პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა
გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა

"ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ლექს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც მე­უღ­ლეს, ლელა კი­ლა­ძეს უძღვნის.

"ჩემ ლე­ლას

ნის­ლი­ან ღა­მეს მინ­და დავ­წე­რო წე­რი­ლი

ბე­ტო­ნის ცი­ხი­დან!

გა­გი­ზი­ა­რო რუხი ამ­ბე­ბი

გუ­ლის სიღ­რმი­დან;

რე­ა­ლო­ბა­ში თურ­მე ბა­ტო­ნობს კა­ნო­ნი

მერ­ფის,

ბად­რა­გი მი­ზღუ­დავს უფ­ლე­ბას მთვა­რეს­თან გა­და­ვი­ღო

სელ­ფი,

რკი­ნის და­რაჯ­მა გა­მო­მირ­თო

გრა­ვი­ტა­ცია,

მა­ინც ვა­ხერ­ხებ მცი­რე სა­კან­ში

ლე­ვი­ტა­ცი­ას,

მარ­ტო შენ გე­ტყვი,

მე ბა­ლი­შის ქვეშ მი­დევს

ბიბ­ლია,

ახა­ლი ვერ­სია,

რო­მე­ლიც ჩემი და­წე­რი­ლია!

აპოკ­რი­ფებ­ში ავ­ტვირ­თე ჩვე­ნი

სა­ხა­რე­ბა,

მე­ლა­ნის ნაც­ვლად სის­ხლი ვიხ­მა­რე

სტროფ­თა სა­ქე­ბათ,

გი­სო­სებს მიღ­მა უზარ­მა­ზა­რი

ტი­რი­ფის ხეა,

ახალ ფსევ­დო­ნიმს ბუ­დის­ტურს ვირ­ჩევ!

მე: მა­იტ­რე­ას გა­თე­ნე­ბი­სას

დავ­ტო­ვებ ცი­ხეს,

მოვ­ყვე­ბი ნი­ავს,

და­ძი­ნე­ბამ­დე მინ­და და­ტო­ვო

კა­რე­ბი ღია,

ჩუ­მად ამო­ვალ

და შენ მძი­ნა­რეს მო­გე­პა­რე­ბი, ჩა­გე­ხუ­ტე­ბი

და ვარსვლა­ვებ­თან გა­ვი­პა­რე­ბით!".

გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და კომ­პა­ნია "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბელს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გავ­ში ედე­ბათ ბრა­ლი. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თზე - "ბა­თუ­მის მაგ­ნო­ლი­ას" საქ­მე­ზე გუკა და მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­დათ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა გუ­შინ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დედა-შვი­ლი რჩე­უ­ლიშ­ვი­ლე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა

გუკა რჩეულიშვილის ლექსი ციხიდან, რომელიც ლელა კილაძეს მიუძღვნა

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ლექს აქვეყნებს, რომელსაც მეუღლეს, ლელა კილაძეს უძღვნის.

"ჩემ ლელას

ნისლიან ღამეს მინდა დავწერო წერილი

ბეტონის ციხიდან!

გაგიზიარო რუხი ამბები

გულის სიღრმიდან;

რეალობაში თურმე ბატონობს კანონი

მერფის,

ბადრაგი მიზღუდავს უფლებას მთვარესთან გადავიღო

სელფი,

რკინის დარაჯმა გამომირთო

გრავიტაცია,

მაინც ვახერხებ მცირე საკანში

ლევიტაციას,

მარტო შენ გეტყვი,

მე ბალიშის ქვეშ მიდევს

ბიბლია,

ახალი ვერსია,

რომელიც ჩემი დაწერილია!

აპოკრიფებში ავტვირთე ჩვენი

სახარება,

მელანის ნაცვლად სისხლი ვიხმარე

სტროფთა საქებათ,

გისოსებს მიღმა უზარმაზარი

ტირიფის ხეა,

ახალ ფსევდონიმს ბუდისტურს ვირჩევ!

მე: მაიტრეას გათენებისას

დავტოვებ ციხეს,

მოვყვები ნიავს,

დაძინებამდე მინდა დატოვო

კარები ღია,

ჩუმად ამოვალ

და შენ მძინარეს მოგეპარები, ჩაგეხუტები

და ვარსვლავებთან გავიპარებით!".

გუკა რჩეულიშვილსა და კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედებათ ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთზე - "ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე გუკა და მაია რჩეულიშვილებს წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ბრალდებულის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა გუშინ საქალაქო სასამართლომ დედა-შვილი რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს