პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს
"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს

დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ასა­ჯა­რო­ებს წე­რილს, რო­მე­ლიც მისი თქმით, სამ­გვერ­დი­ა­ნია და რომ­ლის დე­და­ნიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ინა­ხე­ბა. წე­რილს ხელს აწერს დი­რი­ჟო­რი, ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ-კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ კა­ხი­ძე. წე­რი­ლის ბო­ლოს, ტექ­სტში ვკი­თხუ­ლობთ: "წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, ჯან­სუღ კა­ხი­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლურ ცენ­ტრში ნ. მე­მა­ნიშ­ვი­ლი-რაჭ­ვე­ლის დი­რი­ჟო­რის ამ­პლუ­ა­ში გა­მო­ჩე­ნა. ეს იქ­ნე­ბო­და, ცენ­ტრის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დო­ნის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და მე­ტიც, ჯან­სუღ კა­ხი­ძის ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა".

ფო­ტოს­თან ერ­თად, ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ვრცელ სტა­ტუსს წერს, რო­მელ­შიც წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, რომ ორ­კესტრს არ უთ­მო­ბენ ად­გილს თბი­ლი­სის მუ­სი­კა­ლურ-კულ­ტუ­რულ ცენ­ტრში: "დღეს და­ვი­წყეთ გუს­ტავ მა­ლე­რის V სიმ­ფო­ნი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა! ყვე­ლას უხა­რია, მე ვარ ბედ­ნი­ე­რი, რომ შე­მიძ­ლია ასეთ ნა­წარ­მო­ებ­თან მქონ­დეს შე­ხე­ბა! ჩვე­ნი ორ­კესტრი, რო­მელ­მაც გა­სულ სე­ზონ­ზე მა­ლე­რის I სიმ­ფო­ნია წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა (2-ჯერ გა­ვი­მე­ო­რეთ), წელს კი­დევ ერთ ტი­ტანს შე­ე­ჭი­და! სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს მალე გა­ვა­ხა­რებთ!

მაგ­რამ, ყვე­ლას სა­ხე­ზე გვე­წე­რა ერთი რი­ტო­რი­კუ­ლი და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ლე­იტ­მო­ტი­ვად ქცე­უ­ლი შე­კი­თხვა: სად და­ვუკ­რავთ მა­ლე­რის მუ­სი­კას, რო­მელ­საც ჭირ­დე­ბა მხო­ლოდ სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის დარ­ბა­ზი შე­სა­ბა­მი­სი აკუს­ტი­კით და მას­შტა­ბუ­რი სცე­ნით, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ ჩვენს ქა­ლაქს აქვს, მაგ­რამ ჩვენ იქ არ გვიშ­ვე­ბენ... (ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტი: ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი არის უნი­ჭო, უგე­მოვ­ნო და არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა იმ სცე­ნა­ზე არის დი­რი­ჟო­რის პრო­ფე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია და ჯან­სუღ კა­ხი­ძის ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფა! ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი მუ­სი­კო­სი ვახ­ტანგ კა­ხი­ძე გახ­ლავთ...)

ასე დიდ­ხანს თუ გაგ­რძელ­დე­ბა ან სა­ერ­თოდ ყვე­ლაფ­რის ხა­ლისს დავ­კარ­გავთ ან უკან და­უ­ხევ­ლად ვიბ­რძო­ლებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ორ­კესტრმა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ და­იბ­რუ­ნოს უფ­ლე­ბა რომ სრულ­ფა­სოვ­ნად იჟ­ღე­როს და იფუნ­ქცი­ო­ნე­როს ისე, რო­გორც მის სტა­ტუსს, ხა­რისხსა და რე­პერ­ტუ­არს შე­ე­ფე­რე­ბა!" - წერს რაჭ­ვე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, კა­ხი­ძის წე­რილს სრუ­ლად არ აქ­ვეყ­ნებს, რად­გან "ჯერ კი­დევ ვერ ვი­მე­ტებთ... მისი პი­როვ­ნე­ბის სრუ­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, იქ ისე­თე­ბი წე­რია...".

sponsored by ContentRoom

"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს

"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი" - რატომ დაუპირისპირდა ვახტანგ კახიძე დირიჟორს

დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ასაჯაროებს წერილს, რომელიც მისი თქმით, სამგვერდიანია და რომლის დედანიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს ხელს აწერს დირიჟორი, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე. წერილის ბოლოს, ტექსტში ვკითხულობთ: "წარმოუდგენლად მიმაჩნია, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ნ. მემანიშვილი-რაჭველის დირიჟორის ამპლუაში გამოჩენა. ეს იქნებოდა, ცენტრის შემოქმედებითი დონის გაუფასურება და მეტიც, ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა".

ფოტოსთან ერთად, ნიკოლოზ რაჭველი ვრცელ სტატუსს წერს, რომელშიც წუხილს გამოთქვამს, რომ ორკესტრს არ უთმობენ ადგილს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში: "დღეს დავიწყეთ გუსტავ მალერის V სიმფონიაზე მუშაობა! ყველას უხარია, მე ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია ასეთ ნაწარმოებთან მქონდეს შეხება! ჩვენი ორკესტრი, რომელმაც გასულ სეზონზე მალერის I სიმფონია წარმატებით შეასრულა (2-ჯერ გავიმეორეთ), წელს კიდევ ერთ ტიტანს შეეჭიდა! სიმფონიური მუსიკის მოყვარულებს მალე გავახარებთ!

მაგრამ, ყველას სახეზე გვეწერა ერთი რიტორიკული და ჩვენი ცხოვრების ლეიტმოტივად ქცეული შეკითხვა: სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ... (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა! ამ სიტყვების ავტორი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე გახლავთ...)

ასე დიდხანს თუ გაგრძელდება ან საერთოდ ყველაფრის ხალისს დავკარგავთ ან უკან დაუხევლად ვიბრძოლებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო ორკესტრმა ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს უფლება რომ სრულფასოვნად იჟღეროს და იფუნქციონეროს ისე, როგორც მის სტატუსს, ხარისხსა და რეპერტუარს შეეფერება!" - წერს რაჭველი.

მისივე თქმით, კახიძის წერილს სრულად არ აქვეყნებს, რადგან "ჯერ კიდევ ვერ ვიმეტებთ... მისი პიროვნების სრული გაუფასურება მოხდება, იქ ისეთები წერია...".

ებრაელი და არაბი ექიმები ისრაელში ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ - სოციალურ ქსელებში ემოციური კადრები ვრცელდება

"ნუ დაიჯერებთ იმ ინფორმაციების 70%-ს, რაც საქართველოს მედიაში ვრცელდება!" - რას წერს ისრაელში მყოფი ქართველი ჟურნალისტი იქ არსებულ ვითარებაზე?

ჰიპ-ჰოპის ქართველი არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა - "არც კოვიდი ჰქონია და არც აცრილი იყო, ძილში დაემართა თრომბი"