სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა
როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

"ფე­ის­ბუქ­ში" "პრო­ფი­ლის" გუ­შინ­დელ გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც სტა­ლინს მი­ე­ძღვნა არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. მა­ყუ­რე­ბელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა სტუ­დი­ა­ში მე­უ­ფე ილა­რი­ო­ნის მოწ­ვე­ვამ გა­მო­იწ­ვია.

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ქარ­ტია და ზვი­ად ქო­რი­ძე ამ­ქვეყ­ნად არი­ან სა­ერ­თოდ? შე­იძ­ლე­ბა სა­დღაც რა­ღა­ცას წე­რენ და მერე უჯ­რა­ში ინა­ხა­ვენ, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­ი­მე გა­უ­გია მათი შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის შე­სა­ხებ ასეთ შემ­თხვე­ვებ­ზე, რაც მაია ასა­თი­ან­მა გუ­შინ გა­ა­კე­თა?! ან, მა­გა­ლი­თად, ნა­ნუ­კი­ემ მი­ნი­მუმ ორ­ჯერ გა­მო­ა­ჭე­ნა სუ­ლით ავად­მყო­ფი გა­და­ცე­მა­ში, ხმა ამო­ი­ღეს? თუ ეგე­ნი მხო­ლოდ ჰო­მო­ფო­ბი­ურ ეპი­ზო­დებ­ზე რე­ა­გი­რე­ბენ?

ლადო გო­გო­ლა­ძე:

1. ფსი­ქი­უ­რად არამ­დგრა­დი მო­ხუ­ცის ეთერ­ში გა­მო­ჩე­ნა და მას­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად მსჯე­ლო­ბა, გა­და­ცე­მის მხრი­დან არის რე­ი­ტინგზე გათ­ვლა

2. ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც ამ­ბობს რომ ეპის­კო­პოს­მა ლე­ო­ნი­დემ გა­ძარ­ცვა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია და მხო­ლოდ სტა­ლი­ნა შეძ­ლო გა­ძარ­ცვუ­ლი გან­ძის დაბ­რუ­ნე­ბა, ექ­ვთი­მეს დახ­მა­რე­ბით (!!!!!!). ეს ადა­მი­ა­ნი არის ბეცი.

3. ადა­მი­ან­მა რო­მელ­მაც მო­მიკ­ლა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, დი­მიტ­რი შე­ვარ­დნა­ძე, ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძე. მო­ა­წყო ჰო­ლო­დო­მო­რი და ამ ადა­მი­ან­ზე ამ­ბო­ბენ რომ არის წმინ­და­ნი, ეს არის ეკ­ლე­სი­ის შე­გი­ნე­ბა

4. ვე­რაფ­რით ჩავ­წვდი რას ნიშ­ნავს სა­ერ­თა­შო­რი­სო წმინ­და­ნი. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი ქარ­თველ­თა წმინ­და­ნია ან წმ. ვლა­დი­მე­რი მხო­ლოდ რუ­სე­ბის?

5. ის რომ თით­ქოს სტა­ლინ­მა ეკ­ლე­სი­ე­ბი გახ­სნა არის სი­სუ­ლე­ლე, მან ეს გა­ა­კე­თა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით, მას სჭირ­დე­ბო­და მა­შინ არ­სე­ბუ­ლი (არ­ცთუ ისე მცი­რე) მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის გუ­ლის მო­გე­ბა

6. ყველ­გან, სა­დაც სტა­ლინ­ზე ცუდი წე­რია, მი­ა­წე­რო მა­სო­ნებს არის უცო­დი­ნა­რო­ბის პიკი და რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, ხაზ­გას­მა იმი­სა რომ არ იცი ვინ არი­ან მა­სო­ნე­ბი.

7 ტრ...ი ვართ და კაი ხანს მოგ­ვი­წევს ამ სიმ­ყრა­ლე­ში ყოფ­ნა

სტა­ლი­ნის მად­ლი გვე­წე­ო­დეს

თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი:

ეს ორი ტრა­გი­კუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი დრა­მა­ტუ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იმას, რა­საც თო­ფა­ძე, მე­ჭი­ა­უ­რი და კო­ა­ლი­ცი­ის ბევ­რი სხვა წევ­რი წარ­მო­ად­გენს. ისი­ნი, ვინც ბი­ძი­ნამ რეს­პუბ­ლი­კე­ლებს და ცხა­დია, თავ­დე­მებს არ­ჩია.

P.S. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ ადა­მი­ანს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს. მე არ ვიცი დი­აგ­ნო­ზი ვინ და­უს­ვა, ან თუ ამას და­უს­ვეს, სხვებს რა­ტომ არ და­უს­ვეს, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სწო­რია მისი ეთერ­ში მიყ­ვა­ნა.

მაია დარსმე­ლი­ძე:

რა სტა­ლი­ნი წმინ­და­ნად? და აი ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხმე­ბიც ით­ვლე­ბა, ხო, არ­ჩევ­ნებ­ში??

ლადო ბე­დუ­კა­ძე:

ბარი-ბარ­ში ხართ, რა გიკ­ვირთ, აკი სა­ა­კაშ­ვილ­ზე თქვენ არ ლო­ცუ­ლობთ უკე­თე­სად დღე და ღამ?!

ლე­ვან ღამ­ბა­ში­ძე:

მგო­ნი სე­ზო­ნის ბო­ლოს მაია ასა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა "ექი­მებ­ში" გა­და­ვა სა­მუ­შა­ოდ. პა­ცი­ენ­ტის როლ­ში.

მიშა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი:

სა­ცო­და­ო­ბაა, მაია ასა­თი­ა­ნი ასა­თი­ან­ზე არ იყოს

ეკა ნი­ნი­ძე:

გუ­შინ­დე­ლი სა­ხე­ა­ხე­უ­ლი "პრო­ფი­ლის" შემ­დეგ, ასა­თი­ა­ნი მარ­თლა ასე­თი უტვი­ნოა თუ თავს იშ­ტე­რებს? არა გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს?

თამ­თა ას­ლა­ნიშ­ვი­ლი:

ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით ადა­მი­ა­ნის და­ცინ­ვა ნორ­მა­ლუ­რია? რო­გორ სი­სუ­ლე­ლეს და სი­გი­ჟე­საც არ უნდა ამ­ბობ­დეს, ნორ­მა­ლუ­რია შო­უ­ში მი­იყ­ვა­ნო და და­ცი­ნო? ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კა სად არის ამ დროს?

"ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო ეპის­კო­პო­სი ილა­რი­ო­ნი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქნა ბოდ­ბის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­დან, მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბა".

*მაია ასა­თი­ა­ნი არის ქაჯი

**ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სტა­ლი­ნის ძეგლი რომ უნ­დათ გორ­ში ასე­ვე არი­ან ქა­ჯე­ბი

ლიზი გე­თი­აშ­ვი­ლი:

საბ­რა­ლო მო­ხუ­ცი გული და­მეწ­ვა და ზიზ­გი მა­ი­ამ უფრო გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე სტა­ლი­ნის ხატ­ზე მლოც­ველ­მა. რა შოუ იყო ეხლა ეგ ვი­ღაც, უბე­დუ­რებს დას­ცი­ნით.

საბა ვა­რა­ზაშ­ვი­ლი:

მაია შენ ეს ბან­ძი "სა­ტი­რა" გა­და­ცე­მის რე­ი­ტინგს "აგი­წევს" და ეს თვით­მარ­ქვია "დე­დაო" და "მე­უ­ფე" მა­იმც გა­აგ­რძე­ლე­ბენ უაზ­რო ფხა­ჭუნს სტა­ლი­ნის სუ­რათ­ზე-და არა ხატ­ზე... ბედ­ნი­ე­რი ერიც ისევ ღრმა ძი­ლით გა­აგ­რძე­ლებს "ცხოვ­რე­ბას"...

რეზი მან­და­რია:

და­ხუ­რეთ ეს შოუ ხალ­ხის ტვი­ნე­ბის გა­მო­რე­ცხვის მცდე­ლო­ბის­თვის და ამა­თი პრო­პა­გან­დის­თვის. უგე­მოვ­ნო­ბა­საც და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსაც აქვს სა­ზღვა­რი.

დი­ა­ნა:

ამ ხალ­ხის არ მეს­მის.... მა­ი­ას რა­ტომ ლან­ძღავთ? მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან ეს სტუმ­რე­ბი? ამ ან­ტიქ­რის­ტეს ძეგლის თემა პირ­ვე­ლად ამო­ტივ­ტივ­და? აკე­თებს გა­და­ცე­მას ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე? თუ იტყვით რომ ტყუ­ი­ლია და მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვი?

მა­რი­ამ შერ­გე­ლაშ­ვი­ლი:

ხალ­ხო ასა­თი­ა­ნი რა შუ­ა­შია? მან რე­ა­ლო­ბა გვაჩ­ვე­ნა, მე ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ასე­თი ხალ­ხი თუ არ­სე­ბობ­და.... მხო­ლოდ იმი­ტომ ლან­ძღავთ მა­ი­ას, რომ გაჩ­ვე­ნათ ეს ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნე­ბი?

შალ­ვა მორ­გო­შია:

მაია ასა­თი­ა­ნი ხარ, თუ ვინც ხარ, რო აკე­თებთ ასეთ გა­და­ცე­მებს თქვე­ნი უნი­ჭო დე**... რე­ი­ტინ­გის­თვის რას არ კად­რუ­ლობთ და ამ ისე­დაც გა­ურ­ჯუ­ლე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ ასეთს აჩ­ვე­ნებთ ხალ­ხს. სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი ხართ.

ნინი თხე­ლი­ძე:

მა­ი­ა­აა შე­ნი­იი გა­და­ცე­მაა და­სა­ხუ­რი­ა­აა !!!! რე­ი­ტინ­გის გამო სა­ცო­დავ ხა­ალ­ხს სა­ცი­ნად იგ­დებ !!!

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:

ლი­ბე­რა­ლიზ­მი ჩემ­თვის გა­მო­რი­ცხავს სიმ­კაც­რეს, ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­ჩა­ქუ­ჩე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი მათი ქცე­ვის პა­ტერ­ნის, ნე­ბის­მი­ერ­ნა­ი­რო­ბის, ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის აზ­როვ­ნე­ბის გამო. ერ­თა­დერ­თი, რა­საც მკაც­რი სას­ჯე­ლი უნდა მოყ­ვეს, სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია.

მინ­და ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ უფ­ლე­ბა, იცხოვ­რონ ისე, რო­გორც უნ­დათ რომ იცხოვ­რონ, დატ­კბ­ნენ სი­ცო­ცხლით თა­ვი­სე­ბუ­რად, რაც უნ­დათ ჩა­იც­ვან, რო­გორც უნ­დათ ისე "აფ­რენ­დნენ" , ვინც უნ­დათ ის მოს­წონ­დეთ. ვი­საც უნდა სტა­ლი­ნის მუ­ზე­უ­მი და­ა­არ­სოს და სა­წევ­რო შე­ი­ტა­ნოს, თვი­თონ­ვე მო­უ­ა­როს თა­ვის წარ­მო­სახ­ვით კერ­პებს, უნდა ძეგლი დად­გას და უნდა დავ­ლუ­რი და­უ­ა­როს გარ­შე­მო, ვი­საც უნდა ბუმ­ბუ­ლე­ბი და­ი­მაგ­როს თავ­ზე, ხეზე ბუდე გა­ი­კე­თოს... ვა­ცა­დოთ რა ადა­მი­ა­ნებს, ერ­თმა­ნეთს ცხოვ­რე­ბა ზედ­მე­ტი პე­და­გო­გი­კის გა­რე­შე, თით­ქოს ვინ­მე უკვე ბუდა და ბუ­და­ზე გას­ხი­ვოს­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ. მიყ­ვარს შეშ­ლი­ლი სამ­ყა­რო, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლის და ჩი­ტოს­ნო­ბის უფ­ლე­ბა არ­სე­ბობს. ნუ მოვ­კლავთ, ნუ ვავ­ნებთ ერ­თმა­ნეთს, საქ­მეს, ქვე­ყა­ნას, ბუ­ნე­ბას, ნუ გავ­ტან­ჯავთ, ნუ დავ­გეს­ლავთ.. ვი­ხა­როთ ყვე­ლამ ჩვენს სიყ­ვა­რულ­ში და სა­კუ­თარ ბოდ­ვა­ში თუ რა­ცი­ო­ნა­ლურ ლო­გი­კა­ში. ვინ­მეს რა­ი­მე უწყი­ნარ გა­და­რე­უ­ლო­ბას არ ვე­თან­ხმე­ბით? -

"უი, თქვენ აფ­რენთ? რა მა­გა­რია! მეც, ოღონდ სხვა­ნა­ი­რად" - ესაა ჩემი პა­სუ­ხი.

ცნო­ბის­თვის, 1978 წლის 27 ივ­ლისს ეპის­კო­პოს ილა­რი­ონ­თან (სამ­ხა­რა­ძე) და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და სი­ნოდ­მა ასე­თი დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა: "ფსი­ქი­კუ­რი ავად­მყო­ფო­ბის გამო ეპის­კო­პო­სი ილა­რი­ო­ნი მღვდელმთავ­რის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ იქ­ნას ბოდ­ბის ეპარ­ქი­ის მმარ­თვე­ლო­ბი­დან და გა­მოყ­ვა­ნილ იქ­ნას წმი­და სი­ნო­დის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან... წმი­და სი­ნო­დი თვლის, რომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკურ­ნა­ლო­ბა". 1978 წლის 7 სექ­ტემ­ბერს მან ასე­თი გან­მარ­ტე­ბით მი­მარ­თა წმი­და სი­ნოდს: "წმი­და სი­ნოდ­მა მი­ი­ღო ღვთის შე­უ­რაცმყო­ფე­ლი, წმი­და ეკ­ლე­სი­ის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ოქმი." 1982 წელს იგი მკურ­ნა­ლობ­და. 1984 წლის ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში შედ­გე­ნილ ერთ წე­რილ­ში თა­ვის თავს "უფა­ლი იესუ ქრის­ტე ივე­რი­ელ ღმერ­თკაცს" უწო­დებს. 1985 წლის 7 მარტს მე­უ­ფე ილა­რი­ონ­მა მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ლე­სი­ის შექ­მნის ზო­გა­დი მო­საზ­რე­ბა­ნი და დას­კვნე­ბი წა­რუდ­გი­ნა რე­ლი­გი­ის საქ­მე­თა რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლეს რატი ტა­ტიშ­ვილს და თავი ამ ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რად გა­მო­ა­ცხა­და (წყა­რო: library.church.ge)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა

"ფეისბუქში" "პროფილის" გუშინდელ გადაცემას, რომელიც სტალინს მიეძღვნა არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მაყურებელთა განსაკუთრებული გაღიზიანება სტუდიაში მეუფე ილარიონის მოწვევამ გამოიწვია.

ცოტნე გამსახურდია:

ჟურნალისტური ქარტია და ზვიად ქორიძე ამქვეყნად არიან საერთოდ? შეიძლება სადღაც რაღაცას წერენ და მერე უჯრაში ინახავენ, მაგრამ საზოგადოებას რაიმე გაუგია მათი შესაბამისი რეაგირების შესახებ ასეთ შემთხვევებზე, რაც მაია ასათიანმა გუშინ გააკეთა?! ან, მაგალითად, ნანუკიემ მინიმუმ ორჯერ გამოაჭენა სულით ავადმყოფი გადაცემაში, ხმა ამოიღეს? თუ ეგენი მხოლოდ ჰომოფობიურ ეპიზოდებზე რეაგირებენ?

ლადო გოგოლაძე:

1. ფსიქიურად არამდგრადი მოხუცის ეთერში გამოჩენა და მასზე სერიოზულად მსჯელობა, გადაცემის მხრიდან არის რეიტინგზე გათვლა

2. ადამიანი რომელიც ამბობს რომ ეპისკოპოსმა ლეონიდემ გაძარცვა ქართული ეკლესია და მხოლოდ სტალინა შეძლო გაძარცვული განძის დაბრუნება, ექვთიმეს დახმარებით (!!!!!!). ეს ადამიანი არის ბეცი.

3. ადამიანმა რომელმაც მომიკლა მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე. მოაწყო ჰოლოდომორი და ამ ადამიანზე ამბობენ რომ არის წმინდანი, ეს არის ეკლესიის შეგინება

4. ვერაფრით ჩავწვდი რას ნიშნავს საერთაშორისო წმინდანი. დავით აღმაშენებელი ქართველთა წმინდანია ან წმ. ვლადიმერი მხოლოდ რუსების?

5. ის რომ თითქოს სტალინმა ეკლესიები გახსნა არის სისულელე, მან ეს გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით, მას სჭირდებოდა მაშინ არსებული (არცთუ ისე მცირე) მორწმუნე ადამიანების გულის მოგება

6. ყველგან, სადაც სტალინზე ცუდი წერია, მიაწერო მასონებს არის უცოდინარობის პიკი და რაც ყველაზე საინტერესოა, ხაზგასმა იმისა რომ არ იცი ვინ არიან მასონები.

7 ტრ...ი ვართ და კაი ხანს მოგვიწევს ამ სიმყრალეში ყოფნა

სტალინის მადლი გვეწეოდეს

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ეს ორი ტრაგიკული პერსონაჟი დრამატულად განასახიერებს იმას, რასაც თოფაძე, მეჭიაური და კოალიციის ბევრი სხვა წევრი წარმოადგენს. ისინი, ვინც ბიძინამ რესპუბლიკელებს და ცხადია, თავდემებს არჩია.

P.S. როგორც ამბობენ, ამ ადამიანს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მე არ ვიცი დიაგნოზი ვინ დაუსვა, ან თუ ამას დაუსვეს, სხვებს რატომ არ დაუსვეს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორია მისი ეთერში მიყვანა.

მაია დარსმელიძე:

რა სტალინი წმინდანად? და აი ამ ადამიანების ხმებიც ითვლება, ხო, არჩევნებში??

ლადო ბედუკაძე:

ბარი-ბარში ხართ, რა გიკვირთ, აკი სააკაშვილზე თქვენ არ ლოცულობთ უკეთესად დღე და ღამ?!

ლევან ღამბაშიძე:

მგონი სეზონის ბოლოს მაია ასათიანი გადაცემა "ექიმებში" გადავა სამუშაოდ. პაციენტის როლში.

მიშა კაჭკაჭიშვილი:

საცოდაობაა, მაია ასათიანი ასათიანზე არ იყოს

ეკა ნინიძე:

გუშინდელი სახეახეული "პროფილის" შემდეგ, ასათიანი მართლა ასეთი უტვინოა თუ თავს იშტერებს? არა გულწრფელად მაინტერესებს?

თამთა ასლანიშვილი:

ფსიქიკური პრობლემებით ადამიანის დაცინვა ნორმალურია? როგორ სისულელეს და სიგიჟესაც არ უნდა ამბობდეს, ნორმალურია შოუში მიიყვანო და დაცინო? ჟურნალისტური ეთიკა სად არის ამ დროს?

"ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი განთავისუფლებულ იქნა ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან, მისთვის აუცილებელია მკურნალობა".

*მაია ასათიანი არის ქაჯი

**ჯანმრთელი ადამიანები სტალინის ძეგლი რომ უნდათ გორში ასევე არიან ქაჯები

ლიზი გეთიაშვილი:

საბრალო მოხუცი გული დამეწვა და ზიზგი მაიამ უფრო გამოიწვია, ვიდრე სტალინის ხატზე მლოცველმა. რა შოუ იყო ეხლა ეგ ვიღაც, უბედურებს დასცინით.

საბა ვარაზაშვილი:

მაია შენ ეს ბანძი "სატირა" გადაცემის რეიტინგს "აგიწევს" და ეს თვითმარქვია "დედაო" და "მეუფე" მაიმც გააგრძელებენ უაზრო ფხაჭუნს სტალინის სურათზე-და არა ხატზე... ბედნიერი ერიც ისევ ღრმა ძილით გააგრძელებს "ცხოვრებას"...

რეზი მანდარია:

დახურეთ ეს შოუ ხალხის ტვინების გამორეცხვის მცდელობისთვის და ამათი პროპაგანდისთვის. უგემოვნობასაც და არაპროფესიონალიზმსაც აქვს საზღვარი.

დიანა:

ამ ხალხის არ მესმის.... მაიას რატომ ლანძღავთ? მსახიობები არიან ეს სტუმრები? ამ ანტიქრისტეს ძეგლის თემა პირველად ამოტივტივდა? აკეთებს გადაცემას ჩვენს რეალობაზე? თუ იტყვით რომ ტყუილია და მოგონილი ამბავი?

მარიამ შერგელაშვილი:

ხალხო ასათიანი რა შუაშია? მან რეალობა გვაჩვენა, მე ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ხალხი თუ არსებობდა.... მხოლოდ იმიტომ ლანძღავთ მაიას, რომ გაჩვენათ ეს ერთუჯრედიანები?

შალვა მორგოშია:

მაია ასათიანი ხარ, თუ ვინც ხარ, რო აკეთებთ ასეთ გადაცემებს თქვენი უნიჭო დე**... რეიტინგისთვის რას არ კადრულობთ და ამ ისედაც გაურჯულებულ ქვეყანაში კიდევ ასეთს აჩვენებთ ხალხს. სამარცხვინოები ხართ.

ნინი თხელიძე:

მაიააა შენიიი გადაცემაა დასახურიააა !!!! რეიტინგის გამო საცოდავ ხაალხს საცინად იგდებ !!!

ნათია ფანჯიკიძე:

ლიბერალიზმი ჩემთვის გამორიცხავს სიმკაცრეს, ადამიანების ჩაჩაქუჩებას ნებისმიერი მათი ქცევის პატერნის, ნებისმიერნაირობის, ნებისმიერი ტიპის აზროვნების გამო. ერთადერთი, რასაც მკაცრი სასჯელი უნდა მოყვეს, სისხლის სამართლის დანაშაულია.

მინდა ადამიანებს ჰქონდეთ უფლება, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ რომ იცხოვრონ, დატკბნენ სიცოცხლით თავისებურად, რაც უნდათ ჩაიცვან, როგორც უნდათ ისე "აფრენდნენ" , ვინც უნდათ ის მოსწონდეთ. ვისაც უნდა სტალინის მუზეუმი დააარსოს და საწევრო შეიტანოს, თვითონვე მოუაროს თავის წარმოსახვით კერპებს, უნდა ძეგლი დადგას და უნდა დავლური დაუაროს გარშემო, ვისაც უნდა ბუმბულები დაიმაგროს თავზე, ხეზე ბუდე გაიკეთოს... ვაცადოთ რა ადამიანებს, ერთმანეთს ცხოვრება ზედმეტი პედაგოგიკის გარეშე, თითქოს ვინმე უკვე ბუდა და ბუდაზე გასხივოსნებული ვიყოთ. მიყვარს შეშლილი სამყარო, სადაც სიყვარულის და ჩიტოსნობის უფლება არსებობს. ნუ მოვკლავთ, ნუ ვავნებთ ერთმანეთს, საქმეს, ქვეყანას, ბუნებას, ნუ გავტანჯავთ, ნუ დავგესლავთ.. ვიხაროთ ყველამ ჩვენს სიყვარულში და საკუთარ ბოდვაში თუ რაციონალურ ლოგიკაში. ვინმეს რაიმე უწყინარ გადარეულობას არ ვეთანხმებით? -

"უი, თქვენ აფრენთ? რა მაგარია! მეც, ოღონდ სხვანაირად" - ესაა ჩემი პასუხი.

ცნობისთვის, 1978 წლის 27 ივლისს ეპისკოპოს ილარიონთან (სამხარაძე) დაკავშირებით წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა (წყარო: library.church.ge)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს