მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია
"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დე­რის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ქორ­წი­ლის ამ­სახ­ველ მო­რიგ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და ემო­ცი­ურ პოსტს წერს:

"ჩვენ ქორ­წი­ლი არ გვქო­ნია, თბი­ლი­სის ომის დროს "შევ­კა­რით პი­რო­ბა" და მა­მებ­მა, არ­გა­გო­ნი­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა, ხალ­ხი ტი­რის, ვერ ვი­ზე­ი­მებ­თო. მერე სულ გვინ­დო­და რო­მე­ლი­მე მრგვა­ლი ან ნა­ხევ­რადმრგვა­ლი თა­რი­ღის ქორ­წი­ლად ქცე­ვა, მაგ­რამ არ შე­წყდა ტი­რი­ლი ქვე­ყა­ნა­ში და თა­ვა­დაც ყო­ვე­ლი სა­ტი­რა­ლი მოვ­ლე­ნის შუ­ა­გულ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბო­დით ხოლ­მე. მგო­ნი ამი­ტო­მაც, ნი­კოს ქორ­წილ­ში ირაკ­ლი გა­და­იქ­ცა ჯონ ტრა­ვოლ­ტად, მა­გის ამ­დე­ნი ცეკ­ვა და ჰიპ-ჰო­პის მო­ცეკ­ვა­ვე­სა­ვით ზურ­გზე დატ­რი­ა­ლე­ბა და ყიფ­ლი­ბან­დზე ბრუ­ნე­ბის კე­თე­ბა პირ­ვე­ლად ვნა­ხეთ ტოლ-მე­გობ­რებ­მა. ღვი­ნოც სა­უფ­რო­სო იყო, თბილ­ღვი­ნოს წარ­მო­ე­ბის და ირაკ­ლიმ და მის­მა ძმა­კა­ცებ­მაც მთლად და­კარ­გეს სი­ტუ­ა­ცი­ის აღ­ქმა, ჩა­ა­ჩო­ჩეს "დი­ჯეი" და "ბენ­დი", ქა­ლა­ქის სხვა კი­დი­დან აშუ­ღე­ბი მო­ი­ძი­ეს და მათ­თან ერ­თად დარ­ბოდ­ნენ სცე­ნი­დან "პარ­ტერ­ში", ბო­ლოს ნიკო მიმ­ტა­ნებ­თან ერ­თად იყო კე­დელს მი­ყუ­დე­ბუ­ლი და მა­მის შეს­რუ­ლე­ბულ "სატ­რფი­ა­ლოს" მოთ­მი­ნე­ბით ის­მენ­და. ბავ­შვო­ბა­ში ვერ ვხვდე­ბო­დი, 40-ს გა­და­ცი­ლე­ბულ ხალ­ხს რა ახა­რებ­და, არა­და თურ­მე რა მა­გა­რი ასა­კია, შვი­ლე­ბი რომ ქორ­წინ­დე­ბი­ან. მა­რი­ა­მო­ბას ბუ­კას შვი­ლიც გა­თხოვ­და. ასე­თი ტემ­პით თუ გაგ­რძელ­და, რო­გორც რა­ჭა­ში იტყვი­ან, მთე­ლი სა­მე­გობ­რო გავ­სუ­ნელ­დე­ბით".

იხი­ლეთ ასე­ვე: პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ნიკა ალა­სა­ნი­ას ქორ­წი­ლი­დან

ფო­ტო­ე­ბი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის ვა­ჟის ქორ­წი­ლი­დან

პირ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვა­ჟის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია

"თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან..." - ნათია ფანჯიკიძის ემოციური პოსტი და წლების შემდეგ აცეკვებული ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შვილის ქორწილის ამსახველ მორიგ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს:

"ჩვენ ქორწილი არ გვქონია, თბილისის ომის დროს "შევკარით პირობა" და მამებმა, არგაგონილი საშინელება ხდება, ხალხი ტირის, ვერ ვიზეიმებთო. მერე სულ გვინდოდა რომელიმე მრგვალი ან ნახევრადმრგვალი თარიღის ქორწილად ქცევა, მაგრამ არ შეწყდა ტირილი ქვეყანაში და თავადაც ყოველი სატირალი მოვლენის შუაგულში აღმოვჩნდებოდით ხოლმე. მგონი ამიტომაც, ნიკოს ქორწილში ირაკლი გადაიქცა ჯონ ტრავოლტად, მაგის ამდენი ცეკვა და ჰიპ-ჰოპის მოცეკვავესავით ზურგზე დატრიალება და ყიფლიბანდზე ბრუნების კეთება პირველად ვნახეთ ტოლ-მეგობრებმა. ღვინოც საუფროსო იყო, თბილღვინოს წარმოების და ირაკლიმ და მისმა ძმაკაცებმაც მთლად დაკარგეს სიტუაციის აღქმა, ჩააჩოჩეს "დიჯეი" და "ბენდი", ქალაქის სხვა კიდიდან აშუღები მოიძიეს და მათთან ერთად დარბოდნენ სცენიდან "პარტერში", ბოლოს ნიკო მიმტანებთან ერთად იყო კედელს მიყუდებული და მამის შესრულებულ "სატრფიალოს" მოთმინებით ისმენდა. ბავშვობაში ვერ ვხვდებოდი, 40-ს გადაცილებულ ხალხს რა ახარებდა, არადა თურმე რა მაგარი ასაკია, შვილები რომ ქორწინდებიან. მარიამობას ბუკას შვილიც გათხოვდა. ასეთი ტემპით თუ გაგრძელდა, როგორც რაჭაში იტყვიან, მთელი სამეგობრო გავსუნელდებით".

იხილეთ ასევე: პირველი ფოტოები ნიკა ალასანიას ქორწილიდან

ფოტოები ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ვაჟის ქორწილიდან

პირველი ვიდეოკადრები ირაკლი ალასანიას ვაჟის გრანდიოზული ქორწილიდან

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს