კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!" - კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს ეხმაურება
"ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!" - კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს ეხმაურება

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ამ­ბობს, რომ ფაქ­ტი სა­მარ­ცხვი­ნო და ამაზ­რზე­ნია.

კო­ბა­ხი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია.

"14 მარტს ქალ­თა სტა­ტუ­სის კო­მი­სი­ის მე-60 სე­სია იხ­სნე­ბა ნიუ-იორკში, გა­ე­რო­ში, ხოდა მეც წა­მო­ვე­დი, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ, თუნ­დაც იმ მცი­რედ პროგ­რეს­ზე, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ, თუმ­ცა...... აქ ჩა­მო­სულს წა­მო­მე­წია ის სი­ბინ­ძუ­რე( ინ­ფორ­მა­ცი­ას ამას ვერ და­ვარ­ქმევ), რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მეც კი­დევ ერთხელ შოკ­ში ჩაგ­ვაგ­დო, ისევ კად­რე­ბი, ისევ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, ისევ ის ხელ­წე­რა, .......ვფიქ­რობ, სა­ერ­თოდ რა აზრი აქვს ახლა ჩემს აქ ყოფ­ნას?!რა გა­ვუ­ზი­ა­რო აქ ჩემს კო­ლე­გებს, რაზე ვე­სა­უბ­რო?! რო­გორ უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, რო­გორ იწერ­დნენ, რო­გორ ებ­რძოდ­ნენ პო­ლი­ტი­კურ ოპო­ნენ­ტებს და რო­გორ გრძელ­დე­ბა ამ ყვე­ლაფ­რით შან­ტა­ჟი დღე­საც?! რო­გო­რი მო­უ­შო­რე­ბე­ლი ჭირი გვჭირს და რო­გორ ვერ ვუმკლავ­დე­ბით?! ამაზ­რზე­ნია, სა­მარ­ცხვი­ნოა, ფარ­გლე­ბი არა აქვს იმ უსა­ხე­ლო არ­სე­ბე­ბის უზ­ნე­ო­ბას, ვინც იღებ­და, ინა­ხავ­და, ავ­რცე­ლებ­და და ავ­რცე­ლებს, იყე­ნებ­და და იყე­ნებს პი­რად ცხოვ­რე­ბას ია­რა­ღად!!! რაც არ უნდა არ გიყ­ვარ­დეთ, არ მოგ­წონ­დეთ, არ გინ­დო­დეთ, რო­გორ უნდა გა­ი­მე­ტოთ პო­ლი­ტი­კო­სი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნი, კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ასე­თი დარ­ტყმის­თვის! პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა არის პი­რა­დი და მორ­ჩა!!! ია­რა­ღი აღარ არის სა­ჭი­რო, ეს მკვლე­ლო­ბაა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი უსის­ხლო მკვლე­ლო­ბა!!! არ იმ­სა­ხუ­რებს ამას არც ჩემი ქვე­ყა­ნა, არც სა­ზო­გა­დო­ე­ბა და არც ადა­მი­ა­ნი!", - წერს კო­ბა­ხი­ძე.

ასე­ვე იხი­ლეთ: თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!" - კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს ეხმაურება

"ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!" - კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს ეხმაურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ამბობს, რომ ფაქტი სამარცხვინო და ამაზრზენია.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელება მიუღებელია.

"14 მარტს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია იხსნება ნიუ-იორკში, გაეროში, ხოდა მეც წამოვედი, ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ, თუნდაც იმ მცირედ პროგრესზე, რასაც მივაღწიეთ, თუმცა...... აქ ჩამოსულს წამომეწია ის სიბინძურე( ინფორმაციას ამას ვერ დავარქმევ), რამაც საზოგადოება და მეც კიდევ ერთხელ შოკში ჩაგვაგდო, ისევ კადრები, ისევ პირადი ცხოვრება, ისევ ის ხელწერა, .......ვფიქრობ, საერთოდ რა აზრი აქვს ახლა ჩემს აქ ყოფნას?!რა გავუზიარო აქ ჩემს კოლეგებს, რაზე ვესაუბრო?! როგორ უთვალთვალებდნენ, როგორ იწერდნენ, როგორ ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ გრძელდება ამ ყველაფრით შანტაჟი დღესაც?! როგორი მოუშორებელი ჭირი გვჭირს და როგორ ვერ ვუმკლავდებით?! ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!! რაც არ უნდა არ გიყვარდეთ, არ მოგწონდეთ, არ გინდოდეთ, როგორ უნდა გაიმეტოთ პოლიტიკოსი, უბრალოდ, ადამიანი, კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა, ასეთი დარტყმისთვის! პირადი ცხოვრება არის პირადი და მორჩა!!! იარაღი აღარ არის საჭირო, ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!!! არ იმსახურებს ამას არც ჩემი ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ადამიანი!", - წერს კობახიძე.

ასევე იხილეთ: თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს