პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს
"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს

ჟურ­ნა­ლის­ტი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­უშ­ვეს, მისი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის თა­თია სამ­ხა­რა­ძის (ტასო ბარ­ნო­ვა) გარ­შე­მო ატე­ხილ სკან­დალ­ზე კი­დევ ერთ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ჯერ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა ჩა­წე­რა­ზე... ჩვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ჩვენ გვაქვს მი­ნი­მუმ ორი ცხოვ­რე­ბა. ერთი სა­ჯა­რო, როცა იცი რომ ათა­სი თვა­ლი და ყური გი­ყუ­რებს. და მე­ო­რე - პი­რა­დი, ოჯახ­ში, მე­გო­ბარ­თა წრე­ში თა­ნამ­შრომ­ლებ­ში ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ. ჩვე­ნი სი­ტყვე­ბი ხუმ­რო­ბა­ნი, ადა­მი­ან­თა (მათ შო­რის უახ­ლო­ეს­თა) შე­ფა­სე­ბა­ნი მხო­ლოდ იმ ყუ­რებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ამ ლა­პა­რაკს ღიად ის­მე­ნენ.

არა ფა­რუ­ლად! ღიად!

რამ­დენ­ჯერ ყო­ფი­ლა რომ თქვენ გი­ხუმ­რი­ათ ისე, რომ ამ ხუმ­რო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­დით, რამ­დენ­ჯერ გი­გი­ნე­ბი­ათ უფ­რო­სის­თვის, მე­ზობ­ლის­თვის, მთავ­რო­ბის­თვის ხოლო შემ­დეგ გი­ნე­ბის ად­რე­სატ­თან გი­ქე­ი­ფი­ათ კი­დეც. ასეა, ჩვენ გვინ­და სივ­რცე სა­დაც მხო­ლოდ ჩვენ და ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან რო­მელ­თაც იქ შე­მო­ვუშ­ვებთ.

გი­ფიქ­რი­ათ იმა­ზე რა ცუ­დია ცხოვ­რე­ბა ისეთ გა­რე­მო­ში სა­დაც შენი სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ი­წე­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა, მე­გო­ბარ­მა ვი­ღაც ახ­ლო­ბელ­მა და ში­ნა­ურ­მა.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა თა­თია სამ­ხა­რა­ძეს.

მე ვარ ის კაცი, რო­მელ­მაც ეს გოგო ტასო ბარ­ნო­ვად აქ­ცია, სამ­ხა­რა­ძე მარ­ტის თვე­ში როცა "შე­ვიწ­რო­ვე­ბუ­ლი" იყო "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში წერ­და თუ რა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი ვარ მის­თვის. ჩემს ცოლს პი­რად მი­მო­წე­რა­ში ეუბ­ნე­ბო­და რომ სა­ოც­რად და­დე­ბი­თი აურა აქვს და მისი და ჩემი შვი­ლის ნახ­ვა უნდა. 3 წლის ურ­თი­ერ­თო­ბის მან­ძილ­ზე ათა­სი რამ აქვს ჩემ­თვი­სა და ჩემი ცო­ლის­თვის ნათ­ქვამ-მო­წე­რი­ლი. მათ შო­რის პი­რად თე­მებ­ზე. მის შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, ქმარ­ზე, ოჯა­ხურ ამ­ბებ­ზე და მისთ. რა ვქნათ ახლა, ავ­ყვეთ ამ გზა­აბ­ნე­ულს და გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ მი­მო­წე­რა? მო­ე­წო­ნე­ბა ეს თა­თია სამ­ხა­რა­ძეს?

რა თქმა უნდა არა!

სა­სა­მარ­თლო და­ამ­ტკი­ცებს რომ არა­ნა­ი­რი მო­ძა­ლა­დე მე არ ვარ! ამას იტყვის პრო­კუ­რა­ტუ­რაც! რა თქმა უნდა თა­თია სამ­ხა­რა­ძე არაა ამ ის­ტო­რი­ის გა­სა­ღე­ბი. ეს არის ის­ტო­რია ჩემი და ჩემი გუნ­დის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "იმე­დი­დან" მოს­რო­ლი­სა. ამა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ნა­ი­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის. ეს ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ახა­ლი ჩრდი­ლო­ვა­ნი მმარ­თვე­ლე­ბის ჩა­დე­ნი­ლია! არის ჯგუ­ფი რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ პო­ლი­ტი­კურ თა­მა­შებს თა­მა­შობს! ჯგუ­ფი ძლი­ე­რი და გავ­ლე­ნი­ა­ნი. სწო­რედ მათ თა­მაშს შე­ვე­წი­რე.

მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის დრო­ზე!

ახლა კი კი ბრძო­ლის დროა! უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ჩემს ცოლს და ოჯახს. ბო­დი­ში რომ ამ შარ­ში გაგ­ხვი­ეთ. მე არა ვარ ღირ­სი ასე­თი თა­ნად­გო­მი­სა მაგ­რამ ვგო­ნებ იღ­ბა­ლი მაქვს ისე­თი, რომ ხში­რად და­უმ­სა­ხუ­რე­ბელ მხარ­და­ჭე­რის ხელს მიწ­ვდი­ან ხოლ­მე. ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით იმათ ვი­საც არ მოვ­წონ­ვარ. გთხოვთ სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნამ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ მი­ნი­მა­ლუ­რი ობი­ექ­ტუ­რო­ბა!", - წერს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი.

გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კის" ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა შალ­ვა რა­მიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ამ­ცნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ "იმედ­თან" საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტ­და. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ რა­მიშ­ვი­ლის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან გა­მოშ­ვე­ბის მი­ზე­ზი თა­თია სამ­ხა­რა­ძე, იგი­ვე ტასო ბარ­ნო­ვაა, რო­მელ­თა­ნაც ტე­ლე­წამ­ყვანს რამ­დე­ნი­მე დღის წინ პი­რად სა­კი­თხზე კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და.

ასე­ვე იხი­ლეთ: "მა­ინც მიყ­ვარს..." - მარ­გო ლუ­ჩკოს რა მი­მო­წე­რას ასა­ჯა­რო­ვებს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი

თა­თია სამ­ხა­რა­ძე შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის ში­ნა­არსს ამ­ხელს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს

"ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა?" - რას წერდა ტასო ბარნოვა შალვა რამიშვილის მეუღლეს

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, რომელიც ტელეკომპანია "იმედიდან" რამდენიმე დღის წინ გაუშვეს, მისი და ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძის (ტასო ბარნოვა) გარშემო ატეხილ სკანდალზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

"ჯერ რამდენიმე სიტყვა ჩაწერაზე... ჩვენ ადამიანები ვართ. ჩვენ გვაქვს მინიმუმ ორი ცხოვრება. ერთი საჯარო, როცა იცი რომ ათასი თვალი და ყური გიყურებს. და მეორე - პირადი, ოჯახში, მეგობართა წრეში თანამშრომლებში ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენი სიტყვები ხუმრობანი, ადამიანთა (მათ შორის უახლოესთა) შეფასებანი მხოლოდ იმ ყურებს განეკუთვნება, რომლებიც ამ ლაპარაკს ღიად ისმენენ.

არა ფარულად! ღიად!

რამდენჯერ ყოფილა რომ თქვენ გიხუმრიათ ისე, რომ ამ ხუმრობის გასაჯაროების შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით, რამდენჯერ გიგინებიათ უფროსისთვის, მეზობლისთვის, მთავრობისთვის ხოლო შემდეგ გინების ადრესატთან გიქეიფიათ კიდეც. ასეა, ჩვენ გვინდა სივრცე სადაც მხოლოდ ჩვენ და ის ადამიანები არიან რომელთაც იქ შემოვუშვებთ.

გიფიქრიათ იმაზე რა ცუდია ცხოვრება ისეთ გარემოში სადაც შენი სიტყვები შეიძლება ჩაიწეროს თანამშრომელმა, მეგობარმა ვიღაც ახლობელმა და შინაურმა.

ახლა რაც შეეხება თათია სამხარაძეს.

მე ვარ ის კაცი, რომელმაც ეს გოგო ტასო ბარნოვად აქცია, სამხარაძე მარტის თვეში როცა "შევიწროვებული" იყო "სარკესთან" ინტერვიუში წერდა თუ რა ძვირფასი ადამიანი ვარ მისთვის. ჩემს ცოლს პირად მიმოწერაში ეუბნებოდა რომ საოცრად დადებითი აურა აქვს და მისი და ჩემი შვილის ნახვა უნდა. 3 წლის ურთიერთობის მანძილზე ათასი რამ აქვს ჩემთვისა და ჩემი ცოლისთვის ნათქვამ-მოწერილი. მათ შორის პირად თემებზე. მის შეყვარებულებზე, ქმარზე, ოჯახურ ამბებზე და მისთ. რა ვქნათ ახლა, ავყვეთ ამ გზააბნეულს და გავასაჯაროვოთ მიმოწერა? მოეწონება ეს თათია სამხარაძეს?

რა თქმა უნდა არა!

სასამართლო დაამტკიცებს რომ არანაირი მოძალადე მე არ ვარ! ამას იტყვის პროკურატურაც! რა თქმა უნდა თათია სამხარაძე არაა ამ ისტორიის გასაღები. ეს არის ისტორია ჩემი და ჩემი გუნდის წინასაარჩევნოდ "იმედიდან" მოსროლისა. ამაში ხელისუფლებას არანაირი ბრალი არ მიუძღვის. ეს ქართული მედიის ახალი ჩრდილოვანი მმართველების ჩადენილია! არის ჯგუფი რომელიც დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობს! ჯგუფი ძლიერი და გავლენიანი. სწორედ მათ თამაშს შევეწირე.

მაგრამ ყველაფერი თავის დროზე!

ახლა კი კი ბრძოლის დროა! უღრმესი მადლობა ჩემს ცოლს და ოჯახს. ბოდიში რომ ამ შარში გაგხვიეთ. მე არა ვარ ღირსი ასეთი თანადგომისა მაგრამ ვგონებ იღბალი მაქვს ისეთი, რომ ხშირად დაუმსახურებელ მხარდაჭერის ხელს მიწვდიან ხოლმე. ყველას, განსაკუთრებით იმათ ვისაც არ მოვწონვარ. გთხოვთ სასამართლოს განაჩენამდე შეინარჩუნოთ მინიმალური ობიექტურობა!", - წერს შალვა რამიშვილი.

გადაცემა "პოლიტიკის" ერთ-ერთმა წამყვანმა შალვა რამიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამცნო საზოგადოებას, რომ "იმედთან" საქმიან ურთიერთობას წყვეტდა. ცნობილი გახდა, რომ რამიშვილის ტელეკომპანიიდან გამოშვების მიზეზი თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვაა, რომელთანაც ტელეწამყვანს რამდენიმე დღის წინ პირად საკითხზე კონფლიქტი მოუვიდა.

ასევე იხილეთ: "მაინც მიყვარს..." - მარგო ლუჩკოს რა მიმოწერას ასაჯაროვებს შალვა რამიშვილი

თათია სამხარაძე შალვა რამიშვილის მონაწილეობით მის ხელთ არსებული აუდიოჩანაწერის შინაარსს ამხელს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს