მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჯანმრთელესი შვილი ჰყავს... იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა
"უჯანმრთელესი შვილი ჰყავს...  იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლის ზუ­რაბ ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლის სტა­ტუს­მა, სა­დაც ის ტაქ­სი­ში გა­დამ­ხდა­რი ემო­ცი­უ­რი ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ წერ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. პოს­ტში სა­უ­ბა­რი იყო უც­ნობ ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მე­ლიც ტაქ­სის მძღოლს, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, შვი­ლი ავად ჰყავ­და, გარ­კვე­უ­ლი თან­ხით და­ეხ­მა­რა.

ამ­ბავს უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი იმა­საც წერ­და, რომ "ის­ტო­რია თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ზღა­პარს ჰგავ­და".

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტაქ­სის­ტთან და­კავ­ში­რე­ბით უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და. ნა­წი­ლი წერს, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძეგ­ვე­ლიშ­ვი­ლის ფო­ტო­ზეა, იტყუ­ე­ბა და რე­ა­ლუ­რად, მას ავად­მყო­ფი შვი­ლი არ ჰყავს.

"ეს უნა­მუ­სო ტაქ­სის მძღო­ლი არის ჩემი ყო­ფი­ლი სიძე. ან­გე­ლო­ზი­ვით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯან­მრთე­ლე­სი და ეს ვაჟ­ბა­ტო­ნი გა­ქა­ნე­ბუ­ლი აფე­რის­ტია. იმ ქალ­მა ტყუ­ი­ლად და­უ­ტო­ვა შარ­ლა­ტანს ფული", - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი.

ტაქ­სის­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტმა ნა­თია დო­ლი­ძემ:

"არ ვა­პი­რებ­დი და­წე­რას, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლა­ვაც შე­ეც­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გაბ­რიყ­ვე­ბას, ამი­ტომ ვწერ. და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის წინ სამ­სა­ხუ­რი­დან მეც ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი გა­მო­ვე­დი, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ჩამ­ჯდა­რი არ ვი­ყა­ვი, მძღოლ­მა ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რა­კი და­ი­წყო, ვი­ღა­ცას უხ­სნი­და, რა ცუ­დად ჰყავ­და შვი­ლი და რო­გორ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­და სულ რა­ღაც 300 ლარი. მოყ­ვა მთე­ლი თა­ვი­სი ის­ტო­რია, რო­გორ გა­ყი­და სახ­ლიც და მან­ქა­ნაც ბავ­შვის გა­და­სარ­ჩე­ნად და რომ ამ 300 ლარს რა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და... ჩერ­დე­ბო­და, ემ­შვი­დო­ბე­ბო­და იმ ვი­ღა­ცას, მერე ისევ ხე­ლახ­ლა რე­კავ­და.

ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, ისე­თი გან­ცდით ლა­პა­რა­კობ­და, ლა­მის ტი­რო­და, ისიც კი მო­მე­რი­და მე­კი­თხა, რა სჭირ­და მის შვილს. თემ­ქა­ზე გზის გაგ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­და და ამიხ­სნა, ტაქსზე სულ მე­ო­რედ ვზი­ვარ, ბავ­შვის გამო მე­გო­ბარს ვე­თხო­ვე მან­ქა­ნა და იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ ვი­ტაქ­სა­ვოო. ბევ­რი არა­ფე­რი მქონ­და, მაგ­რამ რაც მქონ­და, და­ვუ­ტო­ვე მეც, დღეს ეს კაცი ფო­ტო­ზე მეც­ნო, მერე ეს ამ­ბა­ვიც გა­მახ­სენ­და, რად­გან კარ­გა ხანს გა­მომ­ყვა დარ­დი ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად იბ­რძო­და.

ამ მა­სა­ლის კო­მენ­ტა­რებს გა­დავ­ხე­დე და არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის და­წე­რილ ტექ­სტში ამო­ვი­ცა­ნი ის, რაც მეც მო­ვის­მი­ნე... მოკ­ლედ, ეს კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი აფე­რის­ტია, ამი­ტომ იყა­ვით მა­ინც ფრთხი­ლად!", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"უჯანმრთელესი შვილი ჰყავს... იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

"უჯანმრთელესი შვილი ჰყავს...  იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული" - რას წერენ ტაქსისტზე, რომლის ისტორიამ "ფეისბუქი" მოიცვა

"ფეისბუქის" მომხმარებლის ზურაბ ძეგველიშვილის სტატუსმა, სადაც ის ტაქსიში გადამხდარი ემოციური ისტორიის შესახებ წერდა, სოციალური ქსელი მოიცვა. პოსტში საუბარი იყო უცნობ ქალბატონზე, რომელიც ტაქსის მძღოლს, რომელსაც სავარაუდოდ, შვილი ავად ჰყავდა, გარკვეული თანხით დაეხმარა.

ამბავს უამრავი დადებითი გამოხმარება მოჰყვა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლების ნაწილი იმასაც წერდა, რომ "ისტორია თავისი შინაარსით ზღაპარს ჰგავდა".

სოციალურ ქსელში ტაქსისტთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. ნაწილი წერს, რომ მამაკაცი, რომელიც ძეგველიშვილის ფოტოზეა, იტყუება და რეალურად, მას ავადმყოფი შვილი არ ჰყავს.

"ეს უნამუსო ტაქსის მძღოლი არის ჩემი ყოფილი სიძე. ანგელოზივით 16 წლის ბიჭი ჰყავს, უჯანმრთელესი და ეს ვაჟბატონი გაქანებული აფერისტია.  იმ ქალმა ტყუილად დაუტოვა შარლატანს ფული", - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

ტაქსისტთან დაკავშირებით საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა ასევე, ჟურნალისტმა ნათია დოლიძემ:

"არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვინაიდან, სავარაუდოდ, კვლავაც შეეცდება ადამიანების გაბრიყვებას, ამიტომ ვწერ. დაახლოებით 3 თვის წინ სამსახურიდან მეც ძალიან დაღლილი გამოვედი, ტაქსი გავაჩერე და ჩამჯდარი არ ვიყავი, მძღოლმა ტელეფონზე ლაპარაკი დაიწყო, ვიღაცას უხსნიდა, რა ცუდად ჰყავდა შვილი და როგორ ძალიან სჭირდებოდა სულ რაღაც 300 ლარი. მოყვა მთელი თავისი ისტორია, როგორ გაყიდა სახლიც და მანქანაც ბავშვის გადასარჩენად და რომ ამ 300 ლარს რა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა... ჩერდებოდა, ემშვიდობებოდა იმ ვიღაცას, მერე ისევ ხელახლა რეკავდა.

ძალიან შევწუხდი, ისეთი განცდით ლაპარაკობდა, ლამის ტიროდა, ისიც კი მომერიდა მეკითხა, რა სჭირდა მის შვილს. თემქაზე გზის გაგნება გაუჭირდა და ამიხსნა, ტაქსზე სულ მეორედ ვზივარ, ბავშვის გამო მეგობარს ვეთხოვე მანქანა და იძულებული ვარ ვიტაქსავოო. ბევრი არაფერი მქონდა, მაგრამ რაც მქონდა, დავუტოვე მეც, დღეს ეს კაცი ფოტოზე მეცნო, მერე ეს ამბავიც გამახსენდა, რადგან კარგა ხანს გამომყვა დარდი ადამიანზე, რომელიც შვილის გადასარჩენად იბრძოდა.

ამ მასალის კომენტარებს გადავხედე და არაერთი ადამიანის დაწერილ ტექსტში ამოვიცანი ის, რაც მეც მოვისმინე... მოკლედ, ეს კაცი, სავარაუდოდ, პროფესიონალი აფერისტია, ამიტომ იყავით მაინც ფრთხილად!", - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა