საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს
"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს

ჟურ­ნა­ლის­ტი კოკა ყან­დი­აშ­ვი­ლი "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე BBC-ს სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით საფ­ლა­ვებ­ზე გას­ვლი­სა და სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე სუფ­რის გაშ­ლის ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ას შე­ე­ხე­ბა. სი­უ­ჟეტს ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

"ჩემი რჩე­ვა ქარ­თველ თვითგვე­მია ქა­ჯებს და BBC-ის!

სხვის თვალ­ში ბეწ­ვის ძი­ე­ბას ჯო­ბია, სა­კუ­თარ თვალ­ში დი­რეს მი­ხე­დოთ!!!

მეს­მის თქვე­ნი შო­კის - ჩვენ ხომ გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ფერ­ფლს ქი­ლე­ბით არ ვი­ნა­ხავთ სა­სა­დი­ლო­ში.

ზე­და­პი­რუ­ლი ექ­სკურ­სი.........

- სა­უ­დის არა­ბეთ­ში - დე­მოკ­რა­ტი­ამ, ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში მშვი­დო­ბამ არ ჩა­გაგ­დოთ შოკ­ში?

- პუ­ტი­ნის ბარ­ბა­რო­სო­ბამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში - არ გა­მო­იწ­ვია თქვენ­ში პრო­ტეს­ტი?

- პირ­ვე­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კე­ბი რომ შემ­ქმე­ნით, ჯერ კი­დევ ან­გლო-ბუ­რე­ბის ომის დროს, და რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, მთელ მსოფ­ლი­ოს რომ მოს­დეთ - ამა­ნაც არ შე­ა­ტო­კა თქვენ­ში შო­კის ძარ­ღვი?

- რა­საც დე­და­მი­წა­ზე, თქვე­ნი პირ­სის­ხლი­ა­ნი სა­მე­ფოს სა­ხე­ლით ჩა­დი­ო­დით, ყა­ჩა­ღობ­დით, ძარ­ცვავ­დით და ანად­გუ­რებ­დით ერებ­სა და სა­ხელ­წი­ფო­ებს - ის არ გაგ­დებ­დათ შოკ­ში?

- ბავ­შვთა მო­ნუ­რი შრო­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­სა და მონა ბავ­შვე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის ის­ტო­რი­ა­ზე რას მე­ტყვით - რო­მე­ლიც 1970 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და თქვენს ცხვი­რაბ­ზუ­ე­ბულ სამ­შობ­ლო­ში?

- სკო­ლებ­ში, ბავ­შვე­ბის, სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ცემა, მხო­ლოდ 1999 წელს რომ გა­ა­უქ­მეთ, რო­გორც სას­ჯე­ლის ფორ­მა - თქვენ ის ბრი­ტა­ნე­ლე­ბი არ ხართ?

- დი­ლის პო­ლი­ცი­უ­რი ეკი­პა­ჟე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, და თით­ქმის ყვე­ლა დამ­კრძა­ლა­ვი პრო­ცე­სი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დღემ­დე რომ ცხე­ნებს იყე­ნებთ - ლონ­დონ­შიც კი, და ნეხ­ვის ფერი (არო­მატ­ზე აღარ ვი­ტყვი) რო­მაა ტემ­ზა - ეგ რო­გორ ჯდე­ბა შო­კუ­ნი­ებ­ში?

- ასეთ ჰუ­მა­ნურ და ცხო­ვე­ლე­ბის მოყ­ვა­რულ ხალ­ხს, არც მე­ლი­ებ­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნა­დი­რო­ბა არ გა­ღელ­ვებთ?

- სულ და­მა­ვი­წყდა, არა­კას­ტრი­რე­ბუ­ლი, ფსლის სუ­ნით გაჟ­ღენ­თი­ლი ღო­რის ხორ­ცის ჭა­მაც (შემ­წვა­რი ბე­კო­ნი სა­უზ­მე­ზე) - არ გაგ­დებთ შოკ­ში?

- არც მატ­ლე­ბის ამო­თხრის ეროვ­ნუ­ლი დღე?

- არც ეკ­ლე­სი­ე­ბის - დის­კო­თე­კე­ბად, რეს­ტორ­ნე­ბად, სას­ტუმ­რო­ე­ბად გა­დაქ­ცე­ვა იწ­ვევს თქვენ­ში შოკს - ხომ ასეა?

- არც აქ სა­დი­ლი და ჭამა, არ გაგ­დებთ შოკ­ში - არაა?

- და არც ნა­თე­სა­ვებს დავ­დევთ - ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად.

ხოდა ამი­ტომ გე­ტყვით, ჩვენ - ისე­ვე რო­გორც თქვენ და მსოფ­ლი­ოს სხვა ხალ­ხებს, საკ­მა­რი­სი გვაქვს უც­ნა­უ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ადათ-წე­სე­ბი. ჩა­მობ­რძან­დით, ისი­ა­მოვ­ნეთ ჩვე­ნი ხალ­ხის სტუ­მარ-მას­პინ­ძლო­ბით, დატ­კბით სა­ქარ­თვე­ლო­თი, და­ხარ­ჯეთ ფული და დაგ­ვა­ნე­ბეთ ჩვე­ნი მკვდრე­ბი. აი ასე­თე­ბი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი - რო­გო­რე­ბიც ვართ. ასე­თი ტრა­დი­ცია გვაქვს ჩვე­ნი მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად. და ის დღე და­იქ­ცეს, აღ­დგო­მას საფ­ლავ­ზე რომ არ გავა ქარ­თვე­ლი კაცი და ჭი­ქას არ წა­უქ­ცევს!!! ასეც არ გა­დავგვარ­დე­ბით!

პ.ს. ბევ­რი სი­კე­თეც მო­გი­ტა­ნი­ათ კა­ცობ­რი­ო­ბი­სათ­ვის - ინ­გლი­სე­ლე­ბო, მაგ­რამ თავს ნუ გა­მო­ი­დებთ ძაან გთხოვთ - ჩვენ­თან მი­თუ­მე­ტეს! ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ - ჩვენ პირ­ვე­ლი ევ­რო­პე­ლე­ბი ვართ!

პ.პ.ს. - ახლა გინ­და რეტ­როგ­რა­დი მე­ძა­ხეთ და გინ­და ბნე­ლი. ასე­თი ქარ­თვე­ლი ვარ - მე!".

იხი­ლეთ ასე­ვე: რა­ტომ სა­დი­ლო­ბენ ქარ­თვე­ლე­ბი მკვდრებ­თან ერ­თად? BBC-ის კო­რეს­პონ­დენ­ტი თბი­ლი­სი­დან

10 ტრა­დი­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შე­საც­ვლე­ლია და და­სა­ვი­წყე­ბე­ლი

იხი­ლეთ ვი­დეო

"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს

"ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში" - კოკა ყანდიაშვილის რჩევა BBC-ს

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი "ფეიბუქის" პირად გვერდზე BBC-ს სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საფლავებზე გასვლისა და სასაფლაოებზე სუფრის გაშლის ქართულ ტრადიციას შეეხება. სიუჟეტს ქართველების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"ჩემი რჩევა ქართველ თვითგვემია ქაჯებს და BBC-ის!

სხვის თვალში ბეწვის ძიებას ჯობია, საკუთარ თვალში დირეს მიხედოთ!!!

მესმის თქვენი შოკის - ჩვენ ხომ გარდაცვლილი ოჯახის წევრების ფერფლს ქილებით არ ვინახავთ სასადილოში.

ზედაპირული ექსკურსი.........

- საუდის არაბეთში - დემოკრატიამ, ერაყსა და ავღანეთში მშვიდობამ არ ჩაგაგდოთ შოკში?

- პუტინის ბარბაროსობამ საქართველოსა და უკრაინაში - არ გამოიწვია თქვენში პროტესტი?

- პირველი საკონცენტრაციო ბანაკები რომ შემქმენით, ჯერ კიდევ ანგლო-ბურების ომის დროს, და როგორც ეროვნული ღირებულება, მთელ მსოფლიოს რომ მოსდეთ - ამანაც არ შეატოკა თქვენში შოკის ძარღვი?

- რასაც დედამიწაზე, თქვენი პირსისხლიანი სამეფოს სახელით ჩადიოდით, ყაჩაღობდით, ძარცვავდით და ანადგურებდით ერებსა და სახელწიფოებს - ის არ გაგდებდათ შოკში?

- ბავშვთა მონური შრომის გამოყენებასა და მონა ბავშვების დეპორტაციის ისტორიაზე რას მეტყვით - რომელიც 1970 წლამდე გრძელდებოდა თქვენს ცხვირაბზუებულ სამშობლოში?

- სკოლებში, ბავშვების, საკუთარი შვილების ცემა, მხოლოდ 1999 წელს რომ გააუქმეთ, როგორც სასჯელის ფორმა - თქვენ ის ბრიტანელები არ ხართ?

- დილის პოლიციური ეკიპაჟებიდან დაწყებული, და თითქმის ყველა დამკრძალავი პროცესიით დამთავრებული, დღემდე რომ ცხენებს იყენებთ - ლონდონშიც კი, და ნეხვის ფერი (არომატზე აღარ ვიტყვი) რომაა ტემზა - ეგ როგორ ჯდება შოკუნიებში?

- ასეთ ჰუმანურ და ცხოველების მოყვარულ ხალხს, არც მელიებზე ნაციონალური ნადირობა არ გაღელვებთ?

- სულ დამავიწყდა, არაკასტრირებული, ფსლის სუნით გაჟღენთილი ღორის ხორცის ჭამაც (შემწვარი ბეკონი საუზმეზე) - არ გაგდებთ შოკში?

- არც მატლების ამოთხრის ეროვნული დღე?

- არც ეკლესიების - დისკოთეკებად, რესტორნებად, სასტუმროებად გადაქცევა იწვევს თქვენში შოკს - ხომ ასეა?

- არც აქ სადილი და ჭამა, არ გაგდებთ შოკში - არაა?

- და არც ნათესავებს დავდევთ - ოჯახის შესაქმნელად.

ხოდა ამიტომ გეტყვით, ჩვენ - ისევე როგორც თქვენ და მსოფლიოს სხვა ხალხებს, საკმარისი გვაქვს უცნაური ტრადიციები, ადათ-წესები. ჩამობრძანდით, ისიამოვნეთ ჩვენი ხალხის სტუმარ-მასპინძლობით, დატკბით საქართველოთი, დახარჯეთ ფული და დაგვანებეთ ჩვენი მკვდრები. აი ასეთები ვართ ქართველები - როგორებიც ვართ. ასეთი ტრადიცია გვაქვს ჩვენი მიცვალებულების პატივსაცემად. და ის დღე დაიქცეს, აღდგომას საფლავზე რომ არ გავა ქართველი კაცი და ჭიქას არ წაუქცევს!!! ასეც არ გადავგვარდებით!

პ.ს. ბევრი სიკეთეც მოგიტანიათ კაცობრიობისათვის - ინგლისელებო, მაგრამ თავს ნუ გამოიდებთ ძაან გთხოვთ - ჩვენთან მითუმეტეს! ნუ დაგავიწყდებათ - ჩვენ პირველი ევროპელები ვართ!

პ.პ.ს. - ახლა გინდა რეტროგრადი მეძახეთ და გინდა ბნელი. ასეთი ქართველი ვარ - მე!".

იხილეთ ასევე:  რატომ სადილობენ ქართველები მკვდრებთან ერთად? BBC-ის კორესპონდენტი თბილისიდან

10 ტრადიცია საქართველოში, რომელიც შესაცვლელია და დასავიწყებელი

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს