კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა
თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

მას შემ­დეგ, რაც გუ­შინ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" Youtube-ზე ატ­ვირ­თუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­გენ­ტოს იმ პი­როვ­ნე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის საყ­ვე­დუ­რობ­ნენ, ვინც აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში ფი­გუ­რი­რებ­და. მათ შო­რის იყო "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე IPN-ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნი­უ­სი­სა და ფო­ტოს "სქ­რი­ნი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რი­თიც თა­ვად­ვე გა­ავ­რცე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის გავ­რცე­ლე­ბის­თვი­საც სა­ა­გენ­ტოს აკ­რი­ტი­კებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი "სქ­რი­ნი" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი­დან წა­შა­ლა, თუმ­ცა აღი­ა­რა, რომ მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას თა­ვა­დაც ხელი შე­უ­წყო:

"InterPressNews.ge - უბან­ძე­სი კან­ტო­რა რომ ხართ, უკვე ხომ გი­თხა­რით, უბ­რა­ლოდ გა­გი­მე­ო­რებთ.

P.S. სკრი­ნიც ახ­ლდა ამ სტა­ტუსს, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე კარ­გმა ადა­მი­ან­მა შე­ნიშ­ვნა მომ­ცა, რომ არ გა­მევ­რცე­ლე­ბი­ნა მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბა (მე ვფიქ­რობ, რომ ვი­ნა­ო­ბა თუ ვინ­მეს­თვის გა­სა­გე­ბი არ არის, ძა­ლი­ან მალე გახ­დე­ბა და ამ კან­ტო­რის გა­სა­ჭყლე­ტად თვალ­საჩ­ნო­ე­ბა უკე­თე­სია, მაგ­რამ ....), ამი­ტომ სკრი­ნის გა­რე­შე დავ­დებ და სი­ტყვა­ზე მენ­დეთ.

უბან­ძე­სე­ბი ხართ. სი­ბან­ძის ფსკერ­ზე ხართ", - და­წე­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა.

რო­დე­საც ტე­ლე­წამ­ყვანს კო­მენ­ტა­რებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი "სქ­რი­ნის" გავ­რცე­ლე­ბის გამო, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტმა შეც­დო­მა­ზე მი­უ­თი­თა, ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა კრი­ტი­კის ავ­ტორს შე­უ­რა­ცხყო­ფით უპა­სუ­ხა:

გარ­და ამი­სა, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ის გან­თავ­სე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს სა­ა­გენ­ტომ ვი­დე­ო­მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სა­ა­გენ­ტოს გუნ­დის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან:

"ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ცდი­ლო­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ, თით­ქოს ჩვენ გა­ვავ­რცე­ლეთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო – კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებთ, რომ ეს სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მცდე­ლო­ბაა.

ხაზს ვუს­ვამთ, რომ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ვი­დე­ოს შე­სა­ხებ შე­ი­ტყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქით", სა­დაც მა­სა­ლის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი იმ დროს უკვე აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ჩვენ არ გაგ­ვივ­რცე­ლე­ბია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო, თუმ­ცა სა­იტ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წუ­თით გან­თავ­სე­ბი­სას, სამ­წუ­ხა­როდ მი­ვუ­თი­თეთ მისი და­სა­ხე­ლე­ბა. ეს იყო შეც­დო­მა, რა­საც ჩვენ ვა­ღი­ა­რებთ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. სწო­რედ ამ შეც­დო­მის გამო მო­უხ­და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლა ჩვენს რე­დაქ­ტორს", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბის სრუ­ლი ვერ­სია: სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" გუნ­დის გან­ცხა­დე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

მას შემდეგ, რაც გუშინ "ინტერპრესნიუსმა" Youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც სააგენტოს იმ პიროვნების იდენტიფიცირებისთვის საყვედურობნენ, ვინც აღნიშნულ ვიდეოში ფიგურირებდა. მათ შორის იყო "ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე IPN-ზე განთავსებული ნიუსისა და ფოტოს "სქრინი" გამოაქვეყნა, რითიც თავადვე გაავრცელა ის ინფორმაცია, რომლის გავრცელებისთვისაც სააგენტოს აკრიტიკებდა. მოგვიანებით "ტაბულას" დირექტორმა აღნიშნული "სქრინი" "ფეისბუქის"  გვერდიდან წაშალა, თუმცა აღიარა, რომ მსხვერპლის ვინაობის იდენტიფიცირებას თავადაც ხელი შეუწყო:

"InterPressNews.ge - უბანძესი კანტორა რომ ხართ, უკვე ხომ გითხარით, უბრალოდ გაგიმეორებთ.

P.S. სკრინიც ახლდა ამ სტატუსს, მაგრამ რამდენიმე კარგმა ადამიანმა შენიშვნა მომცა, რომ არ გამევრცელებინა მსხვერპლის ვინაობა (მე ვფიქრობ, რომ ვინაობა თუ ვინმესთვის გასაგები არ არის, ძალიან მალე გახდება და ამ კანტორის გასაჭყლეტად თვალსაჩნოება უკეთესია, მაგრამ ....), ამიტომ სკრინის გარეშე დავდებ და სიტყვაზე მენდეთ.

უბანძესები ხართ. სიბანძის ფსკერზე ხართ", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

როდესაც ტელეწამყვანს კომენტარებში აღნიშნული "სქრინის" გავრცელების გამო, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა შეცდომაზე მიუთითა, ჩერგოლეიშვილმა კრიტიკის ავტორს შეურაცხყოფით უპასუხა:

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" მიერ ინფორმაციის განთავსების შემდეგ სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სააგენტომ ვიდეომასალაც გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ ამონარიდს სააგენტოს გუნდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან:

"ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზს ვუსვამთ, რომ "ინტერპრესნიუსმა" ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქით", სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა.

ჩვენ არ გაგვივრცელებია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა საიტზე ინფორმაციის რამდენიმე წუთით განთავსებისას, სამწუხაროდ მივუთითეთ მისი დასახელება. ეს იყო შეცდომა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ძალიან განვიცდით. სწორედ ამ შეცდომის გამო მოუხდა საპასუხისმგებლო თანამდებობიდან წასვლა ჩვენს რედაქტორს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადების სრული ვერსია: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს