პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის
როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

"პა­ლიტ­რა მე­დი­ის" ჟურ­ნა­ლის­ტი, ანა კა­ლან­და­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს:

"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შე­ნო­ბის ეზო­ში მოხ­და: მო­რი­გი ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­მო­ვე­დი, როცა ვი­ღაც ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ჩე­რა, იქ­ნე­ბო­და ასე 45-50 წლის. ნა­ტან­ჯი, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი სახე ჰქონ­და. სუს­ტად იყო, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბო­დი, რომ ბო­ლოს წლე­ბის წინ ჭამა გემ­რი­ე­ლი სა­დი­ლი. მკი­თხა: მსა­ხი­ო­ბი ხარ­თო? არა, ჟურ­ნა­ლის­ტი-მეთ­ქი. გა­უ­ხარ­და. რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბის გვა­რი და­მი­სა­ხე­ლა, იქ­ნებ მათი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი ჩა­მა­წე­რი­ნოთ, გე­ცო­დი­ნე­ბათ, მინ­და შევ­ხვდე და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვოო. თან მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში დას­ცქე­რო­და ჩემს ტე­ლე­ფონს, რო­მე­ლიც ხელ­ში მე­კა­ვა.

ვუ­თხა­რი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი და არც მქონ­და უფ­ლე­ბა. ეწყი­ნა. ნდო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის თა­ვი­სი ის­ტო­რია მი­ამ­ბო. დაღ­ლი­ლი ვი­ყა­ვი და გრძე­ლი ამ­ბი­დან დღეს მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რომ იმ ეტაპ­ზე როცა შევ­ხვდი, იყო მარ­ტო­ხე­ლა და უსახ­ლკა­რო. მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­გეხ­მა­რე­ბით-მეთ­ქი.

კარ­გი, მა­შინ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის ნო­მე­რი ჩა­მა­წე­რი­ნე, მქონ­და, მაგ­რამ დავ­კარ­გე. თა­ვად მომ­ცა, პირ­ვე­ლად ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან შევ­ხვდი, ორი სი­ტყვით ვუ­თხა­რი ჩემ­ზე, ფული მა­ჩუ­ქა, მერე თა­ვი­სი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი და­მი­ტო­ვა და მი­თხრა, როცა დაგ­ჭირ­დეთ, არ მო­გე­რი­დოთ და და­მი­რე­კე­თო. ხში­რად შე­წუ­ხე­ბა მე­რი­დე­ბო­და, მაგ­რამ 4-5 ჯერ უკვე და­რე­კი­ლი მაქვს, უარი არა­სო­დეს უთ­ქვამს, ხან რამ­დენს მჩუქ­ნის და ხან რამ­დენს, პრო­დუქ­ტიც მი­ყი­და. არ ვიცი, იც­ნობ თუ არა, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან კე­თი­ლი გო­გოა! ეს ამ­ბა­ვი მა­ნამ­დე სხვე­ბის­გა­ნაც ვი­ცო­დი, ამ­ბობ­დნენ ბევ­რს ეხ­მა­რე­ბა და არ­სად ამ­ბობს, მაგ­რამ ახლა თა­ვად დავ­რწმუნ­დიო.. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

როგორ ეხმარება შორენა ბეგაშვილი უცხო ადამიანებს - ის, რაც ბევრმა არ იცის

"პალიტრა მედიის" ჟურნალისტი, ანა კალანდაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი შორენა ბეგაშვილის შესახებ წერს:

"ეს 5 თუ 6 წლის წინ, თუმანიშვილის თეატრის შენობის ეზოში მოხდა: მორიგი ინტერვიუდან გამოვედი, როცა ვიღაც ქალბატონმა გამაჩერა, იქნებოდა ასე 45-50 წლის. ნატანჯი, სასოწარკვეთილი სახე ჰქონდა. სუსტად იყო, მაშინვე მიხვდებოდი, რომ ბოლოს წლების წინ ჭამა გემრიელი სადილი. მკითხა: მსახიობი ხართო? არა, ჟურნალისტი-მეთქი. გაუხარდა. რამდენიმე მსახიობის გვარი დამისახელა, იქნებ მათი ტელეფონის ნომრები ჩამაწერინოთ, გეცოდინებათ, მინდა შევხვდე და დახმარება ვთხოვოო. თან მოლოდინის რეჟიმში დასცქეროდა ჩემს ტელეფონს, რომელიც ხელში მეკავა.

ვუთხარი, რომ ამას ვერ ვიზამდი და არც მქონდა უფლება. ეწყინა. ნდობის მოსაპოვებლად და მეტი დამაჯერებლობისთვის თავისი ისტორია მიამბო. დაღლილი ვიყავი და გრძელი ამბიდან დღეს მხოლოდ ის მახსოვს, რომ იმ ეტაპზე როცა შევხვდი, იყო მარტოხელა და უსახლკარო. მაპატიეთ, მაგრამ მაინც ვერ დაგეხმარებით-მეთქი.

კარგი, მაშინ შორენა ბეგაშვილის ნომერი ჩამაწერინე, მქონდა, მაგრამ დავკარგე. თავად მომცა, პირველად ტელევიზიასთან შევხვდი, ორი სიტყვით ვუთხარი ჩემზე, ფული მაჩუქა, მერე თავისი მობილურის ნომერი დამიტოვა და მითხრა, როცა დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ და დამირეკეთო. ხშირად შეწუხება მერიდებოდა, მაგრამ 4-5 ჯერ უკვე დარეკილი მაქვს, უარი არასოდეს უთქვამს, ხან რამდენს მჩუქნის და ხან რამდენს, პროდუქტიც მიყიდა. არ ვიცი, იცნობ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან კეთილი გოგოა! ეს ამბავი მანამდე სხვებისგანაც ვიცოდი, ამბობდნენ ბევრს ეხმარება და არსად ამბობს, მაგრამ ახლა თავად დავრწმუნდიო.. წაიკითხეთ სრულად

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს