"მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!" - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე მუშტის" წევრს ირაკლი კუპრაძეს და მერიაში მიმდინარე სხდომა დაატოვებინა. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებაზე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის მერი ესწრებოდნენ.
ნარმანიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას მალევე მოჰყვა საზოგადოების პროტესტი - მერიასთან აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა მერიის შენობას პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და ქალაქის მერს ამ სიტყვებით მოუწოდებდნენ: "ნარმანია, შე მაიმუნო, ვირიშვილო, გამოდი"
რა თქმა უნდა, ნარმანიას რეპლიკა უყურადღებოდ არც სოციალური ქსელის მომხმარებლებს დარჩენიათ. ასე ეხმაურებიან ქალაქის მერის "ვირიშვილო მაიმუნოს" ფეისბუქზე:
ნატა ფერაძე, "პარტიზანული მებაღეობა"
გლობალურო დათბობა, გადადექი, მაიმუნო ვირიშვილო!
თენგო გოგოტიშვილი, ჟურნალისტი
"მაიმუნო ვირიშვილო"-ა სწორი თუ "მაიმუნო ვირისშვილო"? მერიაში ვარ დაბარებული ამ დღეებში და მაინტერესებს
ვიდეო: რომელი ფილმიდან ჩაელექა ნარმანიას ტვინში "ვირიშვილო მაიმუნო"?
ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი
"საკუთარ კაბინეტში, მაამებლებით გარშემორტყმული სტუდენტ ბიჭს რო აყენებს შეურაცხყოფას თბილისის მერი ესაა გულისამრევი. მერიის შენობის 21- ე სართულზე რომაა ძველი ბიჭი. ასეთი სამარცხვინო მმართველი არსებობის 2 ათასი წლის მანძილზე არ ჰყოლია დალოცვილ თბილისს"
მერაბ მეტრეველი
ნარმანია ნარმალნია?!
ბუბა კუდავა, ისტორიკოსი
ქართულ ენაში, როგორც წესი, ადამიანის მისამართით შინაური ცხოველების სახელები უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება: მაგალითად - ვირი, ღორი, ძროხა, ქათამი, ინდაური, ბატი, თხა, ძაღლი, კატა, ცხენი, კამეჩი...
გარეული ცხოველების სახელებს კი ხშირად პირიქით, დადებითი დატვირთვა აქვს: მაგალითად - ლომი, ვეფხვი, ბოკვერი, მგელი, ტახი, დათვი, ბელი, ირემი, შველი, არწივი, ქორი, მიმინო, გედი...
უცნაურია. არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს. ცხადია, ეს წესი არ არის უნივერსალური და გვხვდება გამონაკლისებიც - მაიმუნი, მაჩვი, ტურა, მელა, ბეჰემოტი და სხვ. გარეული ცხოველები არიან, მაგრამ მათი სახელები ადამიანის შექებისთვის ნამდვილად არ გამოგადგებათ.
კიდევ არის გარკვეული კანონზომიერებები - ასე მაგალითად, გასალანძღად მხოლოდ ერთი ცხოველის სახელს იყენებენ ხოლმე, ან მხოლოდ შინაურის, ან მხოლოდ გარეულის. აი, ეს "მაიმუნი ვირიშვილი" რაღა უბედურებაა, გამაგებინეთ ერთი რა. ანგრევს ქართული ენის მთელ ფილოსოფიას, მე ვიყო!
შაქრო ტრუბეცკოი
"მაიმუნო ვირიშვილო შე პაწაწინაო, აგრე ტკბილად უდარდელად რამ დაგაძინაო. თბილისის მერი გახდები ქალაქს გექნება ბინაო, ხეებსაც დაჭრი უზღვავად ხმას შემოგბედავს ვინაო, მხოლოდ შაძრომა ისწავლე გზაც გაგეხსნება წინაო" ნორა ნარმანია 1979წ"
"შე მაიმუნო ვირიშვილო, დარგე მილიონი ხე?"
"#მაიმუნოვირიშვილო მოდით ერთი დღე ყველა ჩვენი პოსტი ამით დავასრულოთ :) ერთ თვეში მისი ავტორი ისედაც დასრულდება"...
წაიკითხეთ: ვინ არის აქტივისტი, რომელსაც დავით ნარმანიამ "მაიმუნი ვირიშვილი" უწოდა
ფოტოები და კომენტარები ფეისბუქიდან