პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი
"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

პა­რიზ­ში მოღ­ვა­წე ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს აკ­რი­ტი­კებს: "რო­გორ მა­ინ­ტე­რე­სებს ამ ახალ­გაზ­რდა ჭა­ბუკს ან მე­გო­ბა­რი არ ყავს მუ­სი­კო­სი, ან ნაც­ნო­ბი ან რა ვიცი ვინ­მე?! შე­ე­კი­თხოს მა­ინც აზრი, სა­ნამ ასეთ გე­ნი­ა­ლურ აზ­რებს გად­მო­აფ­რქვევს... და რაც მთა­ვა­რია ტე­ლე­ვი­ზი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს... ნამ­დვი­ლად უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა! ვუ­სამ­ძიმ­რებ მის არხს და გულ­წრფე­ლად ვუ­სურ­ვებ გო­ნებ­რივ გან­ვი­თა­რე­ბას!!!".

მუ­სი­კო­სის მსგავ­სი შე­ფა­სე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის სტა­ტუსს მოყ­ვა, რომ­ლის გა­მოც გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს. აი, რას წერს გვა­რა­მია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე: "ღირ­დეს მა­ინც რა­მედ ეს უსა­შინ­ლე­სი ოპე­რა "აბე­სა­ლომ და ეთე­რი". თრე­ში ნამ­დვი­ლი. სა­ერ­თო­დაც, კარ­გი ქარ­თუ­ლი ოპე­რა არც არ­სე­ბობს. მე­ტიც, ქარ­თუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კაა ზო­გა­დად ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სუს­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო (გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად) ფოლკ­ლო­რუ­ლი მუ­სი­კის ფონ­ზე".

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­სა­მარ­თით რამ­დე­ნი­მე მუ­სი­კოს­მა კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა გვა­რა­მი­ას აზრი მისი მე­გობ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მემ გა­ი­ზი­ა­რა და და­ე­თან­ხმა: "ევ­რო­რე­მონ­ტი რომ ჩა­ვუ­ტა­როთ "აბე­სა­ლომ და ეთერს"? - წერს პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ლა­და­რია. "ისე, მარ­თლა, გა­შა­ლა­ში­ნე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა? წვე­ტი­ა­ნი კუ­თხე­ე­ბი აქვს", - ამა­ტებს ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია კო­ბე­რი­ძე.

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თემა წა­მო­წიე! მე შე­მიძ­ლია ავ­ხსნა, თუ რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლი­ვა­ნი ეს ოპე­რა. ცოტა ბევ­რის წერა მო­მი­წევს. ამ ფორ­მატ­ში ვერ მო­ვა­ხერ­ხებ. ისე ძა­ლი­ან მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი აზრი. ამი­ტომ ერთ სა­ღა­მოს სად­მე დაგ­პა­ტი­ჟებთ! მე მა­ინც ძა­ლი­ან მიყ­ვარს ქარ­თუ­ლი ოპე­რა! თან რა­ღაც მე­ცო­დე­ბა, რომ ჩვენ ხელ­ში აცდა ჭეშ­მა­რიტ გზას!" - წერს გვა­რა­მი­ას სტა­ტუ­სის კო­მენ­ტარ­ში რე­ჟი­სო­რი და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რის დი­რექ­ტო­რი იყო.

ნიკა გვა­რა­მი­ას ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე დის­კუ­სია სა­კი­თხზე ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თე­ატ­რის გახ­სნას მოჰ­ყვა, რომ­ლის სცე­ნა­ზეც პირ­ვე­ლად 30 წლის შემ­დეგ "აბე­სა­ლომ და ეთე­რის" ნახ­ვას შეძ­ლებს მა­ყუ­რე­ბე­ლი, თუმ­ცა მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

"ვინმეს შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს..." - რატომ აკრიტიკებს ნიკა გვარამიას მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი

პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი "ფეისბუქზე" "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს აკრიტიკებს: "როგორ მაინტერესებს ამ ახალგაზრდა ჭაბუკს ან მეგობარი არ ყავს მუსიკოსი, ან ნაცნობი ან რა ვიცი ვინმე?! შეეკითხოს მაინც აზრი, სანამ ასეთ გენიალურ აზრებს გადმოაფრქვევს... და რაც მთავარია ტელევიზიას ხელმძღვანელობს... ნამდვილად უმძიმესი ვითარებაა! ვუსამძიმრებ მის არხს და გულწრფელად ვუსურვებ გონებრივ განვითარებას!!!".

მუსიკოსის მსგავსი შეფასება ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის სტატუსს მოყვა, რომლის გამოც გვარამია სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. აი, რას წერს გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე: "ღირდეს მაინც რამედ ეს უსაშინლესი ოპერა "აბესალომ და ეთერი". თრეში ნამდვილი. საერთოდაც, კარგი ქართული ოპერა არც არსებობს. მეტიც, ქართული კლასიკური მუსიკაა ზოგადად ძალიან, ძალიან სუსტი, განსაკუთრებით, მსოფლიოში საუკეთესო (გადაუჭარბებლად) ფოლკლორული მუსიკის ფონზე".

ამ განცხადების შემდეგ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელის მისამართით რამდენიმე მუსიკოსმა კრიტიკული შეფასება გამოთქვა, თუმცა გვარამიას აზრი მისი მეგობრებიდან რამდენიმემ გაიზიარა და დაეთანხმა: "ევრორემონტი რომ ჩავუტაროთ "აბესალომ და ეთერს"? - წერს პროფესორი ნოდარ ლადარია. "ისე, მართლა, გაშალაშინება არ შეიძლება? წვეტიანი კუთხეები აქვს", - ამატებს ჟურნალისტი ნათია კობერიძე.

"ძალიან საინტერესო თემა წამოწიე! მე შემიძლია ავხსნა, თუ რატომ არის მნიშვნელივანი ეს ოპერა. ცოტა ბევრის წერა მომიწევს. ამ ფორმატში ვერ მოვახერხებ. ისე ძალიან მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი. ამიტომ ერთ საღამოს სადმე დაგპატიჟებთ! მე მაინც ძალიან მიყვარს ქართული ოპერა! თან რაღაც მეცოდება, რომ ჩვენ ხელში აცდა ჭეშმარიტ გზას!" - წერს გვარამიას სტატუსის კომენტარში რეჟისორი დავით საყვარელიძე, რომელიც წლების მანძილზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი იყო.

ნიკა გვარამიას ფეისბუქ-გვერდზე დისკუსია საკითხზე ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის გახსნას მოჰყვა, რომლის სცენაზეც პირველად 30 წლის შემდეგ "აბესალომ და ეთერის" ნახვას შეძლებს მაყურებელი, თუმცა მხოლოდ სპეციალურად მოწვეული სტუმრები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს