სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარწერა ვლადიკავკაზში: "ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი"
წარწერა ვლადიკავკაზში: "ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი"

Эхо Кавказа-ს ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ორაგ­ვე­ლი­ძე ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ფო­ტო­ზე ასა­ხულ ბილ­ბორ­დზე რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რაა: "ხინ­ჩა­გაშ­ვი­ლი (ხინ­ჩა­გო­ვი) ვლა­დი­მერ - ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში".

ბილ­ბორ­დზე კვარ­ცხლბეკ­ზე მდგა­რი ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის დრო­შა და რიოს ოლიმ­პი­ა­დის ემბლე­მა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი კო­მენ­ტარ­ში წერს, ამ­ბო­ბენ, რომ ბილ­ბორ­დი ვლა­დი­კავ­კაზ­ში მო­ჭი­და­ვის ბი­ძაშ­ვი­ლებ­მა და­ა­მონ­ტა­ჟეს, "თუმ­ცა დრო­შა ცო­ტა­თი აე­რი­ათ", - წერს ორაგ­ვე­ლი­ძე.

ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი თე­ი­მუ­რაზ მარ­გი­ე­ვი წერს, რომ ბილ­ბორ­დი ჩემ­პი­ო­ნის ოსმა ნა­თე­სა­ვებ­მა და­ა­მონ­ტა­ჟეს, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­კავ­კაზ­ში ცხოვ­რო­ბენ და იქვე დას­ძენს, "არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად და ვისი სა­ხე­ლით გა­მო­ვი­და, უბ­რა­ლოდ მაკ­ვირ­ვებს ზო­გი­ერ­თე­ბის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმი­სად­მი, რომ ის ოსია. რა, ოსებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­ან­თი წარ­მო­მავ­ლო­ბა უნდა უარ­ყონ? ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არა­ნორ­მა­ლუ­რია".

კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ზუ­რაბ ჯა­ვა­ხა­ძე კი წერს: "თუ ადა­მი­ა­ნებს სურთ ასე­თი პლა­კა­ტე­ბის გა­მოკ­ვრა, დაე და­კი­დონ. ამით რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბა. ვინც თავს ოსად მი­იჩ­ნევ­და, სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვი­და და სხვა ქვეყ­ნის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობს, ამის მა­გა­ლი­თია არ­სენ კა­სა­ბი­ე­ვი. ვის­თა­ნაც ახ­ლო­საა ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბა, ისი­ნი ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მისი დრო­შის ქვეშ გა­მო­დი­ან".

შე­გახ­სე­ნებთ, 19 აგ­ვის­ტოს თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი რიოს ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. 25 წლის გო­რე­ლი მო­ჭი­და­ვე ფი­ნალ­ში ია­პო­ნელ რეი ჰი­გუ­ჩის და­უ­პი­რის­პირ­და და მე­ტო­ქე ან­გა­რი­შით 3:1 და­ა­მარ­ცხა. ამით მან სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ურ დე­ლე­გა­ცი­ას მე­ო­რე ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

წარწერა ვლადიკავკაზში: "ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი"

წარწერა ვლადიკავკაზში: "ვლადიმერ ხინჩაგოვი ოლიმპიური ჩემპიონი"

Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი ირაკლი ორაგველიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ვლადიკავკაზში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ასახულ ბილბორდზე რუსულენოვანი წარწერაა: "ხინჩაგაშვილი (ხინჩაგოვი) ვლადიმერ - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში".

ბილბორდზე კვარცხლბეკზე მდგარი ვლადიმერ ხინჩეგაშვილია გამოსახული, ასევე ჩრდილოეთ ოსეთის დროშა და რიოს ოლიმპიადის ემბლემა. როგორც ჟურნალისტი კომენტარში წერს, ამბობენ, რომ ბილბორდი ვლადიკავკაზში მოჭიდავის ბიძაშვილებმა დაამონტაჟეს, "თუმცა დროშა ცოტათი აერიათ", - წერს ორაგველიძე.

ერთ-ერთ კომენტარში, ინტერნეტმომხმარებელი თეიმურაზ მარგიევი წერს, რომ ბილბორდი ჩემპიონის ოსმა ნათესავებმა დაამონტაჟეს, რომლებიც ვლადიკავკაზში ცხოვრობენ და იქვე დასძენს, "არ აქვს მნიშვნელობა სად და ვისი სახელით გამოვიდა, უბრალოდ მაკვირვებს ზოგიერთების უარყოფითი დამოკიდებულება იმისადმი, რომ ის ოსია. რა, ოსებმა საქართველოში თავიანთი წარმომავლობა უნდა უარყონ? ყოველ შემთხვევაში, ეს არანორმალურია".

კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი ზურაბ ჯავახაძე კი წერს: "თუ ადამიანებს სურთ ასეთი პლაკატების გამოკვრა, დაე დაკიდონ. ამით რაიმე შეიცვლება. ვინც თავს ოსად მიიჩნევდა, საქართველოდან წავიდა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობს, ამის მაგალითია არსენ კასაბიევი. ვისთანაც ახლოსაა ქართული იდენტობა, ისინი ცხოვრობენ საქართველოში და მისი დროშის ქვეშ გამოდიან".

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რიოს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 25 წლის გორელი მოჭიდავე ფინალში იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ამით მან საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

"თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!" - ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

"მის ქველმოქმედებას აქვს ფასი, ეს მისი პირადი სულიერი და ფიზიკური კომფორტია. ეს საფასური მუდმივად ხმოვანდება კობახიძის მიერ" - რას წერს ხუხაშვილი ივანიშვილზე

"ვიღაცისგან წიხლი არ არისო საწყენი" - ამირან გამყრელიძე წყლის ჭავლით დარბევისა და "სამი ფსევდომუშკეტერის" შესახებ ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს