პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან
რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

10 იან­ვარს გუ­და­ურ­ში უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 12 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. ტრა­გე­დია პირ­ველ სას­რი­ა­ლო სპორ­ტულ ტრა­სა­ზე მოხ­და. 18 წლის ბიჭ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თხი­ლა­მუ­რე­ბი ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ბავ­შვს და­ე­ჯა­ხა. Caucasus Travel-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ტუ­რიზ­მის სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი საბა კიკ­ნა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სამ­თო კუ­რორ­ტე­ბის ტრა­სებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს და ამ სა­კი­თხზე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს:

"გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მა­ი­ძუ­ლა და­მე­წე­რა ეს მოკ­ლე წე­რი­ლი/რე­კო­მენ­და­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ყვე­ლა იმ სტრუქ­ტუ­რი­სათ­ვის რო­მელ­საც ევა­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩვენს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე. ამ წე­რილ­ში ახა­ლი არა­ფე­რია.

ძა­ლი­ან ბევ­რი მე­გო­ბა­რი, მწვრთნე­ლი, მო­თხი­ლა­მუ­რე, მაშ­ვე­ლი, ჰო­ტე­ლი­ე­რი, გუ­და­უ­რის და სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტე­ბის ამაგ­და­რი ადა­მი­ა­ნი დიდი ხა­ნია ლა­პა­რა­კობს ამ უაღ­რე­სად მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მა­ზე და მისი გა­დაჭ­რის ფორ­მებ­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ უბ­რა­ლოდ ვე­ლო­დით, რომ ამას ვინ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან თავს მო­ა­ბავ­და და გა­ა­კე­თებ­და. რო­გორც ჩანს უბ­რა­ლო ლო­დინ­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ მეტი ტრა­გე­დი­ის მოწ­მე გავ­ხდეთ. მგო­ნი დად­გა დრო, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხო­ვოთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე, ტრა­სებ­ზე და სა­ბა­გი­რო­ებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის და­სამ­კვიდ­რებ­ლად სა­ჭი­როა სას­წრა­ფო ღი­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა:

აიკ­რძა­ლოს თოვ­ლის სკუ­ტე­რე­ბით და სხვა თოვ­ლზე­მა­ვა­ლი მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ტუ­რის­ტულ-სა­რეკ­რე­ა­ციო სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე მოძ­რა­ო­ბა.

დად­გინ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­ნე­ბი სკუ­ტე­რე­ბი­სა და თოვ­ლზე­მა­ვა­ლი მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­სე­ირ­ნე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის.

მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დეს არა­სულ­წლო­ვან პი­რებ­ზე ალ­კოჰო­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ყიდ­ვის ფაქ­ტე­ბი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტებ­ში და მთელს კუ­რორტზე.

აიკ­რძა­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­თან მიმ­დე­ბა­რე კვე­ბის ობი­ექ­ტებს გა­რეთ ალ­კოლ­ჰო­ლით ვაჭ­რო­ბა. დამ­კვიდ­რდეს ალ­კო­ტეს­ტი­რე­ბის (შერ­ჩე­ვი­თი, შემ­თხვე­ვი­თი) პრაქ­ტი­კა სა­ბა­გი­რო სად­გუ­რებ­თან თუ ტრა­სებ­ზე. ნას­ვამ პი­რებს აეკ­რძა­ლოთ სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე გას­ვლა და მოხ­დეს მათი გაყ­ვა­ნა ტრა­სე­ბი­დან, და­ჯა­რი­მე­ბა თუ მათ მი­მართ სხვა სა­მარ­თლებ­ლი­ვი აქ­ტის გა­ტა­რე­ბა.

დად­გინ­დეს ჯა­რი­მე­ბის სის­ტე­მა და კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნას სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წეს­რი­გის მი­საღ­წე­ვად.

დად­გინ­დეს სიჩ­ქა­რის შე­ზღუდ­ვა ტუ­რის­ტულ-სა­რეკ­რე­ა­ციო სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სებ­ზე (რას­კვირ­ვე­ლია ეს არ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს სპორ­ტულ ტრა­სებ­ზე მო­ვარ­ჯი­შე სპორ­ტსმე­ნებს).

გა­კონ­ტროლ­დეს სპორ­ტულ ტრა­სებ­ზე გა­რე­შე პირ­თა შეღ­წე­ვა.

სიჩ­ქა­რი­სა და წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ელ­დეს ვი­დეო კონ­ტრო­ლი (მათ შო­რის სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით) მთე­ლი ტრა­სე­ბის გას­წვრივ.

ყო­ვე­ლი­ვე ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­იქ­მნას სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა სპე­ცი­ა­ლუ­რი რაზ­მე­ბი "სკი პატ­რუ­ლი", რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზა­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მარ­თლწეს­რი­გის კონ­ტროლს. რად­გან ეს სე­ზო­ნუ­რი სა­კი­თხია, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამ­გვა­რი პატ­რუ­ლე­ბი და­კომ­პლექტდნენ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის კად­რე­ბი­დან. ეს გა­ცი­ლე­ბით გაზ­რდის მათ კომ­პე­ტენ­ცი­ას და ეფექ­ტუ­რო­ბას. სამ­თო სა­კუ­რორ­ტო ად­გი­ლებ­ში ზამ­თრის სე­ზონ­ზე მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა პირ­ველ რიგ­ში სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სე­ბი­დან უნდა იწყე­ბო­დეს, რად­გან სწო­რედ აქ არის ვი­ზი­ტორ­თა ყვე­ლა­ზე დიდი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი.

"სკი პატ­რუ­ლი" აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს ყვე­ლა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით რათა შე­ას­რუ­ლოს ეს მო­ვა­ლე­ო­ბა. მათ შო­რის თოვლმა­ვა­ლი სკუ­ტე­რე­ბით, კავ­ში­გაბ­მუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ტრა­სე­ბის ვი­დეო კონ­ტრო­ლის ოთა­ხით, ალ­კო­ტეს­ტე­ბით და ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბით რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ჭი­რო აღ­მოჩ­ნდეს მო­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად".

და ბო­ლოს ეს არის მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და კულ­ტუ­რა მთელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში, თუმ­ცა­ღა მათ ასე­თი "ვე­ლუ­რი" სი­ტუ­ა­ცი­ის გა­კონ­ტრო­ლე­ბა არ უწევთ.

იმე­დია რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­შიც დამ­კვიდ­რდე­ბა გა­ცი­ლე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო და "სკი პატ­როლ­საც" ნაკ­ლე­ბი საზ­რუ­ნა­ვი ექ­ნე­ბა. ამის იმედს ისიც იძ­ლე­ვა რო­გორ "შე­ე­გუა" ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დებს ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში, რო­დე­საც ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში და სხვა დის­კუ­სი­ებ­ში ეს ჩვე­ლებ­რი­ვი (მთელს მსოფ­ლი­ო­ში) უსაფრ­თხო­ე­ბის ზომა, ზოგ­ჯერ ლა­მის იყო ქარ­თვე­ლი კა­ცის ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა­დაც კი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

გვე­ყო­ფა ის გუ­ლის­დამ­დუღ­რა­ვი მსხვერ­პლი, რო­მელ­საც ჩვე­ნი მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბის უკულ­ტუ­რო­ბის და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო ამ­დე­ნი ხა­ნია იგ­ნო­რი­რე­ბას ვუ­კე­თებთ. რაც დღეს გუ­და­ურ­ში მოხ­და, ხომ ყვე­ლამ ვი­ცით რომ ეს პირ­ვე­ლი არ არის…

ყვე­ლა­ნი ჩვენ, დამ­სვე­ნებ­ლე­ბი, მო­თხი­ლა­მუ­რე­ე­ბი, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი, მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ბოლო მო­ვუ­ღოთ ამ სა­მარ­ცხვი­ნო, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ ვა­კხა­ნა­ლი­ას ჩვენს სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე" - წერს ვრცელ წე­რილ­ში საბა კიკ­ნა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

რა გზები არსებობს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად - რეკომენდაციები ექსპერტისგან

10 იანვარს გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა. 18 წლის ბიჭმა, სავარაუდოდ, თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. Caucasus Travel-ის დამფუძნებელი და ტურიზმის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი საბა კიკნაძე "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სამთო კურორტების ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობს და ამ საკითხზე რეკომენდაციებით მიმართავს ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს:

"გუდაურში მომხდარმა ტრაგედიამ მაიძულა დამეწერა ეს მოკლე წერილი/რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისა და ყველა იმ სტრუქტურისათვის რომელსაც ევალება უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. ამ წერილში ახალი არაფერია.

ძალიან ბევრი მეგობარი, მწვრთნელი, მოთხილამურე, მაშველი, ჰოტელიერი, გუდაურის და სათხილამურო კურორტების ამაგდარი ადამიანი დიდი ხანია ლაპარაკობს ამ უაღრესად მტკივნეულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის ფორმებზე.

სამწუხაროდ, ჩვენ უბრალოდ ველოდით, რომ ამას ვინმე ხელისუფლების მხრიდან თავს მოაბავდა და გააკეთებდა. როგორც ჩანს უბრალო ლოდინში შეიძლება კიდევ მეტი ტრაგედიის მოწმე გავხდეთ. მგონი დადგა დრო, რომ კატეგორიულად მოვითხოვოთ სათხილამურო ტრასებზე უსაფრთხოების პრობლემის მოგვარება.

საქართველოს სათხილამურო კურორტებზე, ტრასებზე და საბაგიროებზე უსაფრთხოების წესების დასამკვიდრებლად საჭიროა სასწრაფო ღინისძიებების გატარება:

აიკრძალოს თოვლის სკუტერებით და სხვა თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე მოძრაობა.

დადგინდეს სპეციალური ზონები სკუტერებისა და თოვლზემავალი მოტორიზებული საშუალებებით გასეირნების მსურველთათვის.

მკაცრად გაკონტროლდეს არასულწლოვან პირებზე ალკოჰოლური საშუალებების გაყიდვის ფაქტები სათხილამურო ტრასებზე მდებარე ობიექტებში და მთელს კურორტზე.

აიკრძალოს სათხილამურო ტრასებთან მიმდებარე კვების ობიექტებს გარეთ ალკოლჰოლით ვაჭრობა. დამკვიდრდეს ალკოტესტირების (შერჩევითი, შემთხვევითი) პრაქტიკა საბაგირო სადგურებთან თუ ტრასებზე. ნასვამ პირებს აეკრძალოთ სათხილამურო ტრასებზე გასვლა და მოხდეს მათი გაყვანა ტრასებიდან, დაჯარიმება თუ მათ მიმართ სხვა სამართლებლივი აქტის გატარება.

დადგინდეს ჯარიმების სისტემა და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული იქნას სხვა ღონისძიებები წესრიგის მისაღწევად.

დადგინდეს სიჩქარის შეზღუდვა ტურისტულ-სარეკრეაციო სათხილამურო ტრასებზე (რასკვირველია ეს არ შეიძლება შეეხოს სპორტულ ტრასებზე მოვარჯიშე სპორტსმენებს).

გაკონტროლდეს სპორტულ ტრასებზე გარეშე პირთა შეღწევა.

სიჩქარისა და წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდეს ვიდეო კონტროლი (მათ შორის სიჩქარის კონტროლი პროგრამული უზრუნველყოფით) მთელი ტრასების გასწვრივ.

ყოველივე ამის განსახორციელებლად აუცილებელია შეიქმნას სამართალდამცავთა სპეციალური რაზმები "სკი პატრული", რომლებიც შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით განახორციელებენ მართლწესრიგის კონტროლს. რადგან ეს სეზონური საკითხია, სავსებით შესაძლებელია და მისასალმებელი იქნება, რომ ამგვარი პატრულები დაკომპლექტდნენ საპატრულო პოლიციის კადრებიდან. ეს გაცილებით გაზრდის მათ კომპეტენციას და ეფექტურობას. სამთო საკურორტო ადგილებში ზამთრის სეზონზე მართლწესრიგის დაცვა პირველ რიგში სათხილამურო ტრასებიდან უნდა იწყებოდეს, რადგან სწორედ აქ არის ვიზიტორთა ყველაზე დიდი თავშეყრის ადგილი.

"სკი პატრული" აღჭურვილი უნდა იყოს ყველა ტექნიკური საშუალებით რათა შეასრულოს ეს მოვალეობა. მათ შორის თოვლმავალი სკუტერებით, კავშიგაბმულობის საშუალებებით, ტრასების ვიდეო კონტროლის ოთახით, ალკოტესტებით და ნებისმიერი საშუალებით რომელიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს მოვალების შესასრულებლად".

და ბოლოს ეს არის მიღებული პრაქტიკა და კულტურა მთელ ცივილიზებულ სამყაროში, თუმცაღა მათ ასეთი "ველური" სიტუაციის გაკონტროლება არ უწევთ.

იმედია რაღაც დროის შემდეგ საქართველოშიც დამკვიდრდება გაცილებით კულტურული გარემო და "სკი პატროლსაც" ნაკლები საზრუნავი ექნება. ამის იმედს ისიც იძლევა როგორ "შეეგუა" ჩვენი საზოგადოება უსაფრთხოების ღვედებს ავტომობილებში, როდესაც ტელეგადაცემებში და სხვა დისკუსიებში ეს ჩველებრივი (მთელს მსოფლიოში) უსაფრთხოების ზომა, ზოგჯერ ლამის იყო ქართველი კაცის ღირსების შელახვადაც კი იყო წარმოდგენილი.

გვეყოფა ის გულისდამდუღრავი მსხვერპლი, რომელსაც ჩვენი მოუწესრიგებლობის უკულტურობის და უპასუხისმგებლობის გამო ამდენი ხანია იგნორირებას ვუკეთებთ. რაც დღეს გუდაურში მოხდა, ხომ ყველამ ვიცით რომ ეს პირველი არ არის…

ყველანი ჩვენ, დამსვენებლები, მოთხილამურეები, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მშობლები, ყველანი, მთელი საზოგადოება ვალდებულები ვართ ბოლო მოვუღოთ ამ სამარცხვინო, პირდაპირი გაგებით მომაკვდინებელ ვაკხანალიას ჩვენს სათხილამურო კურორტებზე" - წერს ვრცელ წერილში საბა კიკნაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს