სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან
"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან

ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის გზა­ზე 21 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი სამი პა­ცი­ენ­ტი­დან, 31 ივ­ლისს სა­ღა­მოს ერთ-ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, ანა­ნო ბუ­ა­ძეა. ტრა­გე­დი­ას "ფე­ი­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ზურა ხა­ჩი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

"ღმერ­თო ძალა მი­ე­ცი მე­კოს და ღმერ­თმა გა­ა­ნათ­ლოს ანას სული. ამინ"

კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (მა­მუ­ლი­ჩა), პრო­დუ­სე­რი:

"ნე­ტავ სად მი­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ. საკ­მა­რი­სია ვი­ღა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გო და ისევ ეს კი­თხვა.... მერე ეს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი კი­თხვა მა­ში­ნებს ვეშ­ვე­ბი და ისევ თა­ვი­დან.... ღმერ­თო, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფე მისი სული".

ვიკა ბუ­კია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ამ ავა­რი­ამ ყვე­ლა შეგ­ვშა­ლა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა და ახლა ოთხი შვი­ლი დარ­ჩა დე­დის გა­რე­შე. არ მახ­სენ­დე­ბა ასე­თი ტრა­გე­დია დიდი ხა­ნია. ავ­ტო­ბა­ნი სა­დაც ორ­მხრი­ვი გზაა, სა­დაც და­დი­ან ტრა­ი­ლე­რე­ბი, არაა გა­ნა­თე­ბა, ტრა­ფა­რე­ტი - არის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი (მით უფრო ამ პი­რო­ბებ­ში) მა­ინც ესაა".

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი:

"ბოლო პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნი წა­ვი­და იქ, სა­დღაც რომ თით­ქმის ყო­ველ დღე მა­წუ­ხებს აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი კი­თხვა. სან­დრომ გა­მიმ­ძაფ­რა, მერე ის ულა­მა­ზე­სი წყვი­ლი, შემ­დეგ გოგო! ისევ ცუდი ამ­ბა­ვი.

იქ­ნებ სუ­ლაც არაა ცუდი ეს ამ­ბე­ბი და იქ ჯო­ბია, სა­დაც ისი­ნი მი­დი­ან! არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი უსა­მარ­თლო ამ­ბა­ვი ხდე­ბო­დეს!! რა­ღაც, სა­დღაც გრძელ­დე­ბა! სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!".

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

"მე­კომ რა და­ა­შა­ვა ასე­თი რომ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს? ნეტა რამე შე­მეძ­ლოს ! ნეტა...

...ამ გა­და­სა­ხე­დი­დან სა­უ­ბა­რი არას­წო­რია, ხში­რად ჩვენ­თვის ნორ­მა­ლუ­რი სხვის­თვის არაა მი­სა­ღე­ბი. მი­ლი­ონ­ჯერ ჭრი სახ­ლში ხახვს, მი­ლი­ონ­ჯერ ასობ ლურ­სმანს ხეში მი­ლი­ონ­ჯერ ჩავ­რბი­ვართ კი­ბე­ზე. მაგ­რამ ხე­ლიც გაგ­ვიჭ­რია, ჩა­ქუ­ჩიც ჩაგ­ვირ­ტყამს და კი­ბე­ზეც წავ­ქცე­ულ­ვართ, აი ესაა ცხოვ­რე­ბა, ნელა ევლო და ყუ­რა­დღე­ბით, ეს პი­რო­ბი­თია, გან­კი­თხვა და და მსჯე­ლო­ბა არ არის სწო­რი. ჩემი აზ­რია ასე­თი! მოხ­და უკვე და ეხლა.მე­კოს უნდა და­ვუდ­გეთ გვერ­დში!".

გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რი:

"სტა­ტუ­სი თით­ქმის არას­დროს და­მი­წე­რია, უბ­რა­ლოდ ამ ამ­ბავ­მა ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე. ცხოვ­რე­ბა ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან უსა­მარ­თლოა. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვერ­დში და­ვუდ­გეთ".

გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი:

"კი­დევ ერთი სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა იმ სა­ში­ნელ ავა­რი­ას. ახლა, ყვე­ლა­ზე არა­ე­თი­კუ­რი ვინ­მეს­კენ თი­თის გაშ­ვე­რა იქ­ნე­ბა. ახლა, ამ წუ­თებ­ში. ჩემი სამ­ძი­მა­რი ყვე­ლა მათ­გა­ნის ოჯახს. მაგ­რამ ზო­გა­დად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, სხვებ­ზე და ათა­სია ასე­თი სხვა:

მთე­ლი დღე-ღამე გზებ­ზე ვარ, ძი­რი­თა­დი ტრა­სე­ბის მგო­ნი ყვე­ლა კენ­ჭის ფერი მეც­ნო­ბა და ასე თუ ისე სა­ჭის ტრი­ა­ლიც ვიცი, მარ­ჯვნი­დან არ­ხე­ი­ნად გამ­სწრებ "ბნვე­ი­ან" "კა­ცებ­ზე" და რა­ღაც სამ­თავ­რო­ბო ნიშ­ნუ­ლი­ან "გე­მე­ბის" მძღო­ლებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ჩემს სი­ტყვებს ეგებ ვინ­მეს­თვის მა­გა­ლი­თის ძალა ჰქონ­დეს: არც ტრა­სის ცოდ­ნა და არც მან­ქა­ნა­ზე მიკ­რუ­ლი ქა­ღალ­დი, არ გამ­ხდა­რა სხვის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სა­თა­მა­შო საშ­ვი ჩემ­თვის. არც თა­ვის მო­სა­წო­ნი. ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­ბა­ვი, გას­წრე­ბით თა­ვის მო­წო­ნე­ბა, ხომ სა­ერ­თოდ კო­მი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, ტრა­გი­კულ ამ­ბე­ბამ­დე რომ არ მივ­ყავ­დეთ.

ის რაც ქარ­თულ გზებ­ზე ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე სა­დაც სიჩ­ქა­რის შემ­ზღუდ­ვე­ლი მოხ­სნი­ლია, არის სიკ­ვდი­ლის ატ­რაქ­ცი­ო­ნი. მცი­რე სა­ცო­ბებ­საც კი ტრო­ტუ­ა­რე­ბის გა­და­ჯეგ­ვა მოს­დევს ძა­ლი­ან გულ­გრი­ლი სა­ხით. აი, დღე­საც სა­მეგ­რე­ლო­დან მოვ­დი­ო­დი და ბა­რემ ექ­ვსი ავა­რია შემ­ხვდა და ათას­ექ­ვსი შლე­გუ­რი მა­ნევ­რი. ამი­ტო­მაც, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას - რიგ­ში სხვა სი­ცო­ცხლე­ე­ბი დგა­ნან. გა­ვა­უქ­მოთ სიკ­ვდი­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ეს რიგი, ეს სწრა­ფი რიგი მა­ინც გა­ვა­უქ­მოთ, თო­რემ იმ ცოტა გრძელ რიგს ხომ მა­ინც ვერ გა­და­ვურ­ჩე­ბით. მეტი კონ­ტრო­ლი ქარ­თულ გზებს, მეტი თვით­კონ­ტო­რი­ლი გზებ­ზე მო­სი­ა­რუ­ლე­ებს!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან

"ფეისბუქში" მერაბ კვირიკაშვილის ოჯახურ ტრაგედიას ეხმაურებიან

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან, 31 ივლისს საღამოს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძეა. ტრაგედიას "ფეიბუქით" ეხმაურებიან:

ზურა ხაჩიძე, მომღერალი:

"ღმერთო ძალა მიეცი მეკოს და ღმერთმა გაანათლოს ანას სული. ამინ"

კახა მამულაშვილი (მამულიჩა), პროდუსერი:

"ნეტავ სად მიდიან ადამიანები სიკვდილის შემდეგ. საკმარისია ვიღაცის გარდაცვალების ამბავი გავიგო და ისევ ეს კითხვა.... მერე ეს აკვიატებული კითხვა მაშინებს ვეშვები და ისევ თავიდან.... ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული".

ვიკა ბუკია, ჟურნალისტი:

"ამ ავარიამ ყველა შეგვშალა. რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა ოთხი შვილი დარჩა დედის გარეშე. არ მახსენდება ასეთი ტრაგედია დიდი ხანია. ავტობანი სადაც ორმხრივი გზაა, სადაც დადიან ტრაილერები, არაა განათება, ტრაფარეტი - არის სასიკვდილო განაჩენი ადამიანებისთვის. მაგრამ ყველაზე მთავარი (მით უფრო ამ პირობებში) მაინც ესაა".

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"ბოლო პერიოდში იმდენი წავიდა იქ, სადღაც რომ თითქმის ყოველ დღე მაწუხებს აკვიატებული კითხვა. სანდრომ გამიმძაფრა, მერე ის ულამაზესი წყვილი, შემდეგ გოგო! ისევ ცუდი ამბავი.

იქნებ სულაც არაა ცუდი ეს ამბები და იქ ჯობია, სადაც ისინი მიდიან! არ შეიძლება ამდენი უსამართლო ამბავი ხდებოდეს!! რაღაც, სადღაც გრძელდება! სხვანაირად წარმოუდგენელია!".

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

"მეკომ რა დააშავა ასეთი რომ დაუსრულებელი ტრაგედია დაატყდა თავს? ნეტა რამე შემეძლოს ! ნეტა...

...ამ გადასახედიდან საუბარი არასწორია, ხშირად ჩვენთვის ნორმალური სხვისთვის არაა მისაღები. მილიონჯერ ჭრი სახლში ხახვს, მილიონჯერ ასობ ლურსმანს ხეში მილიონჯერ ჩავრბივართ კიბეზე. მაგრამ ხელიც გაგვიჭრია, ჩაქუჩიც ჩაგვირტყამს და კიბეზეც წავქცეულვართ, აი ესაა ცხოვრება, ნელა ევლო და ყურადღებით, ეს პირობითია, განკითხვა და და მსჯელობა არ არის სწორი. ჩემი აზრია ასეთი! მოხდა უკვე და ეხლა.მეკოს უნდა დავუდგეთ გვერდში!".

გიორგი ჭანტურია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი:

"სტატუსი თითქმის არასდროს დამიწერია, უბრალოდ ამ ამბავმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე. ცხოვრება ზოგჯერ ძალიან უსამართლოა. მთელი საქართველო გვერდში დავუდგეთ".

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

"კიდევ ერთი სიცოცხლე შეეწირა იმ საშინელ ავარიას. ახლა, ყველაზე არაეთიკური ვინმესკენ თითის გაშვერა იქნება. ახლა, ამ წუთებში. ჩემი სამძიმარი ყველა მათგანის ოჯახს. მაგრამ ზოგადად აუცილებლად უნდა ითქვას, სხვებზე და ათასია ასეთი სხვა:

მთელი დღე-ღამე გზებზე ვარ, ძირითადი ტრასების მგონი ყველა კენჭის ფერი მეცნობა და ასე თუ ისე საჭის ტრიალიც ვიცი, მარჯვნიდან არხეინად გამსწრებ "ბნვეიან'' "კაცებზე" და რაღაც სამთავრობო ნიშნულიან "გემების'' მძღოლებზე არანაკლები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სიტყვებს ეგებ ვინმესთვის მაგალითის ძალა ჰქონდეს: არც ტრასის ცოდნა და არც მანქანაზე მიკრული ქაღალდი, არ გამხდარა სხვის ჯანმრთელობაზე სათამაშო საშვი ჩემთვის. არც თავის მოსაწონი. ეს უკანასკნელი ამბავი, გასწრებით თავის მოწონება, ხომ საერთოდ კომიკური იქნებოდა, ტრაგიკულ ამბებამდე რომ არ მივყავდეთ.

ის რაც ქართულ გზებზე ხდება, განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე სადაც სიჩქარის შემზღუდველი მოხსნილია, არის სიკვდილის ატრაქციონი. მცირე საცობებსაც კი ტროტუარების გადაჯეგვა მოსდევს ძალიან გულგრილი სახით. აი, დღესაც სამეგრელოდან მოვდიოდი და ბარემ ექვსი ავარია შემხვდა და ათასექვსი შლეგური მანევრი. ამიტომაც, აუცილებლად უნდა ითქვას - რიგში სხვა სიცოცხლეები დგანან. გავაუქმოთ სიკვდილისკენ მიმავალი ეს რიგი, ეს სწრაფი რიგი მაინც გავაუქმოთ, თორემ იმ ცოტა გრძელ რიგს ხომ მაინც ვერ გადავურჩებით. მეტი კონტროლი ქართულ გზებს, მეტი თვითკონტორილი გზებზე მოსიარულეებს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს