პრეზიდნეტის, პრემიერისა და ქვეყნის სხვა პირველ პირთა მეუღლეების გარეგნული იმიჯი თუ პირადი ცხოვრების დეტალები ხშირად ექცევა საზოგადების ყურადღების ცენტრში. საჯარო ღონისძიებებზე მათი ყოველი მორიგი გამოჩენა სოციალურ ქსელებში განხილვის თემა ხდება. ბოლო დღეებია აქტიურად საუბრობენ პრემიერ ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის კაბაზე, რომელიც მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეცვა. პრემიერის მეუღლის კაბა კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ნიჭიერის" მორიგ შოუზე ნანუკა ჟორჟოლიანი მსგავსი კაბით გამოჩნდა. თაყვანისმცემლები ნანუკას "ლუქით" აღფრთოვანებულები იყვნენ, თუმცა გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც ტელეწამყვანს პლაგიატში დასდეს ბრალი. ნანუკამ მათ პასუხად "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ნუნუკა თამაზაშვილამდე მსგავსი კაბა მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილს ეცვა.
"სხვანაირია:) მაგრამ ლამაზია, რაც აცვია:) საროჩკაც სხვანაირია და ქვედა ბოლოც:) ჩემსას ხვალ დავდებ მთლიანს:)... არ ვიცნობ, მაგრამ ვინაა ვიცი და სხვათაშორის სულაც არ აცვია ცუდად. მე მომწნს მისი ჩაცმულობა ხშირად. ზოგადად ეს ქალი ძაან ლამაზად იცვამს"
"ისეთი ამბავი მოყვა ჩემს გუშინდელ ჩაცმულობას :) ვიღაცეები ფიქრობენ, რომ ნუნუ თამაზაშვილისთვის მიმიბაძია :) ძლივს მივხვდი ჯერ, ვინ იყო ნუნუ. მოკლედ, მეც, ნუნუმაც და სხვამაც, ვისაც ასე ეცვა აი, საიდან ავიღეთ მოდელი. წარმეტებული დღე და ბევრი მახათი უსაქმურებო :)", - წერს ნანუკა.
იხილეთ ასევე: პრემიერ-მინისტრის მეუღლის ჩაცმულობა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა - "ივანიშვილის მეუღლე ბევრად გემოვნებიანია"