სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება რუსი ტელეწამყვანის, ივან ურგანტის შოუს "Вечерний Ургант" ჩანაწერი, სადაც გია კორკოტაშვილი, ქართული სუფრის ფონზე, წამყვანთან, ტრიო დარბაზთან და მომღერალ ლუბა უსპენსკაიასთან ერთად მღერის. გადაცემას ასევე აქტიური გამოხმაურება და უამრავი კომენტარი მოყვა:
მერსი სულხანიშვილი:
ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლია გადაცემას რესპოდენტი გააბანძოს... ))) იმდენი შეგნება უნდა გქონდეს მაინც, რომ ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ ჯდები შოუში, გიწვევენ არა იმიტომ რომ ღირებული რესპოდენტი ხარ, არამედ ინტერნეტში წააწყდნენ შენს "ჩუნგა ჩანგას" და შენით ცდილობენ გადაცემა შეავსონ.
გიორგი ხაბურძანია:
ბრწყინვალე მაგალითი სად და როგორ ხედავს რუსული კულტურა ქართველს. აშაყირებენ და ვერ ხვდება გრუზინი, სტერეოტიპების პარადია და უხარია ქართველს გონია, რომ მოხიბლა ყველა და დაიპყრო მოსკოვები :)) დამაგივირგვინებლად კი ბოლოში რუსი ხაზს უსვამს, რომ მთელი კავკასია ერთი **ეა და სადაც თბილისი იქ სოჩაც, ორივე დიდი რუსეთის პროვინციაა.
ირაკლი კაკაბაძე:
ბრავო. აი, როგორ უნდა ხელოვნებით რასიზმის და ეთნოცენტრიზმის დაძლევა.
ახლა ამაზე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კომენტარის გაკეთება არის სრული იდიოტიზმი. სახალხო დიპლომატია აი, ასეთი უნდა ზუსტად. ამდენი ხალხი უყურებს. და უნდა გადავლახოთ რუსო-ფობიაც და გრუზინო-ფობიაც და დავიწყოთ ნორმალური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობები. ხელოვნება ამაში საუკეთესო დამხმარეა.
ბაკურ ბაკურაძე:
ოქროები ხართ:)))
მანჩო გიორგობიანი:
გენაცვალე შენ, გვასახელე, ყველას გადაუხურე
! (კტო ბი სამნევალსია, მაგრამ მაინც )))))
ჩვენი ახალგაზრდობის კუმირს, ლუბა უსპენსკაიას, გადაცემის შემდეგ , თეონა კონტრიძესთან დაურეკავს.. )))
Teona Kontridze: "ლюბამ, გადაცემის მერე , ისეთმა ეიფორიულმა დამირეკა, ისეთი ბედნიერი იყო... "
* * *
ჩემთანაც დავწერე, შენთანაც გავიმეორებ ))))
ცნობისთვის , ლიუბა უსპენსკაია ემიგრაციის და ბრაიტონ ბიჩის ვარსკვლავია, სსრკ-ს დაშლის პერიოდში ჩამოვიდა...
ურგანტი ესტონური წარმოშობის გვარია, დიდი ბაბუა სამხედრო ჰყავდა და შვილთან, უმცროსი ურგანტის ბებიათან - შემდგომში ცნობილ მსახიობ ნინა ურგანტთან - ერთად, წლები იცხოვრეს თბილისში (გადასარევად ლაპარაკობს ქართულად)))... თვითონ ურგანტს ებრაული სისხლიც აქვს, რუსულიც და სხვათა შორის, ქართველი მეუღლე ჰყავს... ესეც ისე, ცნობისთვის ))
ბექა ხოფერია:
რამხელა ბედნიერებაა, როდესაც საქართველოში არ ხარ და საღამოს ზიხარ ოჯახთან ერთად ტელევიზორთან და დაინახავ ქართველებს და ქართულ კულტურას!!!
კრიტიკოსებსა და თაყვანისმცემლებს გია კორკოტაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უპასუხა:
გია კორკოტაშვილი:
მაგ გულებში გენაცვალეთ ჩემო ოქროს ადამიანებო ვისაც სხვისი ბედნიერების გაზიარება შეგიძლიათ როგორც საკუთარის. ბოღმაჩებო გასკდით გულზე მე თქვენ პასუხის ღირსი არ გაგხადოთ ,,ჯირნად" მოგივათ ,,ჩქიმი" რეკლამა!!!!!!!!!!!!!!