"ცეკვავენ ვარსკვლავები" დასასრულს უახლოვდება. პროექტში სამი მამაკაცი - სტანისლავ ბონდარენკო, ჯანო იზორია, ანდრია გველესიანი და მათი მეწყვილები დარჩნენ. 13 ივნისს გამართული ლაივ-შოუს შემდეგ პროექტი მომღერალმა ლიზა ყენიამ და მისმა მეწყვილე რატი გაჩეჩილაძემ დატოვეს. ყენია პროექტის დატოვების შემდეგ მხარდაჭერას ჯანო იზორიას უცხადებს და შოუდან წასვლის შემდეგ ვრცელ კომენტარს წერს "ფეისბუქზე":
"გამიმართლა რომ მაიას შვილი ვარ, ადამიანის, რომელიც ყველაზე სამართლიანი, ყველაზე რეალისტი და საოცრად სუფტა ადამიანობის მქონე დედაა, გამიმართლა იმიტომ რომ მისგან ვისწავლე რა არის ადამიანობა! თავმოყვარეობა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი. მიხარია და ბედნიერი ვარ რომ, არცერთი წამი ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და არც ბინძური თამაშით მითამაშია "ცეკვავენ ვარსკვლავებში".
ჩემი შრომით წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა, ამაყი ვარ თქვენი, იმ ადამიანების, ვინც ერთი სმს მაინც გამოაგზავნეთ, ბევრი კარგი სიტყვა მითხარით გასამხნევებლად რაც ძალიან დამეხმარა. მინდა მივმართო იმ ადამიანებს ვინც გამუდმებით მლანძღავდა, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამითი საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და როგორც ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი, ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ. არც ბანკიდან სესხები გამომიტანია რომ ფინალში ასე გავსულიყავი :)
ვიმეორებ, არ მინდოდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ რომ უმაგრესი მეგობრები შემიძინა პროექტმა. რატი, შენ ხარ ჩემი სიამაყე, მეამაყები რომ გიცნობ, რომ ვცეკვავდი შენტან ერთად და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ ! მიყვარხარ და მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან იყავი.
და მინდა გითხრათ და გირჩიოთ, ადამიანმა აირჩია ის პროფესია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის, გახდა მსახიობი. მოგეხსენებათ, ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ და ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს თბილისში ბინა და ჯანო არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში გადაღებებზე. გონს მოდით!!!" - წერს ლიზა ყენია ფეისბუქის გვერდზე.