საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს
"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვატო გე­ლაშ­ვი­ლი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის შვილ­თან, ევა ბარ­ბა­ქა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც მისი თქმით 6 წლის წინ მოხ­და. აი რას წერს გე­ლაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე:

"2010 წელი იყო კაფე ნი­კა­ლა­ში პე­კინ­ზე მე­გო­ბარ­თან ერ­თად ვსა­დი­ლობ­დი. უცებ ხმა­უ­რი ატყდა. ზოგ­მა შე­ი­კივ­ლა, ზოგ­მა სას­წრა­ფოს და­უ­რე­კე­თო იყ­ვი­რა. ხან­ში­შე­სუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გამ­ხდა­რი­ყო ცუ­დად. ხალ­ხიც მი­სე­ო­და საშ­ვე­ლად. ზოგი პულსს უსინ­ჯავ­და, ზოგი ყურს უზელ­და. მარა ყვე­ლა­ზე მეტი აქ­ტი­უ­რო­ბით ერთი პა­ტა­რა ნაქ­სოვ­ქუ­დი­ა­ნი, ელას­ტი­კე­ბი­ა­ნი, დუ­ტის ჟი­ლე­ტი­ა­ნი, ლა­მა­ზი გო­გო­ნა გა­მო­ირ­ჩე­ო­და, იქ­ნე­ბო­და 10-12 წლის. ხელ­ში პლას­მა­სის წყლით სავ­სე ბოთ­ლი ეჭი­რა და მო­ხუც ქალ­ბა­ტონს და­ქა­ჩუ­ლი, შე­წუ­ხე­ბუ­ლი და აც­რემ­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით მის­ჩე­რე­ბო­და. თან წყალს ხელ­ზე ის­ხამ­და და სა­ხე­ზე უს­მევ­და თა­ვის ლა­მა­ზი თი­თე­ბით. ხან ტუჩ­თან მი­უ­ტან­და და ყლუ­პე­ბად ას­მევ­და ავად­მყოფს. თვალს ვერ ვა­შო­რებ­დი ამ სა­ო­ცარ გო­გო­ნას... ამა­სო­ბა­ში სას­წრა­ფოც მო­ვი­და, მო­ხუც მან­დი­ლო­სან დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს. ფეხ­ზე წა­მო­ა­ყე­ნეს. მოკ­ლედ, მი­ხე­დეს.

ეს ლა­მა­ზი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც ჩავ­თვა­ლე, რომ სა­კუ­თარ ბე­ბი­ას ეხ­მა­რე­ბო­და, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს უვ­ლი­და თურ­მე ასე გა­მა­ლე­ბით. დღეს ეს გო­გო­ნა მე-5 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლა და სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის­თვის უწევს ბრძო­ლა. შო­რე­ნას გო­გო­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი. ჩემს ლა­მაზ ქარ­თველ სა­ა­მა­ყო გო­გო­ზე! ღმერ­თმა ჯამ­რთე­ლი და­უბ­რუ­ნოს თა­ვის ოჯახს და სა­ქარ­თვე­ლოს" - წერს ვატო გე­ლაშ­ვი­ლი ფე­ის­ბუქ­ზე.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის 14 წლის შვი­ლი გუ­შინ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-5 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გო­გო­ნა სა­ბედ­ნი­ე­როდ გა­დარ­ჩა და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექიმ­მა ნანი ყავ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბას კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში გა­დის.

"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს

"თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას..." - ფეისბუქ-მომხმარებელი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილზე ემოციურ ისტორიას იხსენებს

ფეისბუქ-მომხმარებელი ვატო გელაშვილი შორენა ბეგაშვილის შვილთან, ევა ბარბაქაძესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისი თქმით 6 წლის წინ მოხდა. აი რას წერს გელაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე:

"2010 წელი იყო კაფე ნიკალაში პეკინზე მეგობართან ერთად ვსადილობდი. უცებ ხმაური ატყდა. ზოგმა შეიკივლა, ზოგმა სასწრაფოს დაურეკეთო იყვირა. ხანშიშესული ქალბატონი გამხდარიყო ცუდად. ხალხიც მისეოდა საშველად. ზოგი პულსს უსინჯავდა, ზოგი ყურს უზელდა. მარა ყველაზე მეტი აქტიურობით ერთი პატარა ნაქსოვქუდიანი, ელასტიკებიანი, დუტის ჟილეტიანი, ლამაზი გოგონა გამოირჩეოდა, იქნებოდა 10-12 წლის. ხელში პლასმასის წყლით სავსე ბოთლი ეჭირა და მოხუც ქალბატონს დაქაჩული, შეწუხებული და აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა. თან წყალს ხელზე ისხამდა და სახეზე უსმევდა თავის ლამაზი თითებით. ხან ტუჩთან მიუტანდა და ყლუპებად ასმევდა ავადმყოფს. თვალს ვერ ვაშორებდი ამ საოცარ გოგონას... ამასობაში სასწრაფოც მოვიდა, მოხუც მანდილოსან დახმარება გაუწიეს. ფეხზე წამოაყენეს. მოკლედ, მიხედეს.

ეს ლამაზი გოგონა, რომელიც რატომღაც ჩავთვალე, რომ საკუთარ ბებიას ეხმარებოდა, სრულიად უცხო ადამიანს უვლიდა თურმე ასე გამალებით. დღეს ეს გოგონა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილა და საკუთარი სიცოცხლისთვის უწევს ბრძოლა. შორენას გოგოზე მაქვს ლაპარაკი. ჩემს ლამაზ ქართველ საამაყო გოგოზე! ღმერთმა ჯამრთელი დაუბრუნოს თავის ოჯახს და საქართველოს" - წერს ვატო გელაშვილი ფეისბუქზე.

შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილი გუშინ საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. გოგონა საბედნიეროდ გადარჩა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა ნანი ყავლაშვილმა განუცხადა, პაციენტს აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები და მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადის.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს