საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე
"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე

"ევ­რო­ვი­ზია 2016"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჯა­მა­ლა გახ­და. მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ავ­სტრა­ლი­ამ, ხოლო მე­სა­მე ად­გილ­ზე რუ­სე­თი გა­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ნიკა კო­ჩა­რო­ვი და ჯგუ­ფი Young Georgian Lolitaz, სიმ­ღე­რით Midnight Gold მე-20 ად­გილ­ზე გა­ვიდ­ნენ.

ქარ­თველ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­ში უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბამ პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი წერს, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი კონ­კურ­სან­ტის გა­მარ­ჯვე­ბა ისე­ვე გა­უ­ხარ­და, რო­გორც ქარ­თვე­ლის გა­მარ­ჯვე­ბა გა­უ­ხარ­დე­ბო­და, ნა­წი­ლი იმით გა­მოთ­ქვამს კმა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ რუ­სე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მო­ლო­დი­ნი არ გა­მარ­თლდა და სერ­გეი ლა­ზა­რევ­მა, მხო­ლოდ მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა ევრო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ამ სა­კი­თხზე ფე­ის­ბუქ­ში დის­კუ­სი­აც გა­ი­მარ­თა მომ­ღერ­ლებს შო­რის. უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლო­ბი­სა და რუ­სე­ბის მე­სა­მე­ად­გი­ლოს­ნო­ბის სა­კი­თხზე დის­კუ­სი­ას მაია დარსმე­ლი­ძეს, სოფო ნი­ჟა­რა­ძე­სა და გიგა კვე­ნე­ტა­ძეს შო­რის მწვა­ვე კა­მა­თი მოჰ­ყვა.

და­პი­რის­პი­რე­ბა მომ­ღერ­ლებს შო­რის დარსმე­ლი­ძის პოსტზე მი­წე­რილ კო­მენ­ტა­რებ­ში წარ­მო­იშ­ვა. "დიახ, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კურ­სია ევ­რო­ვი­ზია და ევ­რო­პამ ხმა მის­ცა უკ­რა­ი­ნას, ჯა­მა­ლას, სიმ­ღე­რით ყი­რიმ­ზე... რუ­სეთს კი "კრიმ ნაშ" არა - იხ­ვის ტოლ­მაო, უთხრა. Congrats to Ukraine!!" - და­წე­რა დარსმე­ლი­ძემ პი­რად გვერ­დზე, რა­საც რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღერ­ლი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის გიგა კვე­ნე­ტა­ძის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა: "ეს პო­ლი­ტი­კო­სებ­მა! და ევ­რო­პელ­მა ხალ­ხმა რა უთხრა? პა­სუ­ხი: კრი­მი და სე­ვას­ტო­პო­ლი რუ­სე­თია და და­ა­ნე­ბეთ ერთი ად­გი­ლის თა­მაშს თა­ვიო".

რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭერ­მა კო­მენ­ტარ­მა სოფო ნი­ჟა­რა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. "რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ახლა ეს გა­მარ­ჯვე­ბა ასე­თი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ე­გო ვინ­მეს! სრუ­ლი მა­რაზ­მია!" - და­წე­რა კო­მენ­ტარ­ში მომ­ღე­რალ­მა. მაია დარსმე­ლი­ძემ კი ირო­ნი­უ­ლი შე­კი­თხვით მი­მარ­თა კვე­ნე­ტა­ძეს: "გიგა, შენ ბან­ძუშ­კა რუ­სეთ­ზე ხომ არ დაგ­წყდა გული, თუ რა ხდე­ბა?". კვე­ნე­ტა­ძემ პა­სუ­ხად "კე­თილ­მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­და კო­ლე­გებს: "მაია, მე ვამ­ბობ რომ ვა­ფა­სებ შენს და თი­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის აზ­რზს, თუმ­ცა ვფიქ­რობ მე­ზობ­ლის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა კარ­გს არა­ფერს მიგ­ვი­ტანს. ასე­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, შო­რე­ულ ნა­თე­სავს ახლო მე­ზო­ბე­ლი მირ­ჩევ­ნია და ასე­ვე ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი თი­თე­ულ მის გა­მოს­ვლა­ში მიგ­ვი­წო­დებს მი­უ­ტე­ვოთ დამ­ნა­შა­ვეს, ასე რომ ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და მთა­ვა­რი, მე შენ გა­ფა­სებ".

"ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნე­ბენ რუ­სე­თის მო­ნე­ბი!" - და­წე­რა სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, რა­საც დარსმე­ლი­ძეც და­ე­თან­ხმა შე­სა­ბა­მი­სი კო­მენ­ტა­რით და კვე­ნე­ტა­ძეს უპა­სუ­ხა: "მო­მი­ტე­ვე მაგ­რამ იგი­ვე სა­დღეგ­რძე­ლო­თი ვერ გი­პა­სუ­ხებ. მე რა­დი­კა­ლუ­რად სხვა აზ­რზე ვარ. რუ­სე­თი არის ოკუ­პან­ტი და სა­ნამ არ გააჯ... ჩემი ქვეყ­ნი­დან ვე­რაფ­რით ვერ მო­ვე­ფე­რე­ბი".

სოფო ნი­ჟა­რა­ძე: "გიგა, მარ­თლა შე­უ­რა­ცხყო­ფა არც გა­მი­ფიქ­რე­ბია, უბ­რა­ლოდ ყი­რიმ­სა და სე­ვას­ტო­პოლ­ზე ად­ვი­ლად რომ გა­მოთ­ქვამ შენს აზრს, აფხა­ზეთ­სა და ოსეთ­ზეც იგი­ვეს ფიქ­რობ? გა­ყი­დე "ას­ტუ­დი­ოს" სიმ­ღე­რებ­ზე პატ­რი­ო­ტიზ­მი, თუ რო­გო­რაა საქ­მე?"

გიგა კვე­ნე­ტა­ძე: "აფხა­ზე­თი და ოსე­თი სა­ქარ­თვე­ლოა! თქვენ კი­დევ ჩემი დები და ძმე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ეს სე­რი­ო­ზუ­ლად"

მომ­ღერ­ლე­ბის პო­ლე­მი­კა ფე­ის­ბუ­ქა­ზე იმით დას­რულ­და, რომ მაია დარსმე­ლი­ძე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე კო­ლე­გას ფე­ის­ბუქ­ზე დაბ­ლოკ­ვით "და­ე­მუქ­რა".

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რას წერს ქეთა თო­ფუ­რია სერ­გეი ლა­ზა­რე­ვის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მოს­ვლის შე­სა­ხებ

0

დამსმელიძე ყველას ლანძღავს

"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე

"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - რატომ დაუპირისპირდნენ სოფო ნიჟარაძე და მაია დარსმელიძე გიგა კვენეტაძეს ფეისბუქზე

"ევროვიზია 2016"-ის გამარჯვებული უკრაინელი მომღერალი ჯამალა გახდა. მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიამ, ხოლო მესამე ადგილზე რუსეთი გავიდა. რაც შეეხება საქართველოს, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz, სიმღერით Midnight Gold მე-20 ადგილზე გავიდნენ.

ქართველ ინტერნეტმომხმარებელში უკრაინის გამარჯვებამ პოზიტიური ემოციები გამოიწვია. ბევრი წერს, რომ უკრაინელი კონკურსანტის გამარჯვება ისევე გაუხარდა, როგორც ქართველის გამარჯვება გაუხარდებოდა, ნაწილი იმით გამოთქვამს კმაყოფილებას, რომ რუსების მხარდამჭერების მოლოდინი არ გამართლდა და სერგეი ლაზარევმა, მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ევროფესტივალზე. ამ საკითხზე ფეისბუქში დისკუსიაც გაიმართა მომღერლებს შორის. უკრაინის პირველობისა და რუსების მესამეადგილოსნობის საკითხზე დისკუსიას მაია დარსმელიძეს, სოფო ნიჟარაძესა და გიგა კვენეტაძეს შორის მწვავე კამათი მოჰყვა.

დაპირისპირება მომღერლებს შორის დარსმელიძის პოსტზე მიწერილ კომენტარებში წარმოიშვა. "დიახ, პოლიტიკური კონკურსია ევროვიზია და ევროპამ ხმა მისცა უკრაინას, ჯამალას, სიმღერით ყირიმზე... რუსეთს კი "კრიმ ნაშ" არა - იხვის ტოლმაო, უთხრა. Congrats to Ukraine!!" - დაწერა დარსმელიძემ პირად გვერდზე, რასაც რუსეთში მოღვაწე მომღერლისა და კომპოზიტორის გიგა კვენეტაძის კომენტარი მოჰყვა: "ეს პოლიტიკოსებმა! და ევროპელმა ხალხმა რა უთხრა? პასუხი: კრიმი და სევასტოპოლი რუსეთია და დაანებეთ ერთი ადგილის თამაშს თავიო".

რუსეთის მხარდამჭერმა კომენტარმა სოფო ნიჟარაძის გაღიზიანება გამოიწვია. "როგორ შეიძლებოდა ახლა ეს გამარჯვება ასეთი ინტერპრეტაციით გაეგო ვინმეს! სრული მარაზმია!" - დაწერა კომენტარში მომღერალმა. მაია დარსმელიძემ კი ირონიული შეკითხვით მიმართა კვენეტაძეს: "გიგა, შენ ბანძუშკა რუსეთზე ხომ არ დაგწყდა გული, თუ რა ხდება?". კვენეტაძემ პასუხად "კეთილმეზობლური ურთიერთობის" შენარჩუნებისკენ მოუწოდა კოლეგებს: "მაია, მე ვამბობ რომ ვაფასებ შენს და თითეული ადამიანის აზრზს, თუმცა ვფიქრობ მეზობლის ლანძღვა-გინება კარგს არაფერს მიგვიტანს. ასევე მინდა დავამატო, შორეულ ნათესავს ახლო მეზობელი მირჩევნია და ასევე ჩვენი პატრიარქი თითეულ მის გამოსვლაში მიგვიწოდებს მიუტევოთ დამნაშავეს, ასე რომ ვფიქრობ ყველაფერი დროებითია და მთავარი, მე შენ გაფასებ".

"ძალიან მაღიზიანებენ რუსეთის მონები!" - დაწერა სოფო ნიჟარაძემ, რასაც დარსმელიძეც დაეთანხმა შესაბამისი კომენტარით და კვენეტაძეს უპასუხა: "მომიტევე მაგრამ იგივე სადღეგრძელოთი ვერ გიპასუხებ. მე რადიკალურად სხვა აზრზე ვარ. რუსეთი არის ოკუპანტი და სანამ არ გააჯ... ჩემი ქვეყნიდან ვერაფრით ვერ მოვეფერები".

სოფო ნიჟარაძე: "გიგა, მართლა შეურაცხყოფა არც გამიფიქრებია, უბრალოდ ყირიმსა და სევასტოპოლზე ადვილად რომ გამოთქვამ შენს აზრს, აფხაზეთსა და ოსეთზეც იგივეს ფიქრობ? გაყიდე "ასტუდიოს" სიმღერებზე პატრიოტიზმი, თუ როგორაა საქმე?"

გიგა კვენეტაძე: "აფხაზეთი და ოსეთი საქართველოა! თქვენ კიდევ ჩემი დები და ძმები განსხვავებული აზრის მიუხედავად, ეს სერიოზულად"

მომღერლების პოლემიკა ფეისბუქაზე იმით დასრულდა, რომ მაია დარსმელიძე რუსეთში მოღვაწე კოლეგას ფეისბუქზე დაბლოკვით "დაემუქრა".

ასევე წაიკითხეთ: რას წერს ქეთა თოფურია სერგეი ლაზარევის "ევროვიზიაზე" გამოსვლის შესახებ