"მესალამურე" ირაკლი ღარიბაშვილი - ექს-პრემიერის უცნობი ფოტო

"მესალამურე" ირაკლი ღარიბაშვილი - ექს-პრემიერის უცნობი ფოტო

მუსიკოსმა ნიკო ნადირაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბავშვობის ფოტო, სადაც პრემიერი სალამურზე უკრავს. ნადირაშვილმა სურათს თან წარწერაც დაურთო:

"ბატონი ირაკლისთან დაახლოვებული ერთ-ერთი ჟურნალისტი საქვეყნოდ დამცინოდა "მესალამურე პრეზიდენტი"-ღა გვაკლიაო... როგორც ჩანს მან არ იცოდა ბატონი პრემიერი ჩემი "კოლეგა" რომ იყო... რაღა დაგიმალოთ და ამ ფოტოს ნახვამ ძალიან გამახარა, მაგრამ თანამდებობიდან მისმა გადადგომამ არა!"

ნიკო ნადირაშვილი

2015 წლის 23 დეკემბერი"

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარრიბაშვილმა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ  გუშინ გააკეთა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს