კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს
"მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც მისი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი­დან" გაშ­ვე­ბას უკავ­შირ­დე­ბა:

"მე­გობ­რე­ბო! რო­გორც იცით "იმედ­მა" 5 აპ­რილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვით შე­წყვი­ტა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმ ფირ­მას­თან, რო­მე­ლიც ამ­ზა­დებ­და "ილო ბე­როშ­ვი­ლი შოუს", სკეტჩ შოუს "ერთხელ სა­ქარ­თვე­ლო­ში", ეთერ­ში ჯერ არ­გა­სულ სე­რი­ალს "ორი და­ქა­ლი", უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გა­და­ცე­მა "პო­ლი­ტი­კა­ში". დღემ­დე, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი არა­ერ­თი მო­თხოვ­ნი­სა, "იმედს" არც ჩემ­თვის, არც ფირ­მის­თვის და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის არ გა­ნუ­მარ­ტე­ბია ამ ქმე­დე­ბის მი­ზე­ზი.

ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, თით­ქოს ეს ყო­ვე­ლი­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჰი­პო­თე­ტი­უ­რად არ­სე­ბულ სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ფა­რულ ჩა­ნა­წერ­თან, რო­მე­ლიც თით­ქოს აქვს კომ­პა­ნი­ის ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს თა­თია სამ­ხა­რა­ძეს (ფსევ­დო­ნი­მი - ტასო ბარ­ნო­ვა) და რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს ან/და არის ჩემი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი. აგერ­თვე ჟურ­ნა­ლის­ტურ წრე­ებ­ში ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ თით­ქოს ამ ჩა­ნა­წერს გა­ეც­ნო "რუს­თა­ვი 2"-ის ზო­გი­ერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მა­გა­ლი­თად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

მო­ვი­თხოვ თა­თია სამ­ხა­რა­ძემ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ­მა პირ­მა, რო­მელ­საც თით­ქოს აქვს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი ან იცის მისი ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ, სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­დოს ამის თა­ო­ბა­ზე. მე ორი დღის წინ უკვე შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

მო­ვი­თხოვ "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა­გან: ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა უთხრას თქვენს მონა-მორ­ჩილს, სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ჩემს 50 თა­ნამ­შრო­მელს და რა თქმა უნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბას - გა­ეც­ნო თუ არა "იმე­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ რა­ღაც ჩა­ნა­წერს და არის თუ არა ეს კონ­ტრაქ­ტე­ბის ნაჩ­ქა­რე­ვი და იუ­რი­დი­უ­ლად გა­უ­მარ­თვი შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი. ასე­ვე მივ­მარ­თავ ყვე­ლას ვი­საც ეს ეხე­ბა. თუ გა­ე­ცა­ნით ჩა­ნა­წერს ან მო­ი­პო­ვეთ იგი და თუ ჩა­ნა­წერ­ში იკ­ვე­თე­ბა რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი მა­შინ თქვე­ნი ვა­ლია აც­ნო­ბოთ ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რას. თუ ვინ­მე სა­კუ­თარ თავს რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლად მიჩ­ნევს გა­ნა­ცხა­დოს ამის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­როდ ან მი­მარ­თოს კომ­პე­ტენ­ტურ ორ­გა­ნო­ებს.

ყუ­რა­დღე­ბა! თუ ეს რა­ღაც ჩა­ნა­წე­რი შე­ი­ცავს ჩემს მა­კო­მოპ­რე­მენ­ტი­რე­ბელ ცნო­ბებს მა­შინ ყვე­ლას ვა­ლია არ და­უშ­ვათ ჩა­ნა­წე­რის უკა­ნო­ნო გა­სა­ჯა­რო­ე­ბა რაც შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ შე­დე­გებს გა­მო­ი­ღებს. მე და­სა­მა­ლი აღა­რა­ფე­რი მაქვს!", - წერს რა­მიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე.

წა­ი­კი­თხეთ: "თა­თია მე გა­მოვ­ზარ­დე შო­უ­ბიზ­ნეს­ში და ვაქ­ციე იმად, რაც არის" - შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი "ტასო ბარ­ნო­ვას­თან" და­კავ­ში­რე­ბულ სკან­დალ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

"მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს

"მე დასამალი აღარაფერი მაქვს!" - შალვა რამიშვილი განცხადებას ავრცელებს

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელიც მისი ტელეკომპანია "იმედიდან" გაშვებას უკავშირდება:

"მეგობრებო! როგორც იცით "იმედმა" 5 აპრილს მოულოდნელად და პირობების დარღვევით შეწყვიტა ხელშეკრულება იმ ფირმასთან, რომელიც ამზადებდა "ილო ბეროშვილი შოუს", სკეტჩ შოუს "ერთხელ საქართველოში", ეთერში ჯერ არგასულ სერიალს "ორი დაქალი", უზრუნველყოფდა ჩემს მონაწილეობას გადაცემა "პოლიტიკაში". დღემდე, მიუხედავად ჩემი არაერთი მოთხოვნისა, "იმედს" არც ჩემთვის, არც ფირმისთვის და არც საზოგადოებისათვის არ განუმარტებია ამ ქმედების მიზეზი.

ამასთან, ვრცელდება ხმები, თითქოს ეს ყოველივე დაკავშირებულია ჰიპოთეტიურად არსებულ სექსუალური შინაარსის ფარულ ჩანაწერთან, რომელიც თითქოს აქვს კომპანიის ყოფილ თანამშრომელს თათია სამხარაძეს (ფსევდონიმი - ტასო ბარნოვა) და რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ან/და არის ჩემი რეპუტაციის შემლახავი. აგერთვე ჟურნალისტურ წრეებში ვრცელდება ხმები, რომ თითქოს ამ ჩანაწერს გაეცნო "რუსთავი 2"-ის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანი.

მოვითხოვ თათია სამხარაძემ, ნანუკა ჟორჟოლიანმა ასევე ნებისმიერმა პირმა, რომელსაც თითქოს აქვს აღნიშნული ჩანაწერი ან იცის მისი შინაარსის შესახებ, საჯაროდ განაცხადოს ამის თაობაზე. მე ორი დღის წინ უკვე შევიტანე განცხადება პროკურატურაში.

მოვითხოვ "იმედის" ხელმძღვანელობისაგან: ტელევიზიის დირექტორმა უთხრას თქვენს მონა-მორჩილს, სამსახურის გარეშე დარჩენილ ჩემს 50 თანამშრომელს და რა თქმა უნდა საზოგადოებას - გაეცნო თუ არა "იმედის" ხელმძღვანელი ამ რაღაც ჩანაწერს და არის თუ არა ეს კონტრაქტების ნაჩქარევი და იურიდიულად გაუმართვი შეწყვეტის მიზეზი. ასევე მივმართავ ყველას ვისაც ეს ეხება. თუ გაეცანით ჩანაწერს ან მოიპოვეთ იგი და თუ ჩანაწერში იკვეთება რაიმე სახის დანაშაული მაშინ თქვენი ვალია აცნობოთ ამის შესახებ პროკურატურას. თუ ვინმე საკუთარ თავს რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლად მიჩნევს განაცხადოს ამის თაობაზე საჯაროდ ან მიმართოს კომპეტენტურ ორგანოებს.

ყურადღება! თუ ეს რაღაც ჩანაწერი შეიცავს ჩემს მაკომოპრემენტირებელ ცნობებს მაშინ ყველას ვალია არ დაუშვათ ჩანაწერის უკანონო გასაჯაროება რაც შესაბამის სამართლებრივ შედეგებს გამოიღებს. მე დასამალი აღარაფერი მაქვს!", - წერს რამიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

წაიკითხეთ: "თათია მე გამოვზარდე შოუბიზნესში და ვაქციე იმად, რაც არის" - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი "ტასო ბარნოვასთან" დაკავშირებულ სკანდალზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს