სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური
ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სი­ძის სა­ხე­ლი არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და მე­დი­ა­ში და ის სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლურ საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა. მინ­დია გო­გო­ჭუ­რი პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის, მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას ქმა­რია.

გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი ბო­ლოს კი­დევ ერთხელ თბი­ლის­ში 5 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და. 2018 წლის 5 დე­კემ­ბერს, შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ამა­შუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ნახ­ვის და და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნე­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე, 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ძებ­ნი­ლი გ.რ. და­ა­კა­ვეს.

მინ­დია გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი წინა წლებ­შიც არა­ერ­თხელ და­უ­კავ­შირ­და გახ­მა­უ­რე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მე­ებს.

2017 წლის იან­ვარ­ში, გო­გო­ჭუ­რი ბა­ლან­ჩი­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად დაჭ­რეს. ორი­ვე და­შა­ვე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს და პრე­ზი­დენ­ტის სი­ძეს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 118-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­სა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

გო­გო­ჭუ­რი კი­დევ ერთხელ დაჭ­რეს 2018 წლის ივ­ლის­ში. მას ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სამი ტყვია ფეხ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. დაჭ­რი­ლი რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე­გობ­რებ­მა მი­იყ­ვა­ნეს და გო­გო­ჭურს ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ცი­ენტს ქვე­მო კი­დუ­რის მი­და­მო­ებ­ში აღე­ნიშ­ნე­ბოდა მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი.

დაჭ­რის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობდა, რაც 3-დან 6 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და და დაჭ­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობ­და.

საქ­მეს მა­შინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და აღ­ნიშ­ნა, რომ მხო­ლოდ მე­დი­ი­დან აქვს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

„ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ, ამ სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე მეც ის ვიცი, რა ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მე­დი­ი­დან გვაწ­ვდით. უფრო და­მა­ტე­ბით ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

2016 წლის ივ­ლის­ში გო­გო­ჭუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იყო და­ბა­რე­ბუ­ლი, პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­შინ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ მისი ოჯა­ხის წევ­რზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა იყო. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე­ზე გა­მო­კი­თხა პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი და მისი კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი.

მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლი­სა და გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი კი­დევ ერთხელ გა­აქ­ტი­ურ­და 2017 წლის მარ­ტში, როცა პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­მა ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ის ამ­ბობ­და, რომ მის მე­გო­ბა­რს მი­ხე­ილ თა­თა­რაშ­ვი­ლს "ჩა­უ­დეს 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი". ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ზე ასა­ხუ­ლი იყ­ვნენ თა­თა­რაშ­ვი­ლი და პრე­ზი­დენ­ტის სიძე მინ­დია გო­გო­ჭუ­რი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს უღებ­დნენ ვი­დე­ოს, ჯი­ბე­ებს იჩხრე­კდნენ და აჩ­ვე­ნე­ბდნენ კადრში, რომ არა­ფე­რი ჰქონ­დათ.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გო­გო­ჭურ­მა ასე­თი ჩვე­ნე­ბა მის­ცა:

"ჩემი ჩვე­ნე­ბით და­ვა­დას­ტუ­რებ იმას, რომ 15 მარტს პო­ლი­ცი­ის მხრი­დან იყო ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბა ჩვენს მი­მართ და ასე­ვე მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლის მი­მართ დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი. მე და­კა­ვე­ბი­სას მას­თან ერ­თად ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ეს იმი­თაც და­ვა­დას­ტუ­რე, რომ ამო­ვი­ღე სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ჩვენ­თან ერ­თად ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე მოწ­მის სა­ხით და­ი­კი­თხე­ბა. იმ მო­მენ­ტის­თვის მის ტე­ლე­ფონს იყე­ნებ­და მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლი.

პო­ლი­ცი­ამ და­უშ­ვა შეც­დო­მა, როცა ის ტე­ლე­ფო­ნი ეგო­ნა მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლის, წა­ი­ღეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და ინა­ხე­ბა პო­ლი­ცი­ა­ში. რე­ა­ლუ­რად, ეს ტე­ლე­ფო­ნი იყო ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძის და ამას ადას­ტუ­რებს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი. მეტი რა დარ­ღვე­ვა უნდა გა­მო­იკ­ვე­თოს, როცა ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ ნარ­კო­ტიკ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და 18 აბი სუ­ბო­ტექ­სი ჩა­უ­დეს? ისე გა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, თით­ქოს 10 კაცი გვყვავ­და და­ხო­ცი­ლი, გა­დაგ­ვიგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი, გი­ნე­ბა, ყვი­რი­ლი, დანა და­ა­დეს მი­შოს, ყელ­ში ხელი მო­უ­ჭი­რეს. მიშო იქი­დან მიყ­ვი­რო­და - და­ნას მა­დე­ბენ, მიშ­ვე­ლე, მე კი აქეთ ვი­ყა­ვი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი, ვერ მივ­დი­ო­დი მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლამ­დე. მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს და გა­აქ­რეს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის სი­ძემ.

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი პრო­ცე­სე­ბის შემ­დეგ, მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლი, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა. თა­თა­რაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 10 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი შე­ეც­ვა­ლა.

გო­გო­ჭუ­რის სა­ხელ­მა 2013 წელს მომ­ხდა­რი დაჭ­რის ფაქ­ტში გა­იჟ­ღე­რა. და­პი­რის­პი­რე­ბა გო­გო­ჭურს და ბაჩო სი­რა­ძეს შო­რის მოხ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ამ­ბო­ბენ, რომ წყვილს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ, ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვას კი მინ­დია გო­გო­ჭუ­რი შე­ე­ცა­და, რო­მელ­მაც ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სი­რა­ძე ფეხ­ში დაჭ­რა. სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა სო­ლო­ლაკ­ში 2013 წლის ბოლო თვე­ებ­ში მოხ­და და მას­ში სამი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 118-ე მუხ­ლით აღიძ­რა.

კი­დევ ერთი საქ­მე, რო­მელ­შიც გო­გო­ჭუ­რის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებს, 2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბაა - შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა 23 წლის ზურა ტარ­ყაშ­ვილს ხალ­ხით სავ­სე ქუ­ჩა­ში 11 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, ახალ­გაზ­რდა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე დე­დი­სა და დის თვალ­წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

სწო­რედ ზუ­რაბ ტარ­ყაშ­ვი­ლის დედა, თა­მი­ლა კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი 2013 წელს, მა­შინ ჯერ კი­დევ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს, მისი შვი­ლის მკვლე­ლის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

ბრალ­დე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით უპა­სუ­ხა თა­ვად მინ­დია გო­გო­ჭურ­მაც.

"ამ ქალ­ბა­ტო­ნის მიერ ჩემ მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი არის სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლო. მე არც არა­ვის მკვლე­ლო­ბა­ში და არც არა­ვის დაჭ­რა­ში არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მო­ვი­თხოვ, შე­წყდეს ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­მართ და­წყე­ბუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის კამ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ჭურ­მა სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი მო­დუ­რი თავ­სახ­ვე­ვე­ბით პო­ზი­რებს (+14 ფოტო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური

ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის სახელი არაერთხელ გაჟღერდა მედიაში და ის სხვადასხვა კრიმინალურ საქმეს უკავშირდება. მინდია გოგოჭური პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას ქმარია.

გოგოჭურის სახელი ბოლოს კიდევ ერთხელ თბილისში 5 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირდა. 2018 წლის 5 დეკემბერს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაშუკელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მინდია გოგოჭური და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

მინდია გოგოჭურის სახელი წინა წლებშიც არაერთხელ დაუკავშირდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებს.

2017 წლის იანვარში, გოგოჭური ბალანჩივაძის ქუჩაზე მეგობართან ერთად დაჭრეს. ორივე დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს და პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა. გამოძიება მაშინ სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გოგოჭური კიდევ ერთხელ დაჭრეს 2018 წლის ივლისში. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეგობრებმა მიიყვანეს და გოგოჭურს ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს ქვემო კიდურის მიდამოებში აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები.

დაჭრის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობდა.

საქმეს მაშინ გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აღნიშნა, რომ მხოლოდ მედიიდან აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია.

„ვერაფერს მოგახსენებთ, ამ საკითხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები მედიიდან გვაწვდით. უფრო დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

2016 წლის ივლისში გოგოჭური პროკურატურაში იყო დაბარებული, პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. მაშინ გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხა პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური და მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი.

მიხეილ თათარაშვილისა და გოგოჭურის სახელი კიდევ ერთხელ გააქტიურდა 2017 წლის მარტში, როცა პრეზიდენტის ქალიშვილმა ანა მარგველაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ მის მეგობარს მიხეილ თათარაშვილს "ჩაუდეს 18 აბი სუბოტექსი". ანა მარგველაშვილის გადაღებულ კადრებზე ასახული იყვნენ თათარაშვილი და პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, რომლებიც ერთმანეთს უღებდნენ ვიდეოს, ჯიბეებს იჩხრეკდნენ და აჩვენებდნენ კადრში, რომ არაფერი ჰქონდათ.

სასამართლო პროცესზე გოგოჭურმა ასეთი ჩვენება მისცა:

"ჩემი ჩვენებით დავადასტურებ იმას, რომ 15 მარტს პოლიციის მხრიდან იყო ძალადობრივი ქმედება ჩვენს მიმართ და ასევე მიხეილ თათარიშვილის მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჩადებას ჰქონდა ადგილი. მე დაკავებისას მასთან ერთად ვიმყოფებოდი. ეს იმითაც დავადასტურე, რომ ამოვიღე სატელეფონო ანძის ჩანაწერები. ჩვენთან ერთად ასევე იმყოფებოდა ლევან მაისურაძე, რომელიც ასევე მოწმის სახით დაიკითხება. იმ მომენტისთვის მის ტელეფონს იყენებდა მიხეილ თათარიშვილი.

პოლიციამ დაუშვა შეცდომა, როცა ის ტელეფონი ეგონა მიხეილ თათარიშვილის, წაიღეს ექსპერტიზაზე და ინახება პოლიციაში. რეალურად, ეს ტელეფონი იყო ლევან მაისურაძის და ამას ადასტურებს ყველა დოკუმენტი. მეტი რა დარღვევა უნდა გამოიკვეთოს, როცა ადამიანს საერთოდ ნარკოტიკთან შეხება არ ჰქონია და 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს? ისე გამოგვიყვანეს, თითქოს 10 კაცი გვყვავდა დახოცილი, გადაგვიგრიხეს ხელები, გინება, ყვირილი, დანა დაადეს მიშოს, ყელში ხელი მოუჭირეს. მიშო იქიდან მიყვიროდა - დანას მადებენ, მიშველე, მე კი აქეთ ვიყავი განეიტრალებული, ვერ მივდიოდი მიხეილ თათარიშვილამდე. მანქანაში ჩატენეს და გააქრეს", - განაცხადა პრეზიდენტის სიძემ.

რამდენიმეთვიანი პროცესების შემდეგ, მიხეილ თათარიშვილი, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. თათარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გოგოჭურის სახელმა 2013 წელს მომხდარი დაჭრის ფაქტში გაიჟღერა. დაპირისპირება გოგოჭურს და ბაჩო სირაძეს შორის მოხდა. ეს უკანასკნელი პრეზიდენტის ქალიშვილის ანა მარგველაშვილის შეყვარებული იყო. ამბობენ, რომ წყვილს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში 2013 წლის ბოლო თვეებში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა.

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობაა - შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს ხალხით სავსე ქუჩაში 11 ჭრილობა მიაყენეს, ახალგაზრდა რუსთაველის გამზირზე დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა.

სწორედ ზურაბ ტარყაშვილის დედა, თამილა კოჭლამაზაშვილი 2013 წელს, მაშინ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, მისი შვილის მკვლელის მფარველობაში ადანაშაულებდა.

ბრალდებას მოგვიანებით უპასუხა თავად მინდია გოგოჭურმაც.

"ამ ქალბატონის მიერ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო. მე არც არავის მკვლელობაში და არც არავის დაჭრაში არ მიმიღია მონაწილეობა.

მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ დაწყებული ცილისწამების კამპანია", - განაცხადა გოგოჭურმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

მაკა ჩიჩუას ქალიშვილი მოდური თავსახვევებით პოზირებს (+14 ფოტო)

ქუთაისში, 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი დააკავეს

კადრები, რომელშიც "ქართული ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი იარაღით ხელში მისდევს მოქალაქეს - რას აბობს შსს?

ოლიმპიური ჩემპიონი და ექსდეპუტატი ზვიად ზვიადაური დაჭრეს - რა მოხდა ახმეტაში?