Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები
"ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი შოთა უტი­აშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს, რომ­ლი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­მარ­ცხე­ბის შე­საძ­ლო მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობს:

"ჩემი აზ­რით, რა­ტომ წა­ა­გო ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ: კამ­პა­ნია და­ი­წყო კარ­გად, სწო­რი მე­სი­ჯე­ბით ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე, პენ­სი­ე­ბის ზრდა­ზე, კა­ნო­ნე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და ა.შ. კარ­და­კარ­მაც გა­ა­მარ­თლა. ყვე­ლა კვლე­ვა აჩ­ვე­ნებ­და, რომ რე­ი­ტინ­გი იზ­რდე­ბო­და. ხალ­ხმაც მეტ­წი­ლად და­ი­ჯე­რა ახა­ლი სა­ხე­ე­ბის.

ოც­ნე­ბის მთე­ლი კამ­პა­ნია იყო ის, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია, სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს პარ­ტია მე­ცო­ცხე­ე­ბის პარ­ტი­აა და მი­შას უნდა, ჩა­მო­ვი­დეს და ცხრა წელი და­აბ­რუ­ნოს. ამის­თვის გა­და­ი­ღო ჰე­როკ­რა­ტია, და­ი­წყო სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე, და­კი­თხვე­ბი და ა.შ. სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი ოც­ნე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ჰქო­ნია. მო­სახ­ლე­ო­ბა ცოტა და­იბ­ნა, მაგ­რამ ოც­ნე­ბის მიერ და­ხა­ტუ­ლი კოშ­მა­რის არ და­ი­ჯე­რა. სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე სა­უბ­რებს იუ­მო­რით იღებ­დნენ, ჰე­როკ­რა­ტი­ის რე­ი­ტინ­გი გა­ნოლ­და. თუმ­ცა ეჭ­ვე­ბი, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვინ არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, მე­ცო­ცხე­ე­ბი თუ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, ბო­ლომ­დე არ გამ­ქრა­ლა.

ამ დროს დად­გა კამ­პა­ნი­ა­ში გა­დამ­წყვე­ტი მო­მენ­ტი: ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის კამ­პა­ნია გახ­და ზე­აგ­რე­სი­უ­ლი. გა­მოჩ­ნდა მიშა და თქვა, რომ ჩა­მოვ­დი­ვარ, ჯარი და პო­ლი­ცია ჩემს მხა­რე­ზეა. ჩა­ტარ­და უზარ­მა­ზა­რი მი­ტინ­გი. მთე­ლი კამ­პა­ნია გა­და­იქ­ცა ერთ კი­თხვად: ჩა­მო­ვა თუ არ ჩა­მო­ვა.

აქ გა­ი­მარ­ჯვა ოც­ნე­ბამ. ისე­დაც ეჭ­ვებ­ში მყოფ­მა ხალ­ხმა და­ი­ჯე­რა, რომ ოც­ნე­ბა რა­საც ამ­ბობ­და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ნამ­დვილ მიზ­ნებ­ზე, მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. მე­სი­ჯის ხაზ­გა­სას­მე­ლად, გი­ვის მან­ქა­ნაც კი აა­ფეთ­ქეს. პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომ­რჩევ­ლის მა­სობ­რი­ვი მოს­ყიდ­ვაც, და­ნიშ­ნე­ბაც, ტე­რაქ­ტიც და სხვა ყვე­ლა­ფე­რი. მაგ­რამ, თა­ვი­დან­ვე ვის ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ ასეც იქ­ნე­ბო­და?" - წერს უტი­აშ­ვი­ლი პოს­ტში.

პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბენ პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. ნა­წი­ლი იზი­ა­რებს უტი­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს, ნა­წი­ლი კი არ ეთან­ხმე­ბა მას:

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი: "ყვე­ლა სი­ტყვა სწო­რია შო­თიკ... პრობ­ლე­მა ახალ და ძველ სა­ხე­ებ­ში არ ყო­ფი­ლა, პრობ­ლე­მა იყო იმა­ში, რომ პროგ­რე­სუ­ლი ნა­წი­ლი სა­უბ­რობ­და პარ­ტი­ის გა­ნახ­ლე­ბა­ზე, იმა­ზე რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გუნ­დუ­რად მი­ი­ღე­ბა (რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­მარ­თლეა და ამას ადას­ტუ­რებს ყვე­ლა ბოლო კენ­ჭისყრა).

მაგ­რამ იმის­თვის, რომ ვინ­მეს ეს და­ე­ჯე­რე­ბი­ნა, ნაკ­ლე­ბი "მე­მე­მე­მე­მე­მე­მე" უნდა ეს­მი­ნა ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი არ­ხი­დან. ამ პი­რო­ბებ­ში ეს არა­ვის ჯე­რო­და, არც მერ­ყევ ამომ­რჩე­ველს, არც და­სავ­ლურ ინ­სტი­ტუ­ტებს"

რუ­სუ­დან ვა­შა­კი­ძე, "რუს­თა­ვი 2"-ის პრო­დი­უ­სე­რი: "რა უც­ნა­უ­რია, ეს "ოც­ნე­ბა" ყვე­ლა­ზე სუ­ლელ მო­ლა­პა­რა­კე ტი­პებ­საც რო­გორ უვ­ლის და ეს ნა­ცე­ბი თა­ვი­ანთ ლი­დერ­ზე ვერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლან, კი­თხე ერთი რე­გი­ო­ნებს და ფუნ­და­მენ­ტა­ლისტ მი­შის­ტებს. ამ­ხე­ლა მას­შტა­ბის ლი­დე­რი ჰყავთ და იმას აბ­რა­ლე­ბენ :))).... ბა­რემ ისიც გვი­თხა­რი, ბო­ი­კო­ტი თუ შეს­ვლა?" - კი­თხვა­ზე უტი­აშ­ვი­ლი ვა­შა­კი­ძეს ასე პა­სუ­ხობს: "შეს­ვლა ულა­პა­რა­კოდ. გა­ბომ­ჟე­ბა­ღა გვაკ­ლია".

ლელა ბუ­ცხრი­კი­ძე: "ესაა ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი და სა­მარ­ცხვი­ნო გან­ხილ­ვა, რაც ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ ვნა­ხე. ახლა და ამ ფორ­მა­ტით გან­სა­ხილ­ვე­ლია მი­შას მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­რის­ხი არ­ჩევ­ნებ­ში? მა­ნამ­დე სად იყა­ვით? მა­ნამ­დე რა­ტომ არ იმ­სჯე­ლეთ და შე­ა­თან­ხმეთ ეს სა­კი­თხი მთელ გუნდთან? და თუ ვერ შე­ა­თან­ხმეთ და ვერ "გა­ბე­დეთ" მი­შას შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დით, აქ, ჭო­რა­ო­ბა უხერ­ხუ­ლი არ გეჩ­ვე­ნე­ბათ?"

ალექ­სი თო­ლორ­და­ვა: "ხალ­ხმა ხმა მის­ცა ნაც­მოს მი­შას­თან ერ­თად და მი­შას გა­რე­შე ნაც­მო ნო­ლია... თურ­მე მი­შას ბრა­ლია წა­გე­ბა და ცუდი და კარ­გი რაც არი ჩერ­გო­სი და გი­გას დამ­სა­ხუ­რე­ბაა, კარ­გით რა"

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: "მაგ ლო­გი­კით ძვე­ლი სა­ხე­ე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ % ვერ აი­ღებ­დნენ (რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რე­ბი)...მე კი­დევ მგო­ნია რომ ნა­ცი­ო­ნა­ლებს თა­ვი­სი ამომ­რჩე­ვე­ლი ყავს, რომ­ლის­თვი­საც ცოტა უცხოა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გუნ­დის რი­ტო­რი­კა. ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ამომ­რჩე­ვე­ლი შექ­მნა მიშა სა­ა­კა­აშ­ვილ­მა და არა ლი­ბე­რა­ლურ­მა ფრთამ"

ეკა ჯა­ნა­შია: "ანუ მი­შამ წა­გა­გე­ბი­ნათ არ­ჩევ­ნე­ბი და არა გა­ყალ­ბე­ბამ და ტო­ტა­ლურ­მა მა­ქი­ნა­ცი­ებ­მა? კაი კაცო! და სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავლსე­ო­ბას რომ იღებს ბი­ძი­ნი ეგეც მი­შამ ქნა თა­ვის რი­ტო­რი­კით? ეს მიშა რომ არ გყავ­დეთ თქვენ და ბი­ძი­ნის მთავ­რო­ბას რა გეშ­ვე­ლე­ბო­დათ, სა­კუ­თარ კრახს ვის და­აბ­რა­ლებ­დით"

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი: რათ­ქმა­უნ­და ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ეხლა მი­შაა და მისი ეგო­ცენ­ტრიზ­მი და რომ არა მისი ხელ­შეშ­ლა, და­ნარ­ჩე­ნი ლო­მე­ბი დაფ­ლი­თავ­დნენ ბი­ძი­ნას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხომ შოთა?! და ამი­ტომ ეხლა ყვე­ლა და­რაზ­მუ­ლი უნდა შე­ვიდ­ნენ და გა­უპ­რა­ვონ რაც მოხ­და?! სა­ოც­რე­ბა პირ­და­პირ. ანუ ლო­გი­კა სა­დაა? "ნე­ტა­ვი ქო­ცე­ბი უფეო ნაკ­ლე­ბად შეგ­ვე­ში­ნე­ბი­ნა და შე­უმ­ჩნევ­ლად მოგ­ვე­პა­რა გა­მარ­ჯვე­ბა"- პრინ­ციპ­ში არც რუ­სუ­ლი ლი­ბე­რა­ლი­რი პარ­ტი­ის მო­დე­ლა ცუდი. არი­ან თა­ვის­თვის, არა­ვის უშ­ლი­ან ხელს და მი­დის პრო­ცე­სი. მთა­ვა­რია ხომ ლი­ბე­რა­ლუ­რი იდე­ე­ბის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან.... ყე­ლამ­დე გა­ნა­ვალ­ში სხე­დან, მაგ­რამ მა­ინც არი­ან...."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

"ნაციონალები" წაგებას სააკაშვილს აბრალებენ? - რას წერენ ფეისბუქზე პარტიის მხარდამჭერები

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების შესაძლო მიზეზებზე საუბრობს:

"ჩემი აზრით, რატომ წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ: კამპანია დაიწყო კარგად, სწორი მესიჯებით ახალ სამუშაო ადგილებზე, პენსიების ზრდაზე, კანონების ლიბერალიზაციაზე და ა.შ. კარდაკარმაც გაამართლა. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ რეიტინგი იზრდებოდა. ხალხმაც მეტწილად დაიჯერა ახალი სახეების.

ოცნების მთელი კამპანია იყო ის, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, სინამდვილეში ეს პარტია მეცოცხეების პარტიაა და მიშას უნდა, ჩამოვიდეს და ცხრა წელი დააბრუნოს. ამისთვის გადაიღო ჰეროკრატია, დაიწყო სატელეფონო ჩანაწერების გამოქვეყნება, გაუთავებელი საუბრები სახელმწიფო გადატრიალებაზე, დაკითხვები და ა.შ. საარჩევნო დაპირებები ოცნებას, ფაქტობრივად, არც ჰქონია. მოსახლეობა ცოტა დაიბნა, მაგრამ ოცნების მიერ დახატული კოშმარის არ დაიჯერა. სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრებს იუმორით იღებდნენ, ჰეროკრატიის რეიტინგი განოლდა. თუმცა ეჭვები, სინამდვილეში ვინ არის ნაციონალური მოძრაობა, მეცოცხეები თუ ახალი სახეები, ბოლომდე არ გამქრალა.

ამ დროს დადგა კამპანიაში გადამწყვეტი მომენტი: ნაციონალური მოძრაობის კამპანია გახდა ზეაგრესიული. გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა.

აქ გაიმარჯვა ოცნებამ. ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ ოცნება რასაც ამბობდა ნაციონალების ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს. პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?" - წერს უტიაშვილი პოსტში.

პოსტის კომენტარებში აქტიურობენ პარტიის მხარდამჭერები. ნაწილი იზიარებს უტიაშვილის მოსაზრებებს, ნაწილი კი არ ეთანხმება მას:

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი: "ყველა სიტყვა სწორია შოთიკ... პრობლემა ახალ და ძველ სახეებში არ ყოფილა, პრობლემა იყო იმაში, რომ პროგრესული ნაწილი საუბრობდა პარტიის განახლებაზე, იმაზე რომ გადაწყვეტილებები გუნდურად მიიღება (რაც აბსოლუტური სიმართლეა და ამას ადასტურებს ყველა ბოლო კენჭისყრა).

მაგრამ იმისთვის, რომ ვინმეს ეს დაეჯერებინა, ნაკლები "მემემემემემემე" უნდა ესმინა ყველაზე რეიტინგული არხიდან. ამ პირობებში ეს არავის ჯეროდა, არც მერყევ ამომრჩეველს, არც დასავლურ ინსტიტუტებს"

რუსუდან ვაშაკიძე, "რუსთავი 2"-ის პროდიუსერი: "რა უცნაურია, ეს "ოცნება" ყველაზე სულელ მოლაპარაკე ტიპებსაც როგორ უვლის და ეს ნაცები თავიანთ ლიდერზე ვერ ჩამოყალიბებულან, კითხე ერთი რეგიონებს და ფუნდამენტალისტ მიშისტებს. ამხელა მასშტაბის ლიდერი ჰყავთ და იმას აბრალებენ :))).... ბარემ ისიც გვითხარი, ბოიკოტი თუ შესვლა?" - კითხვაზე უტიაშვილი ვაშაკიძეს ასე პასუხობს: "შესვლა ულაპარაკოდ. გაბომჟებაღა გვაკლია".

ლელა ბუცხრიკიძე: "ესაა ყველაზე გულსატკენი და სამარცხვინო განხილვა, რაც ამ არჩევნების შემდგომ ვნახე. ახლა და ამ ფორმატით განსახილველია მიშას მონაწილეობის ხარისხი არჩევნებში? მანამდე სად იყავით? მანამდე რატომ არ იმსჯელეთ და შეათანხმეთ ეს საკითხი მთელ გუნდთან? და თუ ვერ შეათანხმეთ და ვერ "გაბედეთ" მიშას შეწინააღმდეგებოდით, აქ, ჭორაობა უხერხული არ გეჩვენებათ?"

ალექსი თოლორდავა: "ხალხმა ხმა მისცა ნაცმოს მიშასთან ერთად და მიშას გარეშე ნაცმო ნოლია... თურმე მიშას ბრალია წაგება და ცუდი და კარგი რაც არი ჩერგოსი და გიგას დამსახურებაა, კარგით რა"

ნანუკა ჟორჟოლიანი: "მაგ ლოგიკით ძველი სახეები გაცილებით მეტ % ვერ აიღებდნენ (როგორც მაჟორიტარები)...მე კიდევ მგონია რომ ნაციონალებს თავისი ამომრჩეველი ყავს, რომლისთვისაც ცოტა უცხოა განახლებული გუნდის რიტორიკა. ნაციონალების ამომრჩეველი შექმნა მიშა სააკააშვილმა და არა ლიბერალურმა ფრთამ"

ეკა ჯანაშია: "ანუ მიშამ წაგაგებინათ არჩევნები და არა გაყალბებამ და ტოტალურმა მაქინაციებმა? კაი კაცო! და საკონსტიტუციო უმრავლსეობას რომ იღებს ბიძინი ეგეც მიშამ ქნა თავის რიტორიკით? ეს მიშა რომ არ გყავდეთ თქვენ და ბიძინის მთავრობას რა გეშველებოდათ, საკუთარ კრახს ვის დააბრალებდით"

დავით საყვარელიძე, პარლამენტის ყოფილი წევრი: რათქმაუნდა ყველაფერში დამნაშავე ეხლა მიშაა და მისი ეგოცენტრიზმი და რომ არა მისი ხელშეშლა, დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად ხომ შოთა?! და ამიტომ ეხლა ყველა დარაზმული უნდა შევიდნენ და გაუპრავონ რაც მოხდა?! საოცრება პირდაპირ. ანუ ლოგიკა სადაა? "ნეტავი ქოცები უფეო ნაკლებად შეგვეშინებინა და შეუმჩნევლად მოგვეპარა გამარჯვება"- პრინციპში არც რუსული ლიბერალირი პარტიის მოდელა ცუდი. არიან თავისთვის, არავის უშლიან ხელს და მიდის პროცესი. მთავარია ხომ ლიბერალური იდეების მატარებლები არიან.... ყელამდე განავალში სხედან, მაგრამ მაინც არიან...."

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს