უკრაინულ გამოცემა uareview.in.ua-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:
ზურაბ ჯაფარიძე:
"ინსტრუქტაჟის ტონი.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.
ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში.
"რუსთავი 2" უნდა გადარჩეს როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს.
უკანონო მოსმენებზე - ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით.
იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი".
ჩიორა თაქთაქიშვილი:
"ვისაც დიდი ხანია ყელში ქონდა ამოსული მიშას ლიდერობა, პოლიტიკოსობა, აქტიურობა, ნიჭი, ეფექტურობა, იდეალისტობა, პატიოსნება, იმ ხალხზე რა თქმა უნდა, მძიმედ იმოქმედებდა იმის გაგონება, რომ დაიხ, მიშა დღესაც არის ნაციონალური მოძრაობის ფორმალური და რეალური ლიდერი. ის დღესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, მასთან რეგულარული კონსულტაციები გვაქვს და მასთან ერთად ვგეგმავთ პარტიის საქმიანობას მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურ დევნილობაშია უკრაინაში. ის დღეს საქართველოში არ არის იმიტომ, რომ დაჭერის რეალური საფრთხის გათვალისწინებით მისმა გუნდმა გადაწყვიტა ასე და არა მან თვითონ (ამ დეტალზე ოდესმე ვრცელ მოგონებასაც დავწერ). სიმართლეა ის, რომ დღეს ის უფრო რეალურად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც ივანიშვილის დიქტატურა უქადის ქვეყანას, ვიდრე ბევრი აქ მყოფი.
ხოლო, ვისაც ესმის იმ 9 წლის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ვინც პირად გრძნობებზე მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესს, ისიც უნდა ესმოდეს, რომ ის 9 წელი არ იქნებოდა მიშას გარეშე. უნდა ესმოდეს, რომ ის 9 წელი არ იქნებოდა მიშას გარეშე. უნდა ესმოდეს ისიც, რომ დღეს მიშას ლანძღვით, მიშასგან გამიჯვნით ასრულებენ ივანიშვილის და კრემლის ყველაზე სანუკვარ ოცნებას. თავად განსაჯეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და საერთო საქმისთვის კარგია, თუ ცუდი!
კონსტიტუციის, მედიის თავისუფლების, ოპოზიციის და ხალხის ნების ფეხქვეშ გამთელავ უზურპატორ ხელისუფლებას კი მხოლოდ ხალხის ურყევი ნება შეაკავებს. ბარიკადები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა ფორმები ერთადერთი ბრძოლის იარაღია ხალხის ხელში დიქტატურის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში".
მანანა კობახიძე:
"და კიდევ, უბრალოდ, განმარტებისთვის... თუ დანაშაულის მომზადების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, სწორედაც კანონი ავალებს შესაბამის უწყებას, რომ აწარმოოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული, დიახ მოსმენაც. ეს ხდება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს და ეს კარგად იცის გვარამიამ! მაგრამ დემაგოგია, ხომ მათი სტილია! სწორედაც რომ დროულობა და ოპერატიულობა განაპირობებს დანაშაულის პრევენციას და თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მოუსმენენ, მხოლოდ კანონის დაცვით და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული და ეშინოდეთ მხოლოდ კრიმინალებს, ვის თავშიც მზაკვრული გეგმები იხარშება, ადამიანებს არავინ უსმენს და არავინ ერჩის! აწი, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ რას გეგმავდა, ვინ ისმენდა, ვინ სად რა ატვირთა და ა.შ."
ნინია კაკაბაძე:
"და "რუსთავი 2"-ის საქმეზე ამბობენ, რომ არის კერძო პირებს შორის დავა
რაც არ უნდა იყოს, მე ამ ქვეყნის მოქალაქეს მჭრიდება ამ ხელისუფლების მაკრიტიკებელი და ჩასაფრებული, გავლენიანი მედია, რომელიც არ მისცემს მათ საშუალებას თავისუფლად გამომგუდონ გაზპრომის გაზით, დამაშორონ დასავლეთს, ამიშენონ პანორამები, გააყალბონ არჩევნები და ა.შ. გინდ მიშასი იყოს და გინდ გრიშასი.
მიშას რაც შეეხება, მისი რევოლუციური ვნებები მისთვის შეინახოს, თითზე იჩხვლიტოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს.
რევოლუციას რაც შეეხება, არავის უნდა ძალადობა და სისხლი, აქამდეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ დავიცავ რუსთავი 2-ს ფიზიკურადაც და მორალურადაც. არ მივიღებ იმ უკანონო გადაწყვტილებას, რომელსაც ეს აპოლიტიკური მოსამართლე გამოიტანს, კერძო პირებს შორის დავის საქმეში!"
ირაკლი კაკაბაძე:
"ბოდიშს ვიხდი წინასწარ ამ განცხადებისთვის: მიშა და ნაცებო, თქვენ დედებს რა ვუთხარი - კიდევ სისხლისღვრა და ბარიკადები გინდათ?! არ მოგბეზრდათ ამდენი სისხლისღვრა და ხალხის გაუბედურება?!.. აღარ შეუძლია ხალხს თქვენი მამაძაღლობის ატანა - და თქვენ პროვოცირებას უკეთებთ იმას რომ ხალხმა ცოდვა დაიდოს და დაგერიოთ! ეს იქნება თქვენი და თქვენთან ერთად ამ ლენჩი და დოყლაპია ქოცნაცუნების დანაშაული! ხალხს არ უნდა ძალადობა - ხალხს არ უნდა ახალი მკვლელობები - ხალხს არ უნდა სამოქალაქო დაპირისპირება! გაეთრიეთ ამ პოლიტიკიდან და გახდით მეეზოვეები - ცოცხების ხმარების მეტი მაინც არაფერი იცით და ამით მოიტანთ სარგებელს მხოლოდ! გაეთრიეთ საჯარო ცხოვრებიდან - თქვენ ავანტიურისტების ხროვის წევრებო!"
სალომე ზურაბიშვილი:
"ჩემის აზრით ესეც მომზადებული მახეა!!!!!!
ამ საუბარზე (უკრაენელბის მიერ ჩაწერილს თუ თვით მიშასი გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ ნაციონალების მიერ მომზადებულ ყალიბში ! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები : “ადამიანის უფლებების დარღვევა” “მოსმენების აღდგენა” და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერტხელ თავის მართლების რეჟიმზე გადავა!...
ამიტომ ჩემი რჩევა ხელისუფლებას : “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ ნაცებს თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე....
ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარე, და არ აყოლება! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიიფო გადატრიალება ! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არა მგრადი პოლიტიკა! დანარცენი არის არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი".
მარიამ საჯაია:
"თავისუფლად მსუნთქავებო", ბიძინას რომ იწამებთ, ტყუილის და სიცრუის ღმერთს მსხვერპლიც შესწირეთ.
და საშინაო დავალება (უპასუხეთ კითხვებს): სანამ რ2-ს და "ნაცებს" რევოლუციის მოწყობის მცდელობას დააბრალებთ, იფიქრეთ:
- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, სადმე მივარდნა-შევარდნაზე არის საუბარი?
- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, რომც ააწყონ ბარიკადები და იყვნენ გამაგრებული რა შავდება?
- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, როგორ მოაწყობენ რევოლუციას?
აიღოს ხელისუფლებამ ხელი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე, ძალადობისკენ მოწოდებაზე, ძალადობაზე, დიქტატურის დამყარების მცდელობაზე და ვერც ვერავინ ვერ მოუწყობს რევოლუციას.
თავდასხმას თავდაცვა რომ მოყვება (თუკი "ვაზელინიანი" არ ხარ), ეს ცხადზე უცხადესია. ასე ვფიქრობ მე და ასე ვიმოქმედებ:
- თუ თავს დამესხმებიან, გავცემ პასუხს;
- თუ შეზღუდავენ ჩემს თავისუფლებას, გავცემ პასუხს;
- თუ რ2-ის შეზღუდვით საფრთხეს შეუქმნიან ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, გავცემ პასუხს.
გიორგი კანდელაკი:"უკაცრავად და რამე ხომ არ გამომეპარა?
საუბარი არის სადმე მივარდნა-შევარდნა-დამხობაზე? არა. საუბარია ვინმესთვის რამის სროლაზე? არა. რუსთავი2-ის ივანიშვილის მიერ ჩახშობა ნიშნავს თუ არა ამ ქვეყნის პერსპექტივის მრავალი წლით მოსპობას, საქართველოს დაჩაჩანაკებას, გაღარიბებას, კრიმინალიზაციას, უბრალოდ გაბანძებას და რუსეთისკენ ბევრად უფრო სწრაფად წათრევას? 100% ნიშნავს.
ხომ ამართლებს ღარიბაშვილი ძალადობას და ოპოზიციის 20-ზე მეტ ოფისში მივარდნას (მერე რა რომ ჭოჭი მისცეს და „დაზადნა“ - ამ ჩანაწერის დროს ასე იყო)? ამართლებს. არის თუ არა მსგავსი რიტორიკა გავეშებული ივანიშვილის მხრიდან სისულელის ჩადენის ალბათობაზე სპეკულირების და განსჯის საფუძველი? არის. გასულია თუ არა ურთმელიძე სამართლებრივი ჩარჩოდან და იქცევა თუ არა როგორც ჯიბგირი? ზუსტადაც რომ. ზრდის თუ არა ეს ყველაფერი იმის ალბათობას რომ მძევალი ურთმელიძის ხელით გაზპრომის აქციონერი შეეცდება რუსთავი2-ის დახშობას? ზრდის.
და რა არის გასაკვირი იმაში რომ საქართველოს მომავლის სასიცოცხლო ინტერესია რუსთავი2-ის დაცვა? არაფერი. ეს აქამდე არ თქმულა? თქმულა. ადასტურებს თუ არა ეს ჩანაწერები რომ ნიკა გვარამიას სწორედ მთავრობა აშანტაჟებდა? ადასტურებს. და იმას რომ მტრული სახელმწიფოს აგენტურის ნაცვლად ე.წ. სუსი საკუთარ საზოგადოებას ებრძვის? ამასაც.
ბევრად უფრო კომფორტული არაა ჩემთვის და ჩემი თანაპარტიელებისთვის დარჩენილი წლის პარლამენტის დებატებში და ცივილიზებულ კამპანიაში გატარება? ცხადია რადგან ყველა საკითხზე - ჯანდაცვიდან და პენსიებიდან დაწყებული და საგარეო პოლიტიკით დამთავრებული - ოცნებას 100:1-ს ვუგებთ. მაგრამ თუ ივანიშვილი ამისთანა ესკალაციაზე მიდის ჩვენც და ყველას ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გაზპრომის აქციებში დახურდავება წინააღმდეგობის გარდა რამე არჩევანი გვრჩება? არა მგონია.
ივანიშვილს უნდა ეყოს გონიერება და ხელი აიღოს რუსთავი2-ის დაუფლების მცდელობაზე. პოლიტიკური პროცესი და ჭიდილი დარჩეს ინსტიტუტებში და ყველა მოგებული დარჩება, მისი ჩათვლით.
შურისძიება არ იქნება რადგან ამისთვის ახალ მთავრობას უბრალოდ არ ეცლება".
ნინო დანელია:
"1. ისევ გვისმენენ; 2. მიშა გასაკავებელია; 3. 22-მდეა ჩანაწერი გაკეთებული და არავითარი ბაევიკები და რკინის კონსტრუქციები რ2თან არ არის, როგორც ჩანს, მიშას რადიკალურ პოზიციას არ იზიარებენ პარტიაში და არ აყოლია რ2. გამოსავალი: მისცენ რ2-ს სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლის საშუალება, არ გამოიტანოს მოსამართლემ განაჩენის მყისიერი აღსრულების გადაწყვეტილება. დააბრუნოს ხელისუფლებამ პროცესები დემოკრატიულ, არაძალადობრივ კალაპოტში. ახლა ესაა მათი უმთავრესი ამოცანა".
ზურაბ ჭიაბერაშვილი:
"ვინც ისედაც არ აპირებდით "რუსთავი 2"-ის დაცვას, მოგეცათ საბაბი wink emoticon
არადა თქვენს იმედად არც არასოდეს ვყოფილვართ. ყველაფერი, რაც ივანიშვილს გაუვიდა - საყდრისის დანგრევიდან დაწყებული პანორამის პროექტის დამტკიცებით დამთავრებული - გაუვიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლში ჯდომას არჩევდნენ პრინციპით "ნაციონალების გვერდით ხომ არ დავდგები".
ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მაინც ვიგებდით იმის გამო, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას ივანიშვილი არ აკონტროლებდა. თუ ეს შეიცვლება, იქნება ახალი საყდრისები და ახალი პანორამები. და დღეს უკვე დამძიმებული მდგომარეობა ერთ დღეს ისე დამძიმდება, აღარავინ გაუწევს მნიშვნელობას, ვისი ლიდერობით მიმდინარეობს ქუჩის პროტესტი.
ასეთი განვითარება კი ყოველთვის სახიფათოა.
დაიცავი "რუსთავი 2"!!!"
დავით დარჩიაშვილი:
"ამ ჩანაწერებიდან ერთი რამე უდაოა - საქართველოს სპეცსამსახურები ოპოზიციის წინააღმდეგ ფსბ-სთან თანამშრომლობს.
თავდაპირველად "კონსტრუქციები", "ბაევიკები", "იდიოტები" ჩემს "ნატიფ" ყურსაც ეხამუშა. მაგრამ ტვინი ხომ იმისთვისაა, "მეორე ფიქრიც" მიაყოლო ემოციას. თუ ურთმელიძე შეკრულია, ღარიბაშვილი ოპოზიციურ ოფისებზე ქოფაკებს გეშავს და ფსბ-სთან საიტებით თანამშრომლობს, სწორედაც, რომ "კონსტრუქციები", "ბაევიკები" და "იდიოტები"!"
ზაზა ბიბილაშვილი:
"სწორედ ასეა! - "ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში"
გიორგი ბარამიძე:
"ვინმეს ეგონა, რომ ივანიშვილისთვის რუსთავის დათმობას საკუთარი თავის ხიფათში ჩაგდების გარეშე ვფიქრობდით?
ივანიშვილი კი ყველაფერზეა წამსვლელი და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ არ დავანებოთ ქვეყნის ბედი".
რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი
იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?
თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ
ნიკა გვარამიას რეაქციები Facebook-ზე სკანდალური ჩანაწერის შემდეგ