პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს
როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

"ფე­ის­ბუქ­ზე" პოეტ რატი ამაღ­ლო­ბე­ლის ლექ­სის "პი­ე­ტა მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლელ­ში" შე­სა­ხებ პოს­ტე­ბი არ წყდე­ბა.

"ღმერ­თმა შე­გინ­დოს, შე უღ­მერ­თო!"

"ტვინ­გა­ყი­ნუ­ლო"

"სულ გა­გიჟ­და ეს ხალ­ხი, აღა­რაფ­რის რიდი და შიში აღარ აქვთ!"

"კი არ გა­გიჟ­და ასე­თი სლე­ე­ბი არი­ან ეს სულ­გა­ყი­დუ­ლე­ბი. ამა­საც პო­ე­ტი უნდა ერ­ქვას და დიდ მუხ­რან­საც? ვაი სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი სულ გა­ყი­დუ­ლე­ბის ხელ­ში!!!"

"ვა­ი­მე რა დე­ბი­ლი ხარ შე­მე­ცო­დე"

"ნა­გა­ვი ხარ რატი ამ­ღლო­ბე­ლო, ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­გა­ვი"

ავად­მყო­ფი რომ ხარ არ გე­უბ­ნე­ბი­ან, ფუ შენი უჯი­შო..!"

"რატი, რატი რომ ჩაძ­მარ­დი, არ გიხ­დე­ბა მსგავ­სი კად­რი!"

"რა ლექ­სია შე სა­ცო­და­ვო??!! შენ და შე­ნის­თა­ნე­ბი თუ ამას ლექსს ეძა­ხით??.. კარ­გად გვქო­ნია საქ­მე! მო­მა­ვალ შთა­მო­მავ­ლო­ბას რა ეშ­ვე­ლე­ბა თუ შენი ლექ­სე­ბის კი­თხვა მო­უ­წია!!! ვინც შენ პო­ე­ტი და­გარ­ქვა.. ??! თუ და­გაბ­რა­ლა ??! ვაი შე სა­ცო­და­ვო!!!!", - წე­რენ პო­ე­ტის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

კრი­ტი­კო­სე­ბის შემ­დეგ რატი ამაღ­ლო­ბელს დამ­ცვე­ლე­ბი გა­მო­უჩ­დნენ:

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია:

ბრა­ვო, რატი ამაღ­ლო­ბელს! გა­ბე­და და და­წე­რა, რა­საც ჩვე­ნი მხცო­ვა­ნი ინ­წი­ლი­გენ­ცია და გა­ინ­წი­ლი­გენ­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა კულტმუ­შა­კე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ. აბა, სა­პატ­რი­არ­ქოს კე­თილ­გან­წყო­ბას ხომ არ და­კარ­გა­ვენ? ქარ­თუ­ბან­კის მად­ლის და­კარ­გვის მერე ასეთ დარ­ტყმას ვერ გა­და­ი­ტა­ნენ!

მა­საც იმე­ო­რებს წი­ნამ­ძღვარ­თა სა­გა­ლობ­ლის ტექსტს:

პო­ეტს ხან რე­ა­ლიზ­მის­გან და­შო­რე­ბა­ში დე­ბენ ბრალს, თით­ქოს რე­პორ­ტი­ო­რი იყოს, ხან - უკი­დუ­რეს ნა­ტუ­რა­ლიზ­მში... მა­ვა­ნი აპ­რო­ტეს­ტებს, მო­ხუ­ცი კი არ გა­ი­ყი­ნა, გული გა­უს­კდაო! დიდი შე­ღა­ვა­თია, ღმერ­თმა­ნი... თით­ქოს ჯერ არა­ვინ გა­ყი­ნუ­ლა მი­უ­საფ­რო­ბი­თა და გუგ­რი­ლო­ბით ამ ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­თა აპარ­ტა­მენ­ტე­ბი - ღიაა გულ­გა­ხეთ­ქილ­თა და ქუ­ჩა­ში დარ­ჩე­ნილ­თა გა­მას­პინ­ძლე­ბი­სათ­ვის!

ბევ­რს აღარ გა­ვაგ­რძე­ლებ. ჯობს, თა­ვად პო­ე­ტის "გა­ყი­ნუ­ლი პატ­რი­არ­ქი" წა­ი­კი­თხოთ. ერთს და­ვა­მა­ტებ მათ პა­სუ­ხად, ვინც გულ­წრფე­ლი დ. ღვთა­ებ­რი­ვი რის­ხვით აღა­პყრობს ხელ­თა და იკი­თხავს: რა შუ­ა­შია პატ­რი­არ­ქი, ხე­ლე­ბი შორს პატ­რი­არ­ქის­გა­ნო! ტა­ვა­რიშ­ჩი, სა­ნამ პატ­რი­არ­ქმა­დი­დებ­ლო­ბას და­ე­უფ­ლე­ბო­დეთ, იქ­ნებ ქრის­ტე­ზეც წა­გე­კი­თხათ რამე... ფორ­მა­ლუ­რად მა­ინც...

"44. მა­შინ მი­უ­გე­ბენ ისი­ნიც და ეტყვა ან: უფა­ლო, რო­დის გნა­ხეთ შენ მში­ე­რი, ან მწყურ­ვა­ლი, ან უცხო, ან შიშ­ვე­ლი, ან უძ­ლუ­რი, ან სა­პყრო­ბი­ლე­ში, და არ გემ­სა­ხუ­რეთ შენ?

45. მა­შინ მი­უ­გებს მათ და ეტყვის: ამინ გე­უბ­ნე­ბით თქვენ: რაც არ გა­უ­კე­თეთ ერთ ამ მცი­რე­თა­განს, მე არ გა­მი­კე­თეთ." - იესო ქრის­ტე, მა­თეს სა­ხა­რე­ბა

***

ჩა­ქო­ლეთ ამაღ­ლო­ბე­ლი უკვე თუ ჯერ ცო­ცხა­ლია? მო­დით, არ და ვერ ვი­ტყვი კო­მენ­ტარს ლექსთან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე - რე­ლი­გი­ურ, სო­ცი­ა­ლურ, ფსი­ქო­ლო­გი­ურ ას­პექ­ტში, გა­კერ­პე­ბის ნე­გა­ტი­უ­რო­ბა­ზე და ა.შ.

უბ­რა­ლოდ გე­ტყვით, გლე­ხუ­რად, ძვირ­ფა­სე­ბო:

რო­გორ გე­ტყო­ბათ, რომ ოც­და­ა­თი­ა­ნი წლე­ბის შე­მოქ­მედ­თა შთა­მო­მა­ვალ­ნი ხართ!

და სა­ერ­თოდ, ვკი­თხუ­ლობ კო­მენ­ტა­რებს და გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ... არა­ფე­რი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი არ არის ამაღ­ლო­ბე­ლის ლექსში ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი! მე­ტიც, სრუ­ლი­ად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი დის­კურ­სი და პა­თო­სია, რომ ადა­მი­ა­ნი, მწყემ­სი, მღვდელმსა­ხუ­რი და უბ­რა­ლოდ, მოყ­ვა­სი ეწა­მოს, აღეს­რუ­ლოს სხვის გუ­ლის­თვის! აი, ამი­ტომ არის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია დღეს ბო­რო­ტე­ბის მსა­ხუ­რი, რომ აქ მისი წი­ნამ­ძღვა­რი­სათ­ვის კუთ­ვნილ ად­გი­ლად მხო­ლოდ ფუ­ფუ­ნე­ბა და აპარ­ტა­მენ­ტე­ბი წარ­მუდ­გე­ნი­ათ და აზ­როვ­ნე­ბის არე სა­ერ­თოდ დახ­შუ­ლი აქვთ! აი,ესაა უბე­დუ­რე­ბა...

ირაკ­ლი ვა­ჭა­რა­ძე:

მე ხომ ჯვარს მაც­ვეს, მაგ­რამ არც რა­ტის და­ად­გა უკე­თე­სი დღე ამ ლექ­სის­თვის. ლე­ვან სა­ნი­კი­ძის­თვის არა­ვის მო­უ­თხო­ვია ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტე­ბის სი­ზუს­ტის დაც­ვა და რა­ტის სთხო­ვენ, პო­ეტს

ნიკა გვა­რა­მია:

ამა­სო­ბა­ში, რატი ამაღ­ლო­ბე­ლი და­ვაჟ­კა­ცე­ბუ­ლა, შე­მო­ევ­ლოს ერი

ნუ ჯერ ეზო­პეს ენით იკენ­წლე­ბა, მეტ­ზე გამ­ბე­და­ო­ბა არ ყოფ­ნის, მარა პეპ­ლებ­ზე და ყვა­ვი­ლებ­ზე ლა­პა­რაკს ჯო­ბია მა­ინც

შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი:

მოკ­ლედ, რატი ამაღ­ლო­ბელს გა­უ­ხუ­რეს, რო­გორ გა­ბე­დე გა­ყი­ნუ­ლი გლა­ხის პატ­რი­არ­ქთან შე­და­რე­ბაო. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს ღრმა ბავ­შვო­ბა­ში ნას­წავ­ლი იგავ­ნი სო­ლო­მო­ნი­სა – "ღა­რიბ-ღა­ტა­კის განმკი­თხა­ვი სესხს აძ­ლევს უფალს" (19:17).

იქვე მათე (25:34-39): "მა­შინ ეტყვის მე­უ­ფე მის მარ­ჯვნივ მდგომთ: მო­დით, კურ­თხე­ულ­ნო მა­მა­ჩე­მის მიერ, და და­იმ­კვიდ­რეთ სა­სუ­ფე­ვე­ლი, თქვენ­თვის გამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვეყ­ნის და­სა­ბა­მი­დან. რად­გან მში­ო­და და მო­მე­ცით საჭ­მე­ლი; მწყუ­რო­და და მას­ვით; უცხო ვი­ყა­ვი და შე­მი­წყნა­რეთ; შიშ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და შემ­მო­სეთ; სნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და მომ­ხე­დეთ; სა­პყრო­ბი­ლე­ში ვი­ყა­ვი და მი­ნა­ხუ­ლეთ. მა­შინ მარ­თალ­ნი პა­სუ­ხად ეტყვი­ან მას: უფა­ლო, რო­დის გი­ხი­ლეთ შენ მში­ე­რი და და­გა­პუ­რეთ? ანდა მწყურ­ვა­ლი და გას­ვით შენ? რო­დის გი­ხი­ლეთ შენ უცხოდ და შე­გი­წყნა­რეთ? ანდა შიშ­ვე­ლი და შეგ­მო­სეთ შენ? რო­დის გი­ხი­ლეთ შენ სნე­უ­ლი, ან სა­პყრო­ბი­ლე­ში, და გი­ნა­ხუ­ლეთ? მი­უ­გებს მე­უ­ფე და ეტყვის მათ: ჭეშ­მა­რი­გად გე­უბ­ნე­ბით თქვენ: რი­თაც შე­ე­წი­ეთ ერთს ამ ჩემს მცი­რე ძმა­თა­განს, იმით მე შე­მე­წი­ეთ".

ჰოდა, ვერ გა­ვი­გე რა­ზეა ამ­ბა­ვი ამ­ტყდა­რი: თა­ვად წმინ­და წე­რი­ლი თუ ღმერ­თს გლა­ხა­ში ხე­დავს, პატ­რი­არ­ქის შე­და­რე­ბა გლა­ხას­თან რა­ტომ არ მო­სუ­ლა? – რა, ახა­ლი ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი­კით პატ­რი­არ­ქი ღმერ­თზე დი­დია?

ორი შე­საძ­ლო დას­კვნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა:

ა) ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი არ კი­თხუ­ლო­ბენ წმინ­და წე­რილს;

ბ) ქარ­თვე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის ერთი ადა­მი­ა­ნი უფრო წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი და უფრო დი­დია, ვიდ­რე ღმერ­თი.

არ ვიცი ამ ორი ბო­რო­ტე­ბი­დან რო­მე­ლია უფრო მცი­რე – სა­კუ­თა­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის უცო­დი­ნა­რი მო­რა­ლის­ტი მორ­წმუ­ნე­ე­ბის ზე­ო­ბა თუ აშ­კა­რა კერ­პთაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა, თა­ნაც ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხე­ლით? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

გოგი გვა­ხა­რია

პო­ეტს რომ "ის­ტო­რი­ულ სი­ზუს­ტეს" სთხოვს ის ხალ­ხი

ვახ რო­გორ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში

დათო გო­გიშ­ვი­ლი

მე პი­რა­დად იო­ტი­სო­დე­ნა­დაც არ ვბრაზ­დე­ბი რატი ამაღ­ლო­ბელ­ზე, არც ზო­გა­დად მსგავ­სი ტი­პის გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ზე. ბა­ტო­ნე­ბო რა­ტომ არ გაქვთ პრო­ტეს­ტი იმა­ზე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ფსევ­დო ფა­სე­უ­ლო­ბე­ბია დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი?? ერთხელ მა­ინც გაგ­ჩე­ნი­ათ კი­თხვა, რომ რაში მდგო­მა­რე­ობს იმ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის არსი და მარ­თლზო­მი­ე­რე­ბა, რი­თაც ადა­მი­ა­ნებს ვა­პო­პუ­ლა­რუ­ლებთ, ვა­კერ­პებთ და აქ­ტი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ამა თუ იმ სტა­ტუს­სა თუ წო­დე­ბას ვა­ნი­ჭებთ?? ამ პრო­ცე­სებ­ში თა­ნა­ბა­რი უპი­რა­ტე­სო­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის არაც­ნო­ბა­დი, მაგ­რამ ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ლო­მის წილი მი­უ­ძღვის ამ საქ­მე­ში ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში გა­მე­ფე­ბულ სნო­ბიზმს. ქარ­თულ მე­დი­ა­ში გა­მე­ფე­ბულ ადა­მი­ა­ნე­ბის "დაბ­ლოკ­ვის" ინ­სტი­ტუტს. ოდეს­მე მო­გიწ­ვე­ვი­ათ ეთერ­ში ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ხედ­ვი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის მქო­ნე მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი?? გა­გიც­ვნი­ათ ისი­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის??. თქვენ!!!

ბა­ტო­ნე­ბო: მი­ნი­მუმ აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე რო­მე­ლი­მე "ზა­ვი­ძე­ნი­ა­ში" ან შარ­დენ­ზე, რო­მე­ლი­მე "პერო-აბ­რაზ­ნი" კა­ფე­ში თუ არ აქვს "მგო­სანს" ფოტ­კა ატ­ვირ­თულ-"და­ჩე­ქი­ნე­ბუ­ლი" ისე არა თუ მწერ­ლად, ან რო­მე­ლი­მე თოქ-შო­უ­ში მისი სამ­წერ­ლო შე­მოქ­მე­დე­ბის გა­შუ­ქე­ბის ღირ­სად, არა­მედ უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნად არ თვლით. ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვად­გამთ თავ­ზე ამა თუ იმ ფსევ­დო, მან­კი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ შემ­თხვე­ვით ტი­პებს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წი­სა და ერის მა­მის შა­რა­ვან­დედს და მერე ვბრაზ­დე­ბით მათ მიერ გა­დად­გმულ ამა თუ იმ აბ­სო­ლი­ტუ­რად მი­უ­ღე­ბელ ნა­ბი­ჯებ­სა თუ გა­მოხ­ტო­მებ­ზე. მი­ზე­ზე­ბის სა­კუ­თარ თავ­ში ძებ­ნა ის­წავ­ლე ქარ­თუ­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბავ!

იხი­ლეთ ასე­ვე: "მო­დის სა­ში­ნე­ლი ზი­ზღი­სა და მუ­ქა­რე­ბის წე­რი­ლე­ბი..." - რატი ამაღ­ლო­ბე­ლი კრი­ტი­კო­სებს პა­სუ­ხობს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

"ფეისბუქზე" პოეტ რატი ამაღლობელის ლექსის "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" შესახებ პოსტები არ წყდება.

"ღმერთმა შეგინდოს, შე უღმერთო!"

"ტვინგაყინულო"

"სულ გაგიჟდა ეს ხალხი, აღარაფრის რიდი და შიში აღარ აქვთ!"

"კი არ გაგიჟდა ასეთი სლეები არიან ეს სულგაყიდულები. ამასაც პოეტი უნდა ერქვას და დიდ მუხრანსაც? ვაი საქართველო ასეთი სულ გაყიდულების ხელში!!!"

"ვაიმე რა დებილი ხარ შემეცოდე"

"ნაგავი ხარ რატი ამღლობელო, ერთი ჩვეულებრივი ნაგავი"

ავადმყოფი რომ ხარ არ გეუბნებიან, ფუ შენი უჯიშო..!"

"რატი, რატი რომ ჩაძმარდი, არ გიხდება მსგავსი კადრი!"

"რა ლექსია შე საცოდავო??!! შენ და შენისთანები თუ ამას ლექსს ეძახით??.. კარგად გვქონია საქმე! მომავალ შთამომავლობას რა ეშველება თუ შენი ლექსების კითხვა მოუწია!!! ვინც შენ პოეტი დაგარქვა.. ??! თუ დაგაბრალა ??! ვაი შე საცოდავო!!!!", - წერენ პოეტის შესახებ ინტერნეტ-მომხმარებლები.

კრიტიკოსების შემდეგ რატი ამაღლობელს დამცველები გამოუჩდნენ:

ცოტნე გამსახურდია:

ბრავო, რატი ამაღლობელს! გაბედა და დაწერა, რასაც ჩვენი მხცოვანი ინწილიგენცია და გაინწილიგენტებული ახალგაზრდა კულტმუშაკები ვერ ამბობენ. აბა, საპატრიარქოს კეთილგანწყობას ხომ არ დაკარგავენ? ქართუბანკის მადლის დაკარგვის მერე ასეთ დარტყმას ვერ გადაიტანენ!

მასაც იმეორებს წინამძღვართა საგალობლის ტექსტს:

პოეტს ხან რეალიზმისგან დაშორებაში დებენ ბრალს, თითქოს რეპორტიორი იყოს, ხან - უკიდურეს ნატურალიზმში... მავანი აპროტესტებს, მოხუცი კი არ გაიყინა, გული გაუსკდაო! დიდი შეღავათია, ღმერთმანი... თითქოს ჯერ არავინ გაყინულა მიუსაფრობითა და გუგრილობით ამ ქვეყანაში და ჩვენ ეკლესიის მსახურთა აპარტამენტები - ღიაა გულგახეთქილთა და ქუჩაში დარჩენილთა გამასპინძლებისათვის!

ბევრს აღარ გავაგრძელებ. ჯობს, თავად პოეტის "გაყინული პატრიარქი" წაიკითხოთ. ერთს დავამატებ მათ პასუხად, ვინც გულწრფელი დ. ღვთაებრივი რისხვით აღაპყრობს ხელთა და იკითხავს: რა შუაშია პატრიარქი, ხელები შორს პატრიარქისგანო! ტავარიშჩი, სანამ პატრიარქმადიდებლობას დაეუფლებოდეთ, იქნებ ქრისტეზეც წაგეკითხათ რამე... ფორმალურად მაინც...

"44. მაშინ მიუგებენ ისინიც და ეტყვა ან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში, და არ გემსახურეთ შენ?

45. მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ამინ გეუბნებით თქვენ: რაც არ გაუკეთეთ ერთ ამ მცირეთაგანს, მე არ გამიკეთეთ." - იესო ქრისტე, მათეს სახარება

***

ჩაქოლეთ ამაღლობელი უკვე თუ ჯერ ცოცხალია? მოდით, არ და ვერ ვიტყვი კომენტარს ლექსთან დაკავშირებულ მოვლენებზე - რელიგიურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ ასპექტში, გაკერპების ნეგატიურობაზე და ა.შ.

უბრალოდ გეტყვით, გლეხურად, ძვირფასებო:

როგორ გეტყობათ, რომ ოცდაათიანი წლების შემოქმედთა შთამომავალნი ხართ!

და საერთოდ, ვკითხულობ კომენტარებს და გაოგნებული ვარ... არაფერი, აბსოლუტურად არაფერი არ არის ამაღლობელის ლექსში ანტიქრისტიანული! მეტიც, სრულიად ქრისტიანული დისკურსი და პათოსია, რომ ადამიანი, მწყემსი, მღვდელმსახური და უბრალოდ, მოყვასი ეწამოს, აღესრულოს სხვის გულისთვის! აი, ამიტომ არის ქართული ეკლესია დღეს ბოროტების მსახური, რომ აქ მისი წინამძღვარისათვის კუთვნილ ადგილად მხოლოდ ფუფუნება და აპარტამენტები წარმუდგენიათ და აზროვნების არე საერთოდ დახშული აქვთ! აი,ესაა უბედურება...

ირაკლი ვაჭარაძე:

მე ხომ ჯვარს მაცვეს, მაგრამ არც რატის დაადგა უკეთესი დღე ამ ლექსისთვის. ლევან სანიკიძისთვის არავის მოუთხოვია ისტორიული ფაქტების სიზუსტის დაცვა და რატის სთხოვენ, პოეტს

ნიკა გვარამია:

ამასობაში, რატი ამაღლობელი დავაჟკაცებულა, შემოევლოს ერი

ნუ ჯერ ეზოპეს ენით იკენწლება, მეტზე გამბედაობა არ ყოფნის, მარა პეპლებზე და ყვავილებზე ლაპარაკს ჯობია მაინც

შოთა დიღმელაშვილი:

მოკლედ, რატი ამაღლობელს გაუხურეს, როგორ გაბედე გაყინული გლახის პატრიარქთან შედარებაო. გამიკვირდა, რადგან ბუნდოვნად მახსოვს ღრმა ბავშვობაში ნასწავლი იგავნი სოლომონისა – "ღარიბ-ღატაკის განმკითხავი სესხს აძლევს უფალს" (19:17).

იქვე მათე (25:34-39): "მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ".

ჰოდა, ვერ გავიგე რაზეა ამბავი ამტყდარი: თავად წმინდა წერილი თუ ღმერთს გლახაში ხედავს, პატრიარქის შედარება გლახასთან რატომ არ მოსულა? – რა, ახალი ქართული კანონიკით პატრიარქი ღმერთზე დიდია?

ორი შესაძლო დასკვნის გამოტანა შეიძლება:

ა) ქართველი მართლმადიდებლები არ კითხულობენ წმინდა წერილს;

ბ) ქართველი მართლმადიდებლებისთვის ერთი ადამიანი უფრო წარჩინებული და უფრო დიდია, ვიდრე ღმერთი.

არ ვიცი ამ ორი ბოროტებიდან რომელია უფრო მცირე – საკუთარი სარწმუნოების უცოდინარი მორალისტი მორწმუნეების ზეობა თუ აშკარა კერპთაყვანისმცემლობა, თანაც ქრისტიანობის სახელით? თქვენ როგორ ფიქრობთ?

გოგი გვახარია

პოეტს რომ "ისტორიულ სიზუსტეს" სთხოვს ის ხალხი

ვახ როგორ არაფერი იცვლება ამ ქვეყანაში

დათო გოგიშვილი

მე პირადად იოტისოდენადაც არ ვბრაზდები რატი ამაღლობელზე, არც ზოგადად მსგავსი ტიპის გამოვლინებებზე. ბატონებო რატომ არ გაქვთ პროტესტი იმაზე, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში ფსევდო ფასეულობებია დამკვიდრებული?? ერთხელ მაინც გაგჩენიათ კითხვა, რომ რაში მდგომარეობს იმ კრიტერიუმების არსი და მართლზომიერება, რითაც ადამიანებს ვაპოპულარულებთ, ვაკერპებთ და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის ამა თუ იმ სტატუსსა თუ წოდებას ვანიჭებთ?? ამ პროცესებში თანაბარი უპირატესობით არიან ჩართულები საზოგადოების ცნობადი სახეები, საზოგადოების არაცნობადი, მაგრამ ავტორიტეტული წარმომადგენლები. ლომის წილი მიუძღვის ამ საქმეში ქართულ ტელევიზიებს, თანამედროვე ქართულ რეალობაში გამეფებულ სნობიზმს. ქართულ მედიაში გამეფებულ ადამიანების "დაბლოკვის" ინსტიტუტს. ოდესმე მოგიწვევიათ ეთერში ალტერნატიული ხედვისა და ლიტერატურული მემკვიდრეობის მქონე მწერლები და პოეტები?? გაგიცვნიათ ისინი საზოგადოებისათვის??. თქვენ!!!

ბატონებო: მინიმუმ აბაშიძის ქუჩაზე რომელიმე "ზავიძენიაში" ან შარდენზე, რომელიმე "პერო-აბრაზნი" კაფეში თუ არ აქვს "მგოსანს" ფოტკა ატვირთულ-"დაჩექინებული" ისე არა თუ მწერლად, ან რომელიმე თოქ-შოუში მისი სამწერლო შემოქმედების გაშუქების ღირსად, არამედ უბრალოდ ადამიანად არ თვლით. ჩვენ, საზოგადოება ვადგამთ თავზე ამა თუ იმ ფსევდო, მანკიერი ღირებულებების მატარებელ შემთხვევით ტიპებს საზოგადო მოღვაწისა და ერის მამის შარავანდედს და მერე ვბრაზდებით მათ მიერ გადადგმულ ამა თუ იმ აბსოლიტურად მიუღებელ ნაბიჯებსა თუ გამოხტომებზე. მიზეზების საკუთარ თავში ძებნა ისწავლე ქართულო საზოგადოებავ!

იხილეთ ასევე: "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები..." - რატი ამაღლობელი კრიტიკოსებს პასუხობს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს