მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე
რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე

გუ­შინ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ერთი წლის მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­შის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. რო­გორც მერ­მა გა­ნა­ცხა­და, წელს დამ­ტკიც­და ეკო­ლო­გი­უ­რი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც გამ­წვა­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში შე­მოდ­გო­მის ჩათ­ვლით უკვე და­ირ­გო ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხე.

ამ ამ­ბავს აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. თე­მით ილი­ა­უ­ნის ყო­ფი­ლი ლექ­ტო­რი, გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და და მე­გობ­რებს google.com/maps-ზე დარ­გუ­ლი ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დათ­ვლა­ში დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. შე­დე­გად სა­ინ­ტე­რე­სო რამ გა­ირ­კვა.

"და­ი­დოს გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­კე­ბი და ჩემი მე­გობ­რე­ბი და­ით­ვლი­ან!...

...ხე­ე­ბის თემა შე­მოწ­მე­ბა­დი ყო­ფი­ლა. იქ­ნებ ვინ­მემ შე­ა­მოწ­მოს შემ­თხვე­ვით ამორ­ჩე­უ­ლი რა­მო­დე­ნი­მე წერ­ტი­ლი? რუ­კა­ზე წერ­ტი­ლებ­თან რომ მი­ი­ტანთ მა­უსს გიჩ­ვე­ნებთ ზუსტ კო­ორ­დი­ნა­ტებს და ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას", - და­წე­რა გი­ორ­გი თუ­მა­ნიშ­ვილ­მა.

რო­გორც ირ­კვე­ვა, რუ­კა­ზე გარ­კვე­უ­ლი უზუს­ტო­ბე­ბი არ­სე­ბობს:

- ამ ოთხ წერ­ტილ­ში დარ­გუ­ლი ხე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 270720-ია:

- 10 წე­რია ჩემს ეზო­ზე. 25 წლის მან­ძილ­ზე იქ არ­ცერ­თი ხე არ დარ­გუ­ლა.

ასე­ვე, გვერ­დით სა­ბავ­შვო ბაღ­ზე წე­რია 20. არ­ცერ­თი არ და­ირ­გო არც იქ. გვერ­დით ეზო­ზე წე­რია ასე­ვე 10, არც იქ დარ­გუ­ლა არა­ფე­რი.

- ხე ირ­გვე­ბა 5X5-ზე, ანუ ერთ ხეს უნდა 25 კვ.მ. 500000 ხეს უნდა 1250 ჰექ­ტა­რი მი­წის ფარ­თო­ბი! მა­გა­ლი­თის­თვის: თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი არის 9 365.63 კვ.მ, ანუ 0,9 ჰექ­ტა­რი, ე.ი. 1250 ჯერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნის ხელა ფარ­თობ­ზეა დარ­გუ­ლი ხე­ე­ბი?

- 1200 ხე არი­სო დარ­გუ­ლი ვა­კის გამ­გე­ო­ბის ეზო­შიო.

გამ­გე­ო­ბის სკვერ­ში ყო­ვე­დღე დავ­დი­ვარ და მანდ მაქ­სი­მუმ 40 ცალი 30 სმ სი­მაღ­ლის ნერ­გია დარ­გუ­ლი. ბა­ლა­ხიც კი არ დარ­გუ­ლა ამ 3 წე­ი­წად­ში რომ მა­გის ღე­რო­ე­ბი დათ­ვლი­ლი­ყო...

- ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, ხორ­ნა­ბუ­ჯის ქუჩა არის ჩემი ქუ­ჩის ქვე­მოთ. რუ­ქა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი ად­გი­ლი არის ბაგა-ბაღი, სა­დაც ჩემი ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მთელ ეზო­ში რგია ხე­ე­ბი. რუ­ქა­ზე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ამ ად­გილ­ზე 50 ახა­ლი ხე ყო­ფი­ლა დარ­გუ­ლი. ჯერ ერთ ყო­ველ­დღე გავ­დი­ვარ ამ ად­გილს და სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ ახალ ხე­ებს, და ამას­თან ამ ბაღ­ში იმ­დე­ნი ხეა ად­რე­ვე დარ­გუ­ლი, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია 50 ახა­ლი ხე და­ტიო ამ ძვე­ლე­ბის გა­ჩეხ­ვის გა­რე­შე.

იგი­ვეა იქვე ჩარ­გლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ან კო­ორ­დი­ნა­ტე­ბია არას­წო­რად მი­თი­თე­ბუ­ლი ანდა სახ­ლის ეზო­ებ­ში ყო­ფი­ლა 160 ახა­ლი ხე ჩარ­გუ­ლი.

იხი­ლეთ რუკა

იხი­ლე­თეთ ასე­ვე: და­ვით ნარ­მა­ნია აცხა­დებს, რომ ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ხე უკვე დარ­გეს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე

რეალურად დაირგო თუ არა თბილისში ნახევარი მლნ ხე და გვატყუებს თუ არა ნარმანია - რა უზუსტობები აღმოაჩინეს მოქალაქეებმა google/maps-ზე

გუშინ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ერთი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. როგორც მერმა განაცხადა, წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს. დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.

ამ ამბავს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. თემით ილიაუნის ყოფილი ლექტორი, გიორგი თუმანიშვილი დაინტერესდა და მეგობრებს google.com/maps-ზე დარგული ხეების რაოდენობის დათვლაში დახმარება სთხოვა. შედეგად საინტერესო რამ გაირკვა.

"დაიდოს გამწვანებული ტერიტორიების რუკები და ჩემი მეგობრები დაითვლიან!...

...ხეების თემა შემოწმებადი ყოფილა. იქნებ ვინმემ შეამოწმოს შემთხვევით ამორჩეული რამოდენიმე წერტილი? რუკაზე წერტილებთან რომ მიიტანთ მაუსს გიჩვენებთ ზუსტ კოორდინატებს და ხეების რაოდენობას", - დაწერა გიორგი თუმანიშვილმა.

როგორც ირკვევა, რუკაზე გარკვეული უზუსტობები არსებობს:

- ამ ოთხ წერტილში დარგული ხეების რაოდენობა 270720-ია:

- 10 წერია ჩემს ეზოზე. 25 წლის მანძილზე იქ არცერთი ხე არ დარგულა.

ასევე, გვერდით საბავშვო ბაღზე წერია 20. არცერთი არ დაირგო არც იქ. გვერდით ეზოზე წერია ასევე 10, არც იქ დარგულა არაფერი.

- ხე ირგვება 5X5-ზე, ანუ ერთ ხეს უნდა 25 კვ.მ. 500000 ხეს უნდა 1250 ჰექტარი მიწის ფართობი! მაგალითისთვის: თავისუფლების მოედანი არის 9 365.63 კვ.მ, ანუ 0,9 ჰექტარი, ე.ი. 1250 ჯერ თავისუფლების მოედნის ხელა ფართობზეა დარგული ხეები?

- 1200 ხე არისო დარგული ვაკის გამგეობის ეზოშიო.

გამგეობის სკვერში ყოვედღე დავდივარ და მანდ მაქსიმუმ 40 ცალი 30 სმ სიმაღლის ნერგია დარგული. ბალახიც კი არ დარგულა ამ 3 წეიწადში რომ მაგის ღეროები დათვლილიყო...

- ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩა არის ჩემი ქუჩის ქვემოთ. რუქაზე მითითებული ადგილი არის ბაგა-ბაღი, სადაც ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მთელ ეზოში რგია ხეები. რუქაზევე მითითებულია, რომ ამ ადგილზე 50 ახალი ხე ყოფილა დარგული. ჯერ ერთ ყოველდღე გავდივარ ამ ადგილს და საერთოდ ვერ ვხედავ ახალ ხეებს, და ამასთან ამ ბაღში იმდენი ხეა ადრევე დარგული, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია 50 ახალი ხე დატიო ამ ძველების გაჩეხვის გარეშე.

იგივეა იქვე ჩარგლის ქუჩაზე, სადაც ან კოორდინატებია არასწორად მითითებული ანდა სახლის ეზოებში ყოფილა 160 ახალი ხე ჩარგული.

იხილეთ რუკა

იხილეთეთ ასევე: დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს