"ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას ეხმაურება:
"იცით, რა ხდება? პოლიცია არ არსებობს. ამწუთას ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოადგილეებითურთ, ყველა სამხარეო სამმართველოს უფროსი მოადგილეებითურთ, ყველა სამსახურის ხელმძღვანელი გადაყვანილია კადრების განკარგულებაში. ჰაკიმის კადრებს იქნევენ. და ამიტომ ოთხი დღის განმავლობაში დაკარგული პროკურორი არც არავის უძებნია. ახლაც არავის აინტერესებს, 25 წლის გოგონას ცხედარი იპოვნეს თუ ვინმეს დაუწვეს მანქანა. ყველას ინტერესი ერთია - იპოვონ მისასვლელი კალაძესთან, ან ჩუბინიძესთან, ან რომელიმე ქართუელთან და დანიშვნა გაინაღდონ. ამასობაში კალაძე, გოგაშვილი და იზორია აცემენტებენ სახელმწიფოს კონტრაქტს კრიმინალებთან, ახალ შეღავათებს სთავაზობენ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით "გამოჩენილებს" უბან-უბან აბარებენ თბილისს, რაიონებში კი სპეცჯგუფებს ქმნიან. და აი ამ დანაშაულებრივი, სახელისუფლო-კრიმინალური კონგლომერატის წინაშე ერთნაირად დაუცველია როგორც თითოეული მოქალაქე, ასევე უმაღლესი ხელმძღვანელობისგან გაწირული, უშუალო ხელმძღვანელობის გარეშე დარჩენილი პოლიციელიცა და პროკურორიც. ქვეყნის გლუვტვინიანი მმართველი კი ამასობაში ციხისძირს ანადგურებს და უნიკალური ხეები სახლში მიაქვს. აკი თქვა, მიყვარს დიდი ხეებიო. ეს გზა უნიათოებს ყოველ მიზეზ გარეშე მიიყვანს წლევანდელ არჩევნებზე სრულ კრახამდე. მაგრამ ოდნავ თუ არ მოეგენ გონს, შესაძლოა, მაგ ხეებზე უფრო სწრაფადაც აეცვან", - წერს თარგამაძე.