საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"
"თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" წი­ნა­აღ­მდეგ ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რებ­ლის და­წყე­ბულ­მა კამ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს მიერ "იუ­თუ­ბი­ზე" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბას მოჰ­ყვა, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია.

მათი ნა­წი­ლი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტო "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცად არ უნდა იქ­ცეს" და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე უნდა ეძე­ბოს.

დაჩი გრძე­ლიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

მა­ი­ტა, მეც ამო­ვარ­ტყამ აზრს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჩეკ­ზე, რა­ხან ასეა:) ისე ვა­ტყობ, IPN-თან გა­მი­ჯვნა კაი ტი­პო­ბის სი­ნო­ნი­მად იქცა - სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი რიგ­ში დგა­ნან სა­ა­გენ­ტოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­წყვე­ტა­ზე. რას იზამ, ჩვენ ხომ ტრენ­დო­მა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვართ. იყ­ვი­რებს ერთი და ვყვი­რით ჩვენც. თუ არა­და, კი ვართ თავ­ჩარ­გუ­ლე­ბი, თუნ­დაც ქვი­შის ნაც­ვლად ბე­ტონ­ზე ვიდ­გეთ. და რო­გორც ჩანს, შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა, ბო­დი­შის მოხ­და, უფ­რო­სის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­შია, ისე­ვე რო­გორც, სამ­წუ­ხა­როდ, თვით შეც­დო­მაც. სხვაგ­ვა­რად ყვე­ლა უწყე­ბა ამის ნაც­ვლად - (ყვე­ლა, რო­გორც ერთი) დათო უსუ­ფაშ­ვი­ლის ძალ­ზე ადექ­ვა­ტურ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ და ღირ­სე­ულ გან­ცხა­დე­ბას არა მხო­ლოდ შე­უ­ერ­თდე­ბო­და, არა­მედ კა­ტე­გო­რი­უ­ლა­დაც მო­ი­თხოვ­და მისი ყვე­ლა პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბას. გა­დამ­ღე­ბი, შემ­ნა­ხა­ვი, დამ­დე­ბი - ეს ხალ­ხი სა­მა­გა­ლი­თოდ უნდა და­ი­სა­ჯოს, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, ბოლო მო­ე­ღოს ამ უსა­ზი­ზღრეს ტრა­დი­ცი­ას, კომ­პრო­მა­ტე­ბად რომ გვარ­წყე­ვენ თავ­ზე. ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რის­ხვის სა­მიზ­ნე აი­პი­ე­ნი და იუ­თუ­ბი კი არა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი უწყე­ბე­ბი უნდა იყოს და არ უნდა მო­ვეშ­ვათ მა­ნამ­დე, სა­ნამ კონ­კრე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არ გა­სა­მარ­თლდე­ბი­ან. არ უნდა მო­ვეშ­ვათ ულ­ტი­მა­ტუ­მის დო­ნე­ზე, რად­გან ვფიქ­რობ, რომ გაბ­რა­ზე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ვა­ლია.

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

სა­ა­გენ­ტომ შეც­დო­მა აღი­ა­რა, ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი, სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი (და არა რი­გი­თი რე­დაქ­ტო­რი) სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს! კი­დევ რა უნდა ქნან?! და­ი­ხუ­რონ?! ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის და­ხურ­ვა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნას ნიშ­ნავს. რა სა­ჭი­როა ეს სა­ერ­თო ის­ტე­რი­კა?! ხომ არ ამ­ბო­ბენ, კარ­გად მო­ვი­ქე­ცი­თო ყვე­ლა­ფერ­ში რო­გორ ზო­მი­ე­რე­ბა გვღა­ლა­ტობს?! ასე­თი ის­ტე­რი­კა "რე­ალ­ტი­ვის" წი­ნა­აღ­მდე­გაც კი არა­ვის მო­უ­წყვია. მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი კი იმის მა­გივ­რად, რომ ძა­ლო­ვა­ნებს დამ­ნა­შა­ა­ვე­ე­ბის სას­წრა­ფოდ გა­მოვ­ლე­ნის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ, სა­ა­გენ­ტოს ემიჯ­ნე­ბი­ან, რო­მელ­მაც შეც­დო­მა თა­ვა­დაც აღი­ა­რა. ტე­ხავს ეს ერ­თმა­ნე­თის წამ­ხე­დუ­რო­ბა და შე­ჯიბ­რი, ვინ იპო­ვის გან­ტე­ვე­ბის ვაცს. მაგ­რად ტე­ხავს! შეც­დო­მა ყვე­ლას მოს­დის! მთა­ვა­რია, შეც­დო­მა­ში არ გა­ჯი­უტ­დე!

დათო ლიკ­ლი­კა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ორი ათე­უ­ლი წე­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნას. არას­დროს არ­ცერ­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ნავ­ში" არ ჩამ­ჯდა­რა. რამ­დე­ნი რამ გა­და­ი­ტა­ნა და ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო და პირ­ვე­ლი იყო. ახლა ერთი შეც­დო­მის­თვის გა­და­ვუ­ა­როთ ყვე­ლამ, ჩავ­ქო­ლოთ და გავ­თე­ლოთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა. ამით გა­დავ­ფა­როთ მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი - ვინც გა­და­ი­ღო, ვინც და­გეგ­მა, ვინც ატ­ვირ­თა, ვინც დაკ­ვე­თა... მხო­ლოდ "ინ­ტერპრესს" შევ­დგეთ!

რაულ ქი­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

მე, რაულ ქი­რია, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო Front Newsის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს"!!! მი­ზე­ზი მდგო­მა­რე­ობს შემ­დეგ­ში, არ­ცერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის და­ზღვე­უ­ლი მსგავ­სი სი­ბინ­ძუ­რე შე­მო­გიგ­დონ და და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ნა­თავ­სო, ამი­ტომ სა­ა­გენ­ტო­ზე კი ნუ ამ­ტვრევთ "ჯოხს" გა­დამ­ღებს და ამ­ტვირ­თავს მო­ხე­დეთ, ნუ გა­და­უ­ა­რეთ სა­ა­გენ­ტოს, იმ სა­ა­გენ­ტო­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ინ­დეთ... მო­გე­ცათ თემა და გა­და­უ­ა­რეთ, ასე არ ხდე­ბა, გა­დამ­ღე­ბი და ამ­ტვირ­თა­ვი მო­ი­კი­თხეთ. ეს ამ­ბა­ვი მხო­ლოდ ერთ რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა - მეტი კონ­ტრო­ლი მე­დი­ა­ზე...

P.შ ნუ გამ­კი­ცხავთ ამ სტა­ტუ­სის­თვის, "ინ­ტერპრე­სი" დიდი კონ­კუ­რენ­ტია, მაგ­რამ ასე თავ­ზე გა­და­უ­ა­როთ, ლან­ძღოთ, არ გა­მო­გი­ვათ, გახ­სოვ­დეთ გა­ჭირ­ვე­ბი­სას "ერ­თმა­ნე­თის მტე­რი" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ერ­თნი ვხდე­ბით...

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ექ­სპერ­ტი:

ის, რაც "IPN"-ს გარ­შე­მო ხდე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ცე­სი არ მგო­ნია. "რუს­თა­ვი 2" პირ­და­პირ ეთერ­ში აჩ­ვე­ნებ­და შიშ­ველ ადა­მი­ა­ნებს "რე­ი­დე­ბი­სას", პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის პი­რად სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს, ამ არ­ხის მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მთე­ლი ამ სა­ზი­ზღა­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის ძი­რი­თა­დი შემ­ქმნე­ლი და დამ­შვე­ბი, არა­ერ­თი სა­ა­გენ­ტო ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პი­რად სივ­რცეს ასა­ჯა­რო­ებს და ა.შ.

ეს სა­ა­გენ­ტო არა­ერ­თი წე­ლია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლად უმკლავ­დე­ბა ეთი­კის სტან­დარ­ტი­თაც და სხვა სტან­დარ­ტებ­საც და ერთი შეც­დო­მის, თუნ­დაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეც­დო­მის გამო, ასე წყალ­ში გა­და­ყა­რონ ამ­დე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნის შრო­მა და ამ­დენ ჟურ­ნა­ლისტს-რე­დაქ­ტორს და სხვა თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლე­ბიც აქ მუ­შა­ო­ბენ, უც­ბად აჰ­კი­დონ იარ­ლი­ყი, ეს უსა­მარ­თლოა.

დიახ, ძა­ლი­ან ცუდი რამ მო­უ­ვი­და IPN-ს, ბო­დი­შიც უნდა მო­ი­ხა­დოს, მე­ტად მო­ი­წა­დი­ნოს რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე და ა.შ. მაგ­რამ მა­თი­ვე კო­ლე­გე­ბის­გან და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­გან მათ­ზე ასე­თი თავ­დას­ხმა ასე­ვე მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის.

გან­სა­კუთ­რე­ბით შევ­ჩერ­დე­ბო­დი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­ზე, გა­მო­წე­რა გა­ვა­უქ­მე­თო, იმ­პულ­სუ­რად და აფექ­ტუ­რად რომ გა­ი­ძა­ხით, თქვენს ად­გი­ლას, ღირ­სე­ულ მო­წო­დე­ბას გა­ვა­კე­თებ­დი, რომ არას­წო­რად მო­იქ­ცა სა­ა­გენ­ტო და მსგავ­სი რამ არ უნდა გან­მე­ორ­დეს, თუნ­დაც ის, რომ მათი ნდო­ბა შე­ლა­ხა და ა.შ. მკვეთ­რი კრი­ტი­კა, მაგ­რამ მთელ ამ პრო­ცეს­ში სა­ნი­მუ­შოდ და სა­ხალ­ხოდ რომ "IPN" "და­სა­ჯეთ", ეს არას­წო­რია.

პი­რა­დად, მე, პი­რა­დი მო­ტი­ვით მხო­ლოდ წყე­ნას თუ გა­მოვ­ხა­ტავ ამ სა­ა­გენ­ტოს მი­მართ, რად­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად ეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ავ­რცე­ლებს ან ჩემს მო­საზ­რე­ბებს ან ჩემს პო­ზი­ცი­ებს, მა­შინ რო­დე­საც მათი კო­ლე­გე­ბი მე­ტად თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, მაგ­რამ... ამის მი­უ­ხე­და­ვად, ნამ­დვი­ლად გულ­წრფე­ლად გან­ვიც­დი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში IPN-ზე "უა­რე­სი" ვე­რა­ვინ ნა­ხეს და "თა­ვის წაც­ლაც" ბევ­რმა მათ­ზე მო­ინ­დო­მა.

იზო რი­კა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

სა­ო­ცა­რი შე­ტე­ვაა იპნ-სა და პა­ლიტ­რა­მე­დი­ა­ზე. ვნა­ხე პოს­ტე­ბი, სა­დაც პირ­ველ პი­რებ­თან მათი ექ­სკლუ­ზი­ვე­ბი ლა­მის და­ნა­შა­უ­ლად გა­მო­ცხად­და. და­ი­წე­რა, რომ პა­ლიტ­რა­მე­დი­ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ კი­თხვებს სვა­მენ და ა.შ. ეს უკვე მე­ტის­მე­ტია და ამა­ზე გა­ჩუ­მე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი, რად­გან 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვსვამ­დი ამ კი­თხვებს "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­ხე­ლით. ყო­ფი­ლი ან მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არა­ვის­თან არ­ცერ­თი კი­თხვა არა­სო­დეს შე­თან­ხმე­ბუ­ლა. სწო­რედ ამი­ტო­მაც ვი­მუ­შა­ვე ამ გა­ზეთ­ში 15 წელი. პრობ­ლე­მა იქ და­ი­ნა­ხეთ, სა­დაც არის და არა იქ, სა­დაც გინ­დათ.

მა­ნა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბასთნ ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი:

ომის დღე­ებ­ში ჩვე­ნი ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ჩე­რებ­ლად რე­კავ­და. რე­კავ­და ყვე­ლა, მათ შო­რის შიდა ქარ­თლის სოფ­ლე­ბი­დან და გვა­ტყო­ბი­ნებ­დნენ, სად და რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­ჩე­ნი­ლი, ითხოვ­დნენ შვე­ლას. რე­კავ­დნენ, რო­გორც ცხელ ხაზ­ზე, ხში­რად ეს ზარი გა­დარ­ჩე­ნის ბოლო იმე­დი იყო ალ­ბათ. გვიკ­ვირ­და, სა­ი­დან ჰქონ­და ამ­დენ ადა­მი­ანს სოფ­ლებ­ში ჩვე­ნი ოფი­სის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი. ჩვენც ვაწ­ვდი­დით ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს. პირ­და­პირ ცე­ცხლის ხა­ზი­დან ამ­დე­ნი ზარი და ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბა იყო "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და სან­დო­ო­ბი­სა. მა­შინ კი­დევ ერთხელ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე იქ მუ­შა­ო­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მას შემ­დეგ ამ სა­ა­გენ­ტოს პო­პუ­ლა­რო­ბა თუ არ გა­ი­ზარ­და, არც შემ­ცი­რე­ბუ­ლა. ამი­ტომ ეხლა კარ­გად ვიცი, რას გა­ნიც­დის იქ მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ მომ­ხდა­რის გამო.

გი­ორ­გი ჟორჟლი­ა­ნი, "პა­ლიტ­რის" ნი­უს­რუ­მის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

მე პა­ლიტ­რე­ლი ვარ. დღე­ვან­დელ დღემ­დე ვა­მა­ყობ­დი ამით... და... არ ინერ­ვი­უ­ლოთ, კი­დევ ბევრ დღეს და წელს ვი­ა­მა­ყებ!!! მე მიყ­ვარს InterPressNews.ge იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მა­გა­რია.

იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ხალ­ხი მუ­შა­ობ­და და იზ­რდე­ბო­და აქ. ძა­ლი­ან მაგ­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ დღე­საც და გა­იზ­რდე­ბი­ან ხვა­ლაც! სამ­წუ­ხა­როდ მე აღარ ვმუ­შა­ობ ინ­ტერპრეს­ნი­უს­ში, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა - InterPressNews.ge ჩემი სხე­უ­ლის ნა­წი­ლია, სამ­წუ­ხა­როდ IPN-ი იმ­დე­ნად მა­გა­რიც არის, რომ მის შეც­დო­მებს ძა­ლი­ან დიდი რე­ზო­ნან­სი მოყ­ვე­ბა. ტექ­ნი­კურ­საც კი!

ფაქ­ტია! - IPN-ი იმ­დე­ნად გავ­ლე­ნი­ა­ნია, რომ ის, რაც ეპა­ტი­ე­ბა სხვა მე­დი­ას, უჩ­ვე­უ­ლო და მო­უ­ლოდ­ნე­ლია ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის. თუმ­ცა თუ ადა­მი­ანს გონი უჭ­რის, მან იცის რომ შეც­დო­მებს ჩვენ ვუშ­ვებთ, ადა­მი­ა­ნე­ბი, პი­როვ­ნე­ბე­ბი და არა სა­ა­გენ­ტო.

მე პი­რა­დად ბევ­რი შეც­დო­მა მომ­სვლია. და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყო­ველ­თვის არ მყოფ­ნია ძალა რომ მე­ღი­ა­რე­ბი­ნა... ბო­დი­ში მო­მე­ხა­და... სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის ხალ­ხი ვი­საც ეს შე­უძ­ლია და მე ძა­ლი­ან მაგ­რად მიყ­ვარს ის ერთი, კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, და ყო­ველ­თვის და­ვუდ­გე­ბი მხარ­ში!

აქვე მინ­და მივ­მარ­თო სხვა­დას­ხვა "მო­ბო­ი­კო­ტე" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­მი­ნის­ტრო­ებს, პო­ლი­ტი­კო­სებ­სა თუ ჟურ­ნა­ლის­ტებს. ჯერ გა­ერ­კვი­ეთ ბო­ლომ­დე. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ რე­ა­ლო­ბა და მერე ატე­ხეთ ამ­ბა­ვი.

ისე არ მოხ­დეს, რომ მერე, რო­გორც გჩ­ვე­ვი­ათ, სა­კუ­თა­რი ნათ­ქვა­მი მო­ლო­კოთ და გა­დაყ­ლა­პოთ. ხელს რომ ინ­ტერპრეს­ს­ნი­უსს აწ­მენდთ. სი­მარ­თლე მარ­თლა არ იცით?

IPN-მა გა­ავ­რცე­ლა ეს ვი­დეო? - არა! IPN-მა გა­და­ი­ღო? - არა! IPN-მა და­გი­ლინ­კათ? - არა! - და­ი­წე­რა!!!!!!!!!!!!!! და­ი­წე­რა, რომ ასე­თი ვი­დეო და­ი­დო!!!!!!

რე­ა­ლო­ბა ის არის რომ უბ­რა­ლოდ, - ყვე­ლას­თვის დას­წრე­ბის და პირ­ვე­ლო­ბის გუ­ლის­თვის მო­იქ­ნი­ეს ეს ნი­უ­სი ნა­ჯა­ხი­ვით და... მოხ­და ის, რაც მოხ­და... ვი­ღა­ცას პრო­ფე­სი­ნა­ლიზ­მი და­აკ­ლდა, ვი­ღა­ცას მოთ­მი­ნე­ბა, ვი­ღა­ცას უბ­რა­ლო გამ­ჭრი­ა­ხო­ბა. ეს რე­ა­ლო­ბაა და ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით. სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რი შეც­დო­მა და­ემ­თხვა. და ამ ყვე­ლა შეც­დო­მა­ზე - კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უკვე აგეს პა­სუ­ხი და ვგო­ნებ, იმა­ზე მკაც­რა­დაც, - ვიდ­რე ეკუთ­ვნო­დათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"

"თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"

სოციალურ ქსელში "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ ზოგიერთი მომხმარებლის დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს მიერ "იუთუბიზე" გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმაციის მომზადებას მოჰყვა, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების პროტესტი გამოიწვია.

მათი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს "ინტერპრესნიუსს" და მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში სააგენტო "განტევების ვაცად არ უნდა იქცეს" და საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რეალური დამნაშავე უნდა ეძებოს.

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:

მაიტა, მეც ამოვარტყამ აზრს საზოგადოებრივ ჩეკზე, რახან ასეა:) ისე ვატყობ, IPN-თან გამიჯვნა კაი ტიპობის სინონიმად იქცა - სახელმწიფო უწყებები რიგში დგანან სააგენტოსთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. რას იზამ, ჩვენ ხომ ტრენდომანი საზოგადოება ვართ. იყვირებს ერთი და ვყვირით ჩვენც. თუ არადა, კი ვართ თავჩარგულები, თუნდაც ქვიშის ნაცვლად ბეტონზე ვიდგეთ. და როგორც ჩანს, შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა, უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება აქ არაფერ შუაშია, ისევე როგორც, სამწუხაროდ, თვით შეცდომაც. სხვაგვარად ყველა უწყება ამის ნაცვლად - (ყველა, როგორც ერთი) დათო უსუფაშვილის ძალზე ადექვატურ, პროფესიონალურ და ღირსეულ განცხადებას არა მხოლოდ შეუერთდებოდა, არამედ კატეგორიულადაც მოითხოვდა მისი ყველა პუნქტის შესრულებას. გადამღები, შემნახავი, დამდები - ეს ხალხი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღოს ამ უსაზიზღრეს ტრადიციას, კომპრომატებად რომ გვარწყევენ თავზე. ამიტომ საზოგადოებრივი რისხვის სამიზნე აიპიენი და იუთუბი კი არა, სამართალდამცველი უწყებები უნდა იყოს და არ უნდა მოვეშვათ მანამდე, სანამ კონკრეტული დამნაშავეები არ გასამართლდებიან. არ უნდა მოვეშვათ ულტიმატუმის დონეზე, რადგან ვფიქრობ, რომ გაბრაზება ჩვენი საზოგადოებრივი ვალია.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

სააგენტომ შეცდომა აღიარა, ბოდიში მოიხადა, მთავარი პასუხისმგებელი პირი, სააგენტოს უფროსი (და არა რიგითი რედაქტორი) სამსახურიდან გაუშვეს! კიდევ რა უნდა ქნან?! დაიხურონ?! ინტერპრესნიუსის დახურვა რამდენიმე ათეული ჟურნალისტის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს. რა საჭიროა ეს საერთო ისტერიკა?! ხომ არ ამბობენ, კარგად მოვიქეცითო ყველაფერში როგორ ზომიერება გვღალატობს?! ასეთი ისტერიკა "რეალტივის" წინააღმდეგაც კი არავის მოუწყვია. მთავრობის წევრები კი იმის მაგივრად, რომ ძალოვანებს დამნაშაავეების სასწრაფოდ გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ, სააგენტოს ემიჯნებიან, რომელმაც შეცდომა თავადაც აღიარა. ტეხავს ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, ვინ იპოვის განტევების ვაცს. მაგრად ტეხავს! შეცდომა ყველას მოსდის! მთავარია, შეცდომაში არ გაჯიუტდე!

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

ორი ათეული წელია "ინტერპრესნიუსი" კეთილსინდისიერად ემსახურება ამ ქვეყანას. არასდროს არცერთი ხელისუფლების "ნავში" არ ჩამჯდარა. რამდენი რამ გადაიტანა და ყოველთვის სამაგალითო და პირველი იყო. ახლა ერთი შეცდომისთვის გადავუაროთ ყველამ, ჩავქოლოთ და გავთელოთ მედიასაშუალება. ამით გადავფაროთ მთავარი დანაშაული - ვინც გადაიღო, ვინც დაგეგმა, ვინც ატვირთა, ვინც დაკვეთა... მხოლოდ "ინტერპრესს" შევდგეთ!

რაულ ქირია, ჟურნალისტი:

მე, რაულ ქირია, ახალი ამბების სააგენტო Front Newsის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი სოლიდარობას ვუცხადებ "ინტერპრესნიუსს"!!! მიზეზი მდგომარეობს შემდეგში, არცერთი მედიასაშუალება არ არის დაზღვეული მსგავსი სიბინძურე შემოგიგდონ და დაუფიქრებლად განათავსო, ამიტომ სააგენტოზე კი ნუ ამტვრევთ "ჯოხს" გადამღებს და ამტვირთავს მოხედეთ, ნუ გადაუარეთ სააგენტოს, იმ სააგენტოში მომუშავე ჟურნალისტები დაინდეთ... მოგეცათ თემა და გადაუარეთ, ასე არ ხდება, გადამღები და ამტვირთავი მოიკითხეთ. ეს ამბავი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - მეტი კონტროლი მედიაზე...

P.შ ნუ გამკიცხავთ ამ სტატუსისთვის, "ინტერპრესი" დიდი კონკურენტია, მაგრამ ასე თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ, გახსოვდეთ გაჭირვებისას "ერთმანეთის მტერი" ჟურნალისტებიც ერთნი ვხდებით...

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

ის, რაც "IPN"-ს გარშემო ხდება, სამართლიანი პროცესი არ მგონია. "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში აჩვენებდა შიშველ ადამიანებს "რეიდებისას", პოლიტიკური ოპონენტების პირად სატელეფონო საუბრებს, ამ არხის მმართველი პოლიტიკური პარტია მთელი ამ საზიზღარი ჩანაწერების ძირითადი შემქმნელი და დამშვები, არაერთი სააგენტო ცნობილი ადამიანების პირად სივრცეს ასაჯაროებს და ა.შ.

ეს სააგენტო არაერთი წელია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად უმკლავდება ეთიკის სტანდარტითაც და სხვა სტანდარტებსაც და ერთი შეცდომის, თუნდაც მნიშვნელოვანი შეცდომის გამო, ასე წყალში გადაყარონ ამდენი პროფესიონალი ადამიანის შრომა და ამდენ ჟურნალისტს-რედაქტორს და სხვა თანამშრომელს, რომლებიც აქ მუშაობენ, უცბად აჰკიდონ იარლიყი, ეს უსამართლოა.

დიახ, ძალიან ცუდი რამ მოუვიდა IPN-ს, ბოდიშიც უნდა მოიხადოს, მეტად მოიწადინოს რეპუტაციის შენარჩუნებაზე და ა.შ. მაგრამ მათივე კოლეგებისგან და სახელმწიფო უწყებებისგან მათზე ასეთი თავდასხმა ასევე მიუღებელია ჩემთვის.

განსაკუთრებით შევჩერდებოდი სახელმწიფო უწყებებზე, გამოწერა გავაუქმეთო, იმპულსურად და აფექტურად რომ გაიძახით, თქვენს ადგილას, ღირსეულ მოწოდებას გავაკეთებდი, რომ არასწორად მოიქცა სააგენტო და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, თუნდაც ის, რომ მათი ნდობა შელახა და ა.შ. მკვეთრი კრიტიკა, მაგრამ მთელ ამ პროცესში სანიმუშოდ და სახალხოდ რომ "IPN" "დასაჯეთ", ეს არასწორია.

პირადად, მე, პირადი მოტივით მხოლოდ წყენას თუ გამოვხატავ ამ სააგენტოს მიმართ, რადგან ყველაზე ნაკლებად ეს მედიასაშუალება ავრცელებს ან ჩემს მოსაზრებებს ან ჩემს პოზიციებს, მაშინ როდესაც მათი კოლეგები მეტად თანამშრომლობენ, მაგრამ... ამის მიუხედავად, ნამდვილად გულწრფელად განვიცდი, რომ ამ ქვეყანაში IPN-ზე "უარესი" ვერავინ ნახეს და "თავის წაცლაც" ბევრმა მათზე მოინდომა.

იზო რიკაძე, ჟურნალისტი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი:

საოცარი შეტევაა იპნ-სა და პალიტრამედიაზე. ვნახე პოსტები, სადაც პირველ პირებთან მათი ექსკლუზივები ლამის დანაშაულად გამოცხადდა. დაიწერა, რომ პალიტრამედიის ჟურნალისტები წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამენ და ა.შ. ეს უკვე მეტისმეტია და ამაზე გაჩუმება წარმოუდგენელი, რადგან 15 წლის განმავლობაში მე ვსვამდი ამ კითხვებს "კვირის პალიტრის" სახელით. ყოფილი ან მოქმედი ხელისუფლებიდან არავისთან არცერთი კითხვა არასოდეს შეთანხმებულა. სწორედ ამიტომაც ვიმუშავე ამ გაზეთში 15 წელი. პრობლემა იქ დაინახეთ, სადაც არის და არა იქ, სადაც გინდათ.

მანანა მჭედლიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი:

ომის დღეებში ჩვენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. რეკავდა ყველა, მათ შორის შიდა ქართლის სოფლებიდან და გვატყობინებდნენ, სად და რამდენი ადამიანი იყო ჩარჩენილი, ითხოვდნენ შველას. რეკავდნენ, როგორც ცხელ ხაზზე, ხშირად ეს ზარი გადარჩენის ბოლო იმედი იყო ალბათ. გვიკვირდა, საიდან ჰქონდა ამდენ ადამიანს სოფლებში ჩვენი ოფისის ტელეფონის ნომრები. ჩვენც ვაწვდიდით ამ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს. პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან ამდენი ზარი და ინფორმაცია ყველაზე ნათელი დადასტურება იყო "ინტერპრესნიუსის" პოპულარობისა და სანდოობისა. მაშინ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე იქ მუშაობის პასუხისმგებლობა. მას შემდეგ ამ სააგენტოს პოპულარობა თუ არ გაიზარდა, არც შემცირებულა. ამიტომ ეხლა კარგად ვიცი, რას განიცდის იქ მომუშავე ყველა ადამიანი და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

გიორგი ჟორჟლიანი, "პალიტრის" ნიუსრუმის ყოფილი ხელმძღვანელი:

მე პალიტრელი ვარ. დღევანდელ დღემდე ვამაყობდი ამით... და... არ ინერვიულოთ, კიდევ ბევრ დღეს და წელს ვიამაყებ!!! მე მიყვარს InterPressNews.ge იმიტომ რომ ძალიან მაგარია.

იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი მუშაობდა და იზრდებოდა აქ. ძალიან მაგრები მუშაობენ დღესაც და გაიზრდებიან ხვალაც! სამწუხაროდ მე აღარ ვმუშაობ ინტერპრესნიუსში, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება - InterPressNews.ge ჩემი სხეულის ნაწილია, სამწუხაროდ IPN-ი იმდენად მაგარიც არის, რომ მის შეცდომებს ძალიან დიდი რეზონანსი მოყვება. ტექნიკურსაც კი!

ფაქტია! - IPN-ი იმდენად გავლენიანია, რომ ის, რაც ეპატიება სხვა მედიას, უჩვეულო და მოულოდნელია ინტერპრესნიუსისთვის. თუმცა თუ ადამიანს გონი უჭრის, მან იცის რომ შეცდომებს ჩვენ ვუშვებთ, ადამიანები, პიროვნებები და არა სააგენტო.

მე პირადად ბევრი შეცდომა მომსვლია. და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის არ მყოფნია ძალა რომ მეღიარებინა... ბოდიში მომეხადა... საბედნიეროდ, არის ხალხი ვისაც ეს შეუძლია და მე ძალიან მაგრად მიყვარს ის ერთი, კონკრეტული ადამიანი, და ყოველთვის დავუდგები მხარში!

აქვე მინდა მივმართო სხვადასხვა "მობოიკოტე" ორგანიზაციებს, სამინისტროებს, პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებს. ჯერ გაერკვიეთ ბოლომდე. ობიექტურად შეაფასეთ რეალობა და მერე ატეხეთ ამბავი.

ისე არ მოხდეს, რომ მერე, როგორც გჩვევიათ, საკუთარი ნათქვამი მოლოკოთ და გადაყლაპოთ. ხელს რომ ინტერპრესსნიუსს აწმენდთ. სიმართლე მართლა არ იცით?

IPN-მა გაავრცელა ეს ვიდეო? - არა! IPN-მა გადაიღო? - არა! IPN-მა დაგილინკათ? - არა! - დაიწერა!!!!!!!!!!!!!! დაიწერა, რომ ასეთი ვიდეო დაიდო!!!!!!

რეალობა ის არის რომ უბრალოდ, - ყველასთვის დასწრების და პირველობის გულისთვის მოიქნიეს ეს ნიუსი ნაჯახივით და... მოხდა ის, რაც მოხდა... ვიღაცას პროფესინალიზმი დააკლდა, ვიღაცას მოთმინება, ვიღაცას უბრალო გამჭრიახობა. ეს რეალობაა და ამას ვერ გავექცევით. სამწუხაროდ ბევრი შეცდომა დაემთხვა. და ამ ყველა შეცდომაზე - კონკრეტულმა ადამიანებმა უკვე აგეს პასუხი და ვგონებ, იმაზე მკაცრადაც, - ვიდრე ეკუთვნოდათ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს