მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება
 "მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რის მო­რი­გი ქა­და­გე­ბა გავ­რცელ­და[ვი­დეო], სა­დაც მო­ძღვა­რი ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს მო­უ­წო­დებს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­დონ. ამ ფორ­მით დე­კა­ნო­ზი ილია მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის დაც­ვას ცდი­ლობს, რო­მე­ლიც მისი გან­ცხა­დე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მხრი­დან ცი­ლის­წა­მე­ბის მსხვერ­პლია. დე­კა­ნო­ზი ილია თოქ-შოუ "არ­ჩე­ვა­ნის" იმ ეთერს აკ­რი­ტი­კებს, რო­მელ­შიც მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის ყო­ფილ ეპარ­ქი­ა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს და­ფი­ნან­სე­ბა­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

დე­კა­ნო­ზის ქა­და­გე­ბას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ნიკა გვა­რა­მია ეხ­მა­უ­რე­ბა:

"მგო­ნი, არ­სე­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ სი­მა­ხინ­ჯე­ზე და მო­რა­ლურ (რო­გორც მი­ნი­მუმ) ტე­რო­რიზ­მზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უნდა იღებ­დეს. ხოდა, მი­ხე­დეთ, გე­თაყ­ვა, მი­ხე­დეთ! არ ბნე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, პა­ტივ­ცე­მუ­ლე­ბო, გახ­სოვ­დეთ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ!", - წერს გვა­რა­მია.

რო­გორც "რუს­თა­ვი 2" იტყო­ბი­ნე­ბა, "კუ­რი­ერ­მა" სა­პატ­რი­არ­ქოს კი­თხვი­თაც მი­მარ­თა - "გა­მო­ხა­ტავს თუ არა, დე­კა­ნო­ზი ილია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ზო­გად გან­წყო­ბას, თუ ეს მისი იდი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­აა", - თუმ­ცა, ტე­ლე­არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ამ დრომ­დე არ მი­უ­ღი­ათ.

სა­პატ­რი­არ­ქოს პო­ზი­ცია სა­ჯა­როდ დას­მულ კი­თხვებ­თან და "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბულ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­საძ­ლოა, ცნო­ბი­ლი სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ გახ­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო| სკან­და­ლუ­რი ქა­და­გე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ნა­აღ­მდეგ: "ეს არის ან­ტიქ­რის­ტეს ტე­ლე­ვი­ზია"

იხი­ლეთ ასე­ვე: სა­პატ­რი­არ­ქოს ბაგა-ბა­ღე­ბი და სკო­ლე­ბი, სა­დაც გა­უ­საძ­ლი­სი პი­რო­ბე­ბია - პატ­რი­არ­ქი პრობ­ლე­მას სი­ნო­დის სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება

 "მიხედეთ, გეთაყვა! არ ბნელა ქვეყანაში" - ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის შესახებ დეკანოზ ილიას ქადაგებას ეხმაურება

ინტერნეტსივრცეში ეკლესიის მსახურის მორიგი ქადაგება გავრცელდა[ვიდეო], სადაც მოძღვარი ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ "რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამ ფორმით დეკანოზი ილია მეუფე სპირიდონის დაცვას ცდილობს, რომელიც მისი განცხადებით, ტელეკომპანიის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია. დეკანოზი ილია თოქ-შოუ "არჩევანის" იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი.

დეკანოზის ქადაგებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ნიკა გვარამია ეხმაურება:

"მგონი, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ამ სიმახინჯეზე და მორალურ (როგორც მინიმუმ) ტერორიზმზე პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს. ხოდა, მიხედეთ, გეთაყვა, მიხედეთ! არ ბნელა ქვეყანაში, პატივცემულებო, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ!", - წერს გვარამია.

როგორც "რუსთავი 2" იტყობინება, "კურიერმა" საპატრიარქოს  კითხვითაც მიმართა - "გამოხატავს თუ არა, დეკანოზი ილია მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგად განწყობას, თუ ეს მისი იდივიდუალური პოზიციაა", - თუმცა, ტელეარხის ინფორმაციით, კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და "რუსთავი 2"-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლოა, ცნობილი სინოდის სხდომის შემდეგ გახდეს.

იხილეთ ვიდეო| სკანდალური ქადაგება "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ: "ეს არის ანტიქრისტეს ტელევიზია"

იხილეთ ასევე: საპატრიარქოს ბაგა-ბაღები და სკოლები, სადაც გაუსაძლისი პირობებია - პატრიარქი პრობლემას სინოდის სხდომაზე განიხილავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს