ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ. წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ. მათი ოჯახის დანგრევა მოულოდნელი აღმოჩნდა. ამის შესახებ თავად ნანუკამ განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში. "მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ყოველთვის ვიქნები იქ, სადაც ირაკლის ექნება პრობლემა და იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით", - განაცხადა ჟურნალისტმა.
ცოლ-ქმრის დაშორება ზოგიერთმა ადამიანმა პიარისა და სატელევიზიო შოუს ნაწილად აღიქვა, რის გამოც ტელეწამყვანმა ამ თემაზე სოციალურ ქსელში არერთი პოსტი გამოაქვეყნა.
"რა უცნაური ქვეყანაა საქართველო) თუ ქმარს შორდები ისე, რომ არ ლანძღავ, რჩები მის მეგობრად, თანამებროლად, გულშემატკივრად. ასევე, შენს თავში პოულობ ძალას, ამ ყველაფერს გაუმკლავდე, ისევ ძლიერად იდგე, არ ტიროდე, ცხოვრებაში ბევრ, მაგარ დეტალს ისევ ხედავდე, არ გიჯერებენ. ასე, წარმოუდგენლად მიაჩნიათ და ამიტომ არ გიჯერებენ. დაგიჯერონ, ნიშნავს კვდებოდე, ლანძღავდე... ეს არის "ქართული". ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მირჩევნია ისევ არ ჯეროდეთ:) სხვა რა გზაა:)", - წერდა ჟორჟოლიანი.
როგორც ჩანს, ნანუკამ მართლაც გამოძებნა საკუთარ თავში ძალა წინსვლისთვის. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ტელეწამყვანი შესამჩნევად გალამაზდა, წონაშიც დაიკლო და ბევრად უკეთ გამოიყურება.
იხილეთ ასევე: "თუ ქმარს შორდები ისე, რომ არ ლანძღავ, რჩები მის მეგობრად, არ გიჯერებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი ქმარს დაშორდა - "6 თვეა ცოლ-ქმარი აღარ ვართ"
"ცოლ-ქმრის დაშორება დადგმული შოუ გონიათ" - ნანუკა ჟორჟოლიანი