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს სხვი­სი აზრი, სა­კუ­თა­რიც მყოფ­ნის.

1. ის, რომ კვი­რი­კაშ­ვილს არა­ვინ უჩივ­ლა, იმ ბავ­შვე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლე­ბიც მან და­ა­ობ­ლა და არ მინ­და, რომ კა­ტო­სა­ვით (და­ღუ­პუ­ლი ნუცა კა­ლან­და­რი­ას და გი­ორ­გი პა­პას­კი­რის შვი­ლი) მთლად უპატ­რო­ნოდ გა­ი­ზარ­დონ ანუ უდედ­მა­მოდ.

2. რაც შე­ე­ხე­ბა მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას, აქ ვერ და­გე­თან­ხმე­ბით, საკ­მაო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს და ჭკუ­აც მყოფ­ნის იმის მი­სახ­ვედ­რად, რომ ის დამ­ნა­შა­ვეა.

3. რაც შე­ე­ხე­ბა რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამ­სა­ხუ­რია და თა­ვი­სი ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად ის სამ­სა­ხურს უნდა დაბ­რუ­ნე­ბო­და. და ბო­ლოს თუ მას სინ­დი­სი აქვს, ის ღამე მშვი­დად დიდ­ხანს ვერ და­ი­ძი­ნებს, ამი­ტომ მას მემ­გო­ნი ციხე არა­ფერ­ში ჭირ­დე­ბა, თუ არა და თი­თონ იცის თა­ვის საქ­მის, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხე­ბის­თვის ბო­დი­ში მა­ინც უნდა მო­ე­ხა­და... ეს ჩემი პი­რა­დი აზ­რია და ამ აზრს ვე­რა­ვის კო­მენ­ტა­რი ვერ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს!" - წერს ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლის დედა.

2016 წლის, 21 ივ­ლისს, სამ­ტრე­დია-ქუ­თა­ი­სის გზა­ზე მომ­ხდარ­მა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ერ­თმა­ნეთს დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ორი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ერთ-ერთ მან­ქა­ნას მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მარ­თავ­და.

მძი­მე ავა­რი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და ნუცა კა­ლან­და­რია, ასე­ვე მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე გარ­და­იც­ვალ­ნენ. მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძე მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად მძი­მედ და­შავ­დნენ. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

"მძღო­ლიც ნა­პოვ­ნია, რო­მე­ლიც მი­მა­ლუ­ლი იყო..." - მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის მე­გო­ბა­რი ავა­რი­ის უც­ნო­ბი დე­ტა­ლის შე­სა­ხებ წერს

ვინ არის ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, რო­მე­ლიც ქუ­თა­ის­თან შემ­ზა­რავ ავა­რი­ას ემსხვერ­პლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

"თუ სინდისი აქვს, ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს" - რას წერს მორაგბე კვირიკაშვილზე ავარიაში გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედა

გახმაურებული ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილის რაგბის მოედანზე გამოჩენას საზოგადოების კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. ერთნი მორაგბის დასჯას ითხოვენ, მეორენი კი კრიტიკოსებს სიტუაციაში გარკვევისკენ მოუწოდებენ და მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაში შედიან.

საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარი, ვიქტორია ეზუგბაია, რომელმაც ავარიის ახალ დეტალზე ისაუბრა პოსტში. მოგვიანებით, ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნუცა კალანდარიას დედამ, ქეთი შელეგიამ:

"მინდა ვუპასუხო ყველა ადამიანს, ერთი ამბავი ატეხეს გამსახურდიას პოსტთან დაკავშირებით. მე არ მაინტერესებს სხვისი აზრი, საკუთარიც მყოფნის.

1. ის, რომ კვირიკაშვილს არავინ უჩივლა, იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებიც მან დააობლა და არ მინდა, რომ კატოსავით (დაღუპული ნუცა კალანდარიას და გიორგი პაპასკირის შვილი) მთლად უპატრონოდ გაიზარდონ ანუ უდედმამოდ.

2. რაც შეეხება მის უდანაშაულობას, აქ ვერ დაგეთანხმებით, საკმაო ინფორმაცია მაქვს და ჭკუაც მყოფნის იმის მისახვედრად, რომ ის დამნაშავეა.

3. რაც შეეხება რაგბს, მე ვთვლი, რომ ეს მისი სამსახურია და თავისი ოჯახის სარჩენად ის სამსახურს უნდა დაბრუნებოდა. და ბოლოს თუ მას სინდისი აქვს, ის ღამე მშვიდად დიდხანს ვერ დაიძინებს, ამიტომ მას მემგონი ციხე არაფერში ჭირდება, თუ არა და თითონ იცის თავის საქმის, თუმცა დაზარალებულების ოჯახებისთვის ბოდიში მაინც უნდა მოეხადა... ეს ჩემი პირადი აზრია და ამ აზრს ვერავის კომენტარი ვერ შემაცვლევინებს!" - წერს ავარიაში დაღუპულის დედა.

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.

მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა.

წაიკითხეთ ასევე:

"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის მეგობარი ავარიის უცნობი დეტალის შესახებ წერს

ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც ქუთაისთან შემზარავ ავარიას ემსხვერპლა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს