ინტერნეტში მანიფესტი ვრცელდება, რომლითაც მოქალაქეთა ნაწილი ითხოვს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე "თბილისის ცენტრალური პარკი" მოეწყოს. მანიფესტის ადრესატები პარლამენტი, თბილისის საკრებულო და მერია არიან. მანიფესტს ამ დროისთვის 2 190 ადამიანი აწერს ხელს. ონლაინ პეტიციის მიზანი 150 ათასი ხმის მოგროვებაა. მანიფესტს "ფეისბუქზეც" აქტიურად აზიარებენ:
ნოე სულაბერიძე:
"ნარმანიას აქედან ძალიან ბევრს ვუტევდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ჰუმანურობამაც გაიღვიძა ჩემში და სუფთა ადამიანური თვალსაზრისით ცოტა შემეცოდა სამი მნიშვნელოვანი მიზეზით:
1. თავის გადაწყვეტილებით მერი არ გამხდარა
2. მგონია რო საერთოდ არ უხარია, არ მოწონს მერობა, მარა ნუ რა ქნას...
3. სლაბი კი არის, მარა მგონია რო თვითონ არაკორუმპირებულია
და ბარემ აქვე:
მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!
ლაგუნა ვერეც მინდა რომ ქალაქს დაუბრენდეს!!!
მზიური მინდა ისევ მწვანე ფერის იყოს და არა ტალახისფერი!!!
ლიკა ვადაჩკორია:
მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!
ნინი ბადურაშვილი:
მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!
ვისაც სურვილი გექნებათ, იგივე სტატუსი დაწერეთ
კახა მამულაშვილი, მამულიჩა:
მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!
გია ეძგვერაძე:
უნდა მოვაწეროთ ხელი უკლებლივ ყველამ რომ ხალხს, საზოგადოებას და ჩვენს კეთილ მომვალს მოხმარდეს პარკი და არა სამი (ან ერთი) კაცი გამდიდრდეს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე!!! მოწეროს ხელი მთელმა საქართველომ!!
გოგა ჩანადირი:
ძალიან კარგია, იპოდრომზე ცენტრალური პარკი თუ გაშენდება, მაგრამ ეს ხომ კერძო საკუთრებაა, რომელიც სახელმწიფომ გაყიდა?
მე არ ვფიქრობ, სხვისი ქონების თუნდაც კეთილი მიზნებისათვის გამოყენება მართებული იყოს.
მაშინ, ავდგეთ და ვისი მიწაც მოგვეწონება, ვთქვათ, რომ იქ ეს გაშენდეს, აქ ეს და ასე შემდეგ.
მსოფლიოს ბევრ ქალაქშია კერძო საკუთრების ნებაყოფლობითა და დიდსულოვნებით გადაცემის მაგალითები, მაგრამ საზოგადოება ამას მესაკუთრეს აიძულებდეს, ჯერ არ გამიგია.
იქნებ სხვა რამეს გულისხმობენ იდეის ავტორები და მომხრეები და მე არ ვიცი?