პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს
"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლის "ტიფ­ლი­სის" რე­ჟი­სო­რი ლე­ვან დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი ამე­რი­კა­ში გა­და­იხ­ვე­წა და იქ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის, სცე­ნა­რის­ტი­სა და ოპე­რა­ტო­რის დე­ბი­უ­ტი ჯერ კი­დევ 2011 წელს "ანოს და ვა­ნოს თავ­გა­და­სავ­ლით" შედ­გა, თუმ­ცა ცნო­ბი­ლი გახ­და GDS-ზე სე­რი­ალ "ტიფ­ლი­სის" გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ. სე­რი­ალ­მა ერ­თბა­შად მო­ი­პო­ვა მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­აც და სიყ­ვა­რუ­ლიც. შემ­დეგ იყო კი­დევ ერთი მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლად გა­და­ღე­ბუ­ლი მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი სე­რი­ა­ლი "ქერ­ჩი".

არც ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ჟი­სო­რი დღეს თავს ნიუ-იორკში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბით ირ­ჩენს. მან ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ მუ­შა­ობს ფი­ზი­კუ­რად მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. დაბ­რუნ­დაშ­ვილ­მა ვი­დე­ოს ასე­თი წარ­წე­რა და­ურ­თო: "ვი­საც ჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მო­ვი­პა­რე ან ერთი ლარი მა­ინც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მე მათ გა­დავ­ცემ აი ამ "მა­ლა­ტოკს" ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის, თან ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა...". მე­გობ­რე­ბის კო­მენ­ტა­რებს კი დაბ­რუნ­დაშ­ვი­ლი ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "მე ვფიქ­რობ რომ ეს არაა სა­ტი­რა­ლი, უფრო მა­გა­ლი­თის­თვის დავ­დე და იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და მზად უნდა იყო მსგავ­სი რა­ღა­ცის­თვი­საც კაცი და ქვეშ ჩაფსმუ­ლი არ უნდა დარ­ჩე არას­დროს და არც სხვი­სი მონა".

მის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი წერს: "ლეღ­ვე­რას თით­ქმის ყვე­ლა იც­ნობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო­ში. ტიფ­ლი­სის რე­ჟი­სო­რი იყო. GDS-ის შექ­მნა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის და ახლა ამე­რი­კა­ში მუ­შად მუ­შა­ობს. უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვია, თან მა­შინ როცა ის ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რია არა­ვის მო­ნად არ დარ­ჩეო. ეჭვი მაქვს წარ­სულს გუ­ლის­ხმობს. GDS-ზე მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი რომ ხარ და ამე­რი­კა­ში "პრა­რა­ბად" წახ­ვალ ცოტა უც­ნა­უ­რია. თო­რემ მუ­შად მუ­შა­ო­ბა რომ არ ტე­ხავს კარ­გად ვიცი. ამ ამ­ბავ­ში სხვა რამე ტე­ხავს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

"ტიფლისის" და "ქერჩის" რეჟისორი ამერიკაში "პრარაბად" მუშაობს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული სერიალის "ტიფლისის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი ამერიკაში გადაიხვეწა და იქ მშენებლობაზე მუშაობს.

ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის დებიუტი ჯერ კიდევ 2011 წელს "ანოს და ვანოს თავგადასავლით" შედგა, თუმცა ცნობილი გახდა GDS-ზე სერიალ "ტიფლისის" გამოჩენის შემდეგ. სერიალმა ერთბაშად მოიპოვა მაყურებლის სიმპათიაც და სიყვარულიც. შემდეგ იყო კიდევ ერთი მაღალმხატვრულად გადაღებული მაღალბიუჯეტიანი სერიალი "ქერჩი".

არც ისე შორეულ წარსულში პოპულარული და წარმატებული რეჟისორი დღეს თავს ნიუ-იორკში მშენებლობაზე მუშაობით ირჩენს. მან ფეისბუქის პირად გვერდზე ვიდეო გაავრცელა, რომელზეც ჩანს, როგორ მუშაობს ფიზიკურად მშენებლობაზე. დაბრუნდაშვილმა ვიდეოს ასეთი წარწერა დაურთო: "ვისაც ჯერა, რომ GDS-დან 4 000 000 მოვიპარე ან ერთი ლარი მაინც 4 წლის განმავლობაში, მე მათ გადავცემ აი ამ "მალატოკს" ხშირი გამოყენებისთვის, თან ამერიკული წარმოებისაა...". მეგობრების კომენტარებს კი დაბრუნდაშვილი ასე გამოეხმაურა: "მე ვფიქრობ რომ ეს არაა სატირალი, უფრო მაგალითისთვის დავდე და იმისთვის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მზად უნდა იყო მსგავსი რაღაცისთვისაც კაცი და ქვეშ ჩაფსმული არ უნდა დარჩე არასდროს და არც სხვისი მონა".

მის პოსტს გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი. ტელეწამყვანი წერს: "ლეღვერას თითქმის ყველა იცნობს სატელევიზიო სფეროში. ტიფლისის რეჟისორი იყო. GDS-ის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის და ახლა ამერიკაში მუშად მუშაობს. უცნაური ამბავია, თან მაშინ როცა ის ამბობს, რომ მთავარია არავის მონად არ დარჩეო. ეჭვი მაქვს წარსულს გულისხმობს. GDS-ზე მთავარი რეჟისორი რომ ხარ და ამერიკაში "პრარაბად" წახვალ ცოტა უცნაურია. თორემ მუშად მუშაობა რომ არ ტეხავს კარგად ვიცი. ამ ამბავში სხვა რამე ტეხავს".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს