სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო
მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი, 24 წლის მა­რი­ამ სა­ჯა­ია, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი 2012 წლი­და­ნაა.

მა­რი­ამს ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ზა­ფხულ­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მი­ზა­ნი და­ი­სა­ხა. გო­გო­ნას თქმით, მან გა­და­წყვი­ტა 150 ლა­რით ემოგ­ზა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ენა­ხა, რამ­დე­ნად შეძ­ლებ­და ასეთ სირ­თუ­ლეს­თან გამ­კლა­ვე­ბას. მისი მოგ­ზა­უ­რო­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან და­ი­წყო.

მოგ­ზა­უ­რო­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლის შე­სა­ხებ მა­რი­ა­მი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო და ვრცელ დღი­უ­რებს "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს:

"პი­რა­დი ინ­ტე­რე­სის­თვის ნა­მოქ­მე­და­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი ელე­მენ­ტით:

მე ვარ მოგ­ზა­უ­რი (და არა ტუ­რის­ტი) მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ყვე­ლა­ნა­ი­რი.

მოგ­ზა­უ­რებს აქვთ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. იმ­დე­ნად ამო­ჩე­მე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერს ცდი­ლო­ბენ იქ მო­სახ­ვედ­რად. ასე­თია ჩემ­თვის პორ­ტუ­გა­ლია, მა­რო­კო, ინ­დო­ე­თი, ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბი... და აღარ გავგრძელ­დე­ბი.

მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვე­ცა­დე და დავ­გეგ­მე, რომ ამ ზა­ფხულს ვნა­ხავ­დი ლი­სა­ბონს, ნი­ცას და მარ­სე­ლის გავ­ლით. ბი­ლე­თიც მაქვს. 20-ში იქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ახლა კი ის "დი­ა­დი" წა­მია, როცა აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლით ვა­უქ­მებ ამ ბი­ლეთს. ყვე­ლა­ფერს მი­ზე­ზი აქვს

ამ­გვა­რად, ვრჩე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მაგ­რამ არ ვრჩე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბის გა­რე­შე.

ხვა­ლი­დან....

ვი­წყებ ჰი­ჩ­ჰა­ი­კინგს. სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გავ­ლით გა­და­ვალ მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში და და­ვეშ­ვე­ბი ზღვის­პი­რეთ­ში.

და მათ­თვის, ვი­საც უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, მაგ­რამ ბი­უ­ჯე­ტი არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას: ვნა­ხოთ არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ პი­რო­ბებ­ში მო­ი­ა­რო, ნახო, იგ­რძნო, და­ა­გე­მოვ­ნო, შე­იც­ნო.... ამი­ტომ გა­მიზ­ნუ­ლად თან ვი­ქო­ნი­ებ სულ 150 ლარს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ გა­მო­ვა მაქვს კა­რა­ვი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა - და­სახ­ლე­ბის­თვის, ცერა თითი - მგზავ­რო­ბის­თვის, მა­თა­რა - წყლის­თვის და საჭ­მლის თან­ხა­ღა რჩე­ბა სა­ჭი­რო.

ჰოდა ამ­გვა­რად, დავ­ტეს­ტავ რამ­დე­ნად არის ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნად შევ­ძლებ და გავ­ქა­ჩავ მე. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა ჰი­ჩ­ჰა­ი­კინ­გის, მარ­ტო, უცხო მხა­რე­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დად

სა­დაც კი ინ­ტერ­ნე­ტი იქ­ნე­ბა, მო­გაწ­ვდით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას".

"ახალ­ცი­ხემ­დე უც­ნა­უ­რად ვიმ­გზავ­რე. ნაც­ნობ­მა უც­ნობ­მა წა­მო­მიყ­ვა­ნა, ავ­ტოს­ტო­პი არ გა­მო­ვი­და. რა­ბათ­ზე ამო­ვე­დი, რომ მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი და კარ­გად და­ვათ­ვა­ლი­ე­რე (5 გელ). უც­ნა­უ­რო­ბა ისაა, რომ ვინც კი შემ­ხვდა, ქარ­თვე­ლი არა­ვის ვგო­ნი­ვარ, ქარ­თუ­ლად რომ ვპა­სუ­ხობ არის ერრორ )) თან ისე­თი, ვა­ა­აა არ გვე­გო­ნე ქარ­თვე­ლი, ხმა­მაღ­ლა რომ გა­ი­ძა­ხი­ან.

ახალ­ცი­ხი­დან პირ­ვე­ლი­ვე ცე­რის აწე­ვა­ზე გა­მი­ჩე­რა ბა­ტონ­მა რე­ზომ ვა­ლე­ში მი­დი­ო­და, ადი­გე­ნის გა­და­სახ­ვევ­თან ჩა­მომ­სვა და ბედ­ნი­ე­რი მგზავ­რო­ბა მი­სურ­ვა. ცოტა ფე­ხით გა­ვი­ა­რე და მე­ო­რე გა­ავ­ტოს­ტო­პე­ბულ­მა მან­ქა­ნა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. აქ არი­ან ვანო, ვანო და ლაშა. სო­ფელ უდე­ში მი­დი­ან (ის ვანო აქ და­ი­ბა­დაო - თუმ­ცა არ ვუც­ნი­ვართ). ამ სოფ­ლი­და­ნაა ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლიო, უძ­ვე­ლე­სი სო­ფე­ლი­აო, ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დეო. ვახ, მეთ­ქი ზუს­ტად? უი გა­ვი­ჭე­დეთ, ეგრე არ­ვი­ცი­თო , ახლა სოფ. არალ­ში ვარ, ერ­თმა­ნე­თის მო­პირ­და­პი­რე მხა­რე­საა კა­თო­ლი­კუ­რი და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რე­ბი,მერე ადი­გენ­ში ადი­ან და ამიყ­ვა­ნენ

"ესეც ვანო&ვანო და ლაშა. ჯერ იყო ნა­ყი­ნე­ბი, მერე მწვა­დი, მერე ჭიქა არა­ყი, მერე მი­პა­ტი­ჟე­ბა აბას­თუ­მან­ში, გზას არ გა­და­ვუხ­ვიე, ვაგ­რძე­ლებ ჩემს მარ­შრუტს თუმ­ცა გუ­ლი­თად გა­მას­პინ­ძლე­ბა­ზე უარი არ მით­ქვამს, წა­ვუ­ქე­ი­ფეთ ზარზმა­ში.

სად მუ­შა­ო­ბო, თბი­ლის­ში-მეთ­ქი. ერ­თმა ვა­ნომ ივა­რა­უ­და, სტუ­დენ­ტი იქ­ნე­ბაო... ჩუ­მად ვარ,

ძლივს და­ვი­თან­ხმე, რომ გზას მარ­ტო გა­ვაგ­რძე­ლებ­დი და ჩემს გამო არ წა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

მის­ვე­ირ­ნობ ზარზმის გზა­ზე. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი თვი­თონ მი­ჩე­რებს, ზარზმა­ში მო­საც­დე­ლია ერ­თგან, იქ მივ­დი­ვარ წა­გიყ­ვა­ნო. აზრი არ ქონ­და. მად­ლო­ბით და უა­რით წა­ვი­და. მე­ო­რე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა გა­მო­ი­ა­რა, გა­მი­ჩე­რა. ნა­ყი­ნის დი­ატ­რი­ბუ­ტო­რი ვარო, გა­გი­მას­პინ­ძლდე­ბიო. ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვის ოც­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და ალ­ბათ კე­თი­ლი, შე­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლი "ნა­ყი­ნის ბაბუ" რომ ბევრ ნა­ყინს გთა­ვა­ზობს, მა­ინც უარი, მწვა­დი ჯერ კი­დევ ახ­ლად­და­გე­მოვ­ნე­ბუ­ლია. მაგ­რამ სი­კე­თე მა­ხა­რებს... ისიც მა­ხა­რებს, რომ უკ­ვირთ და გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ ქარ­თვე­ლი რომ ასე და­დის. პირ­ვე­ლად ვხე­დავ­თო, რა სას­წა­უ­ლი­აო, რა მა­გა­რი­აო!

მშვე­ნივ­რად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი, ერო­რი­ზა­ცია გრძელ­დე­ბა, სავ­სე ვარ ენერ­გი­ით"

"ბე­შუმ­შიც ამო­ვე­დი. ზარზმი­დან ას­ლა­ნი მო­დი­ო­და სატ­ვირ­თო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით. უმუ­შე­ვარ სო­ფელ­ში საქ­მე გა­ი­ჩი­ნა, სექ­ტემ­ბერ­ში ბავ­შვს ელო­დე­ბა, უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თბი­ლის­ში საქ­მეც აქვს, მა­ინც აქ ურ­ჩევ­ნია.

გო­დერ­ძის უღელ­ტე­ხილ­ზე და­ვემ­შვი­დო­ბე, მე მწვა­ნე ტბის­კენ მივ­დი­ო­დი.

გზა­გა­სა­ყარ­ზე აჭა­რე­ლი კაცი დგას, რუ­სუ­ლად მე­კი­თხე­ბა რუ­სუ­ლად თუ ვსა­უბ­რობ.

- ქარ­თვე­ლი ვარ, ქარ­თვე­ლიი, შევ­ძა­ხე

- აბა რას იყე­ნებ ამ უცხო­ურ ვიდს - მე­ჩხუ­ბე­ბა ლა­მის, თან მიშ­ლის ტბა­ზე წას­ვლას, შო­რი­აო, სა­ში­ში­აო... 8 კმ ბევ­რი არაა-მეთ­ქი და წა­ვე­დი

მივ­დი­ვარ გა­რე­მო­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი, სულ გა­და­მა­ვი­წყდა დრო, რომ მალე ავი­დე/ჩა­მო­ვი­დე და დავ­ბა­ნაკ­დე.

ქა­რია, სუფ­თა ჰა­ე­რი, კაშ­კა­შა მზე, უფრო ლურ­ჯი ცა, აბურ­დუ­ლი ღრუბ­ლე­ბი, მთა და დიდი სივ­რცე

ბედ­ნი­ე­რე­ბა

ბედ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - და­ი­ვე­რე­ბი მი­დი­ან მწვა­ნე ტბა­ზე და წა­მო­მი­ყო­ლეს"

"გუ­შინ­დე­ლი ამ­ბის გაგ­რძე­ლე­ბა: ბე­შუმ­ში დავ­ბრუნ­დი და და­ვას­რუ­ლე და­ბა­ნა­კე­ბა. გავ­შა­ლე კა­რა­ვი და მო­ვე­წყე.

უჰჰჰ...

მა­ნამ­დე ბევ­რი ვი­ა­რე თუ ცოტა, კარ­გად თუ ცუ­დად, და­ი­ვე­რებ­თან ერ­თად მი­ვა­დე­ქი ტბას, რო­მე­ლიც მწვა­ნეა - მწვა­ნე ტბას. ლა­მაზს, ზურ­მუხტს, სიმწვა­ნე­ში ჩაფ­ლულს, ირ­გვლივ გო­რა­კე­ბით.

მი­ვუ­ა­რე, მო­ვუ­ა­რე, ავ­ბო­ბღდი, ყვე­ლა მხრი­დან ვნა­ხე, ყვე­ლა მხრი­დან მო­მე­წო­ნა ☺

ოდ­ნავ გვი­ან კი ავე­დით... თუმ­ცა ჩა­მოს­ვლა უფრო დაგ­ვი­ან­და. და­ღამ­და. დაბ­ნელ­და. შორს ყვე­ლა­ნა­ი­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­გან, თავ­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი­ცა რომ გა­ხუ­რავს თავ­ზე და ირ­გვლივ რომ წყვდი­ა­დია. ფან­რე­ბი ანა­თე­ბენ - და­ი­ვე­რე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას ალა­გე­ბენ.

მე კი ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ სად დავ­ბა­ნაკ­დე... ტბას­თან ყვე­ლამ მი­თხრა მტკი­ცე უარი - მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის საფრ­თხის გამო. ისევ ვფიქ­რობ. ალ­ბათ პირ­ვე­ლი­ვე შუქ-ან­თე­ბულ სახ­ლთან ახ­ლო­მახ­ლო?!

წა­მო­ვე­დით. გზას ძლივს ვარ­ჩევთ.

ვი­პო­ვე სახ­ლი. უც­ნა­უ­რი. რა­ღაც ბოს­ლის სუ­ნით. დავ­რჩე? არ შე­მიძ­ლია... ქვე­ვით სო­ფელ­ში ჩა­ვი­დე? ყვე­ლას რომ ეძი­ნოს და ნე­ბარ­თვა ვერ ვი­თხო­ვო სად­მე ეზოს­თან კარ­ვის გა­საშ­ლე­ლად? ... არა, წა­ვალ ამ რის­კზე.

და მე ხომ მი­მარ­თლებს გზად სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო გა­მოჩ­ნდა. და­ვემ­შვი­დო­ბე მეგ­ზუ­რებს და შევ­ვარ­დი აწე­წილ-და­წე­წი­ლი... შო­კი­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი დამ­ხვდა ისევ. თხოვ­ნე­ბი კი­დევ უფრო უც­ნა­უ­რი, მაგ­რამ არა-რთუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ეზოს ახ­ლოს კა­რა­ვი გავ­შა­ლო? და უკაც­რა­ვად, ტე­ლე­ფონს და­მა­ტე­ნი­ნებთ?

სა­ბედ­ნი­ე­როდ პა­სუ­ხე­ბი და­დე­ბი­თი

ვაჰ! რა კარ­გია... შევ­ძვრე­ბი ახლა კა­რავ­ში და იმე­დია ჩავ­თბე­ბი. უხხ რო­გორ ცივა... მინ­და შეს­ვლა კა­რავ­ში მაგ­რამ ვარ­სკვლა­ვე­ბი მე­ნა­ნე­ბა... ახ­ლოს არი­ან, ბევ­რნი არი­ან, ბრჭყვი­ა­ლე­ბი, კაშ­კა­შე­ბი. ვერ ვე­ლე­ვი ყუ­რე­ბას

უნდა შე­ვე­ლიო.

პირ­ვე­ლი დღე დას­რულ­და"

მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ას სახ­ლე­ბი და მან­ქა­ნე­ბი: ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

მარიამ საჯაია მარტო, "ველურ პირობებში": დეპუტატის მიერ ფეხითა და 150 ლარიანი ბიუჯეტით შემოვლილი საქართველო

საქართველოს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, 24 წლის მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი 2012 წლიდანაა.

მარიამს ძალიან უყვარს მოგზაურობა და ზაფხულში საკმაოდ საინტერესო მიზანი დაისახა. გოგონას თქმით, მან გადაწყვიტა 150 ლარით ემოგზაურა საქართველოში და ენახა, რამდენად შეძლებდა ასეთ სირთულესთან გამკლავებას. მისი მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო.

მოგზაურობის ყველა დეტალის შესახებ მარიამი საკმაოდ საინტერესო და ვრცელ დღიურებს "ფეისბუქზე" აქვეყნებს:

"პირადი ინტერესისთვის ნამოქმედარი, სოციალური ელემენტით:

მე ვარ მოგზაური (და არა ტურისტი) მიყვარს მოგზაურობა. ყველანაირი.

მოგზაურებს აქვთ ამოჩემებული ადგილები. იმდენად ამოჩემებული, რომ ყველაფერს ცდილობენ იქ მოსახვედრად. ასეთია ჩემთვის პორტუგალია, მაროკო, ინდოეთი, ცენტრალური ამერიკის ქვეყნები... და აღარ გავგრძელდები.

მთელი მონდომებით ვეცადე და დავგეგმე, რომ ამ ზაფხულს ვნახავდი ლისაბონს, ნიცას და მარსელის გავლით. ბილეთიც მაქვს. 20-ში იქ უნდა ვყოფილიყავი. ახლა კი ის "დიადი" წამია, როცა აკანკალებული ხელით ვაუქმებ ამ ბილეთს. ყველაფერს მიზეზი აქვს

ამგვარად, ვრჩები საქართველოში.

მაგრამ არ ვრჩები მოგზაურობის გარეშე.

ხვალიდან....

ვიწყებ ჰიჩჰაიკინგს. სამცხე-ჯავახეთის გავლით გადავალ მაღალმთიან აჭარაში და დავეშვები ზღვისპირეთში.

და მათთვის, ვისაც უყვარს მოგზაურობა, მაგრამ ბიუჯეტი არ აძლევს საშუალებას: ვნახოთ არის თუ არა შესაძლებელი ამ პირობებში მოიარო, ნახო, იგრძნო, დააგემოვნო, შეიცნო.... ამიტომ გამიზნულად თან ვიქონიებ სულ 150 ლარს. დარწმუნებული ვარ გამოვა მაქვს კარავი და აღჭურვილობა - დასახლებისთვის, ცერა თითი - მგზავრობისთვის, მათარა - წყლისთვის და საჭმლის თანხაღა რჩება საჭირო.

ჰოდა ამგვარად, დავტესტავ რამდენად არის ეს შესაძლებელი საქართველოში და რამდენად შევძლებ და გავქაჩავ მე. პირველი მცდელობაა ჰიჩჰაიკინგის, მარტო, უცხო მხარეში, საკუთარი თავის იმედად

სადაც კი ინტერნეტი იქნება, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას".

"ახალციხემდე უცნაურად ვიმგზავრე. ნაცნობმა უცნობმა წამომიყვანა, ავტოსტოპი არ გამოვიდა. რაბათზე ამოვედი, რომ მოვმზადებულიყავი და კარგად დავათვალიერე (5 გელ). უცნაურობა ისაა, რომ ვინც კი შემხვდა, ქართველი არავის ვგონივარ, ქართულად რომ ვპასუხობ არის ერრორ )) თან ისეთი, ვაააა არ გვეგონე ქართველი, ხმამაღლა რომ გაიძახიან.

ახალციხიდან პირველივე ცერის აწევაზე გამიჩერა ბატონმა რეზომ ვალეში მიდიოდა, ადიგენის გადასახვევთან ჩამომსვა და ბედნიერი მგზავრობა მისურვა. ცოტა ფეხით გავიარე და მეორე გაავტოსტოპებულმა მანქანამაც არ დააყოვნა. აქ არიან ვანო, ვანო და ლაშა. სოფელ უდეში მიდიან (ის ვანო აქ დაიბადაო - თუმცა არ ვუცნივართ). ამ სოფლიდანაა ანთიმოზ ივერიელიო, უძველესი სოფელიაო, ჩვენს წელთაღრიცხვამდეო. ვახ, მეთქი ზუსტად? უი გავიჭედეთ, ეგრე არვიცითო , ახლა სოფ. არალში ვარ, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარესაა კათოლიკური და მართლმადიდებლური ტაძრები,მერე ადიგენში ადიან და ამიყვანენ

"ესეც ვანო&ვანო და ლაშა. ჯერ იყო ნაყინები, მერე მწვადი, მერე ჭიქა არაყი, მერე მიპატიჟება აბასთუმანში, გზას არ გადავუხვიე, ვაგრძელებ ჩემს მარშრუტს თუმცა გულითად გამასპინძლებაზე უარი არ მითქვამს, წავუქეიფეთ ზარზმაში.

სად მუშაობო, თბილისში-მეთქი. ერთმა ვანომ ივარაუდა, სტუდენტი იქნებაო... ჩუმად ვარ,

ძლივს დავითანხმე, რომ გზას მარტო გავაგრძელებდი და ჩემს გამო არ წამოსულიყვნენ.

მისვეირნობ ზარზმის გზაზე. მიკროავტობუსი თვითონ მიჩერებს, ზარზმაში მოსაცდელია ერთგან, იქ მივდივარ წაგიყვანო. აზრი არ ქონდა. მადლობით და უარით წავიდა. მეორე მიკროავტობუსმა გამოიარა, გამიჩერა. ნაყინის დიატრიბუტორი ვარო, გაგიმასპინძლდებიო. ნებისმიერი ბავშვის ოცნება იქნებოდა ალბათ კეთილი, შეჭაღარავებული "ნაყინის ბაბუ" რომ ბევრ ნაყინს გთავაზობს, მაინც უარი, მწვადი ჯერ კიდევ ახლადდაგემოვნებულია. მაგრამ სიკეთე მახარებს... ისიც მახარებს, რომ უკვირთ და გაოცებას ვერ მალავენ ქართველი რომ ასე დადის. პირველად ვხედავთო, რა სასწაულიაო, რა მაგარიაო!

მშვენივრად მიდის ყველაფერი, ერორიზაცია გრძელდება, სავსე ვარ ენერგიით"

"ბეშუმშიც ამოვედი. ზარზმიდან ასლანი მოდიოდა სატვირთო მიკროავტობუსით. უმუშევარ სოფელში საქმე გაიჩინა, სექტემბერში ბავშვს ელოდება, უყვარს აქაურობა და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში საქმეც აქვს, მაინც აქ ურჩევნია.

გოდერძის უღელტეხილზე დავემშვიდობე, მე მწვანე ტბისკენ მივდიოდი.

გზაგასაყარზე აჭარელი კაცი დგას, რუსულად მეკითხება რუსულად თუ ვსაუბრობ.

- ქართველი ვარ, ქართველიი, შევძახე

- აბა რას იყენებ ამ უცხოურ ვიდს - მეჩხუბება ლამის, თან მიშლის ტბაზე წასვლას, შორიაო, საშიშიაო... 8 კმ ბევრი არაა-მეთქი და წავედი

მივდივარ გარემოთი აღფრთოვანებული, სულ გადამავიწყდა დრო, რომ მალე ავიდე/ჩამოვიდე და დავბანაკდე.

ქარია, სუფთა ჰაერი, კაშკაშა მზე, უფრო ლურჯი ცა, აბურდული ღრუბლები, მთა და დიდი სივრცე

ბედნიერება

ბედმაც არ დააყოვნა - დაივერები მიდიან მწვანე ტბაზე და წამომიყოლეს"

"გუშინდელი ამბის გაგრძელება: ბეშუმში დავბრუნდი და დავასრულე დაბანაკება. გავშალე კარავი და მოვეწყე.

უჰჰჰ...

მანამდე ბევრი ვიარე თუ ცოტა, კარგად თუ ცუდად, დაივერებთან ერთად მივადექი ტბას, რომელიც მწვანეა - მწვანე ტბას. ლამაზს, ზურმუხტს, სიმწვანეში ჩაფლულს, ირგვლივ გორაკებით.

მივუარე, მოვუარე, ავბობღდი, ყველა მხრიდან ვნახე, ყველა მხრიდან მომეწონა ☺

ოდნავ გვიან კი ავედით... თუმცა ჩამოსვლა უფრო დაგვიანდა. დაღამდა. დაბნელდა. შორს ყველანაირი ცივილიზაციისგან, თავზე ვარსკვლავებიანიცა რომ გახურავს თავზე და ირგვლივ რომ წყვდიადია. ფანრები ანათებენ - დაივერები აღჭურვილობას ალაგებენ.

მე კი ვფიქრობ, ვფიქრობ სად დავბანაკდე... ტბასთან ყველამ მითხრა მტკიცე უარი - მტაცებელი ცხოველების საფრთხის გამო. ისევ ვფიქრობ. ალბათ პირველივე შუქ-ანთებულ სახლთან ახლომახლო?!

წამოვედით. გზას ძლივს ვარჩევთ.

ვიპოვე სახლი. უცნაური. რაღაც ბოსლის სუნით. დავრჩე? არ შემიძლია... ქვევით სოფელში ჩავიდე? ყველას რომ ეძინოს და ნებართვა ვერ ვითხოვო სადმე ეზოსთან კარვის გასაშლელად? ... არა, წავალ ამ რისკზე.

და მე ხომ მიმართლებს გზად საოჯახო სასტუმრო გამოჩნდა. დავემშვიდობე მეგზურებს და შევვარდი აწეწილ-დაწეწილი... შოკირებული თვალები დამხვდა ისევ. თხოვნები კიდევ უფრო უცნაური, მაგრამ არა-რთული შეიძლება ეზოს ახლოს კარავი გავშალო? და უკაცრავად, ტელეფონს დამატენინებთ?

საბედნიეროდ პასუხები დადებითი

ვაჰ! რა კარგია... შევძვრები ახლა კარავში და იმედია ჩავთბები. უხხ როგორ ცივა... მინდა შესვლა კარავში მაგრამ ვარსკვლავები მენანება... ახლოს არიან, ბევრნი არიან, ბრჭყვიალები, კაშკაშები. ვერ ველევი ყურებას

უნდა შეველიო.

პირველი დღე დასრულდა"

მარიამ საჯაიას სახლები და მანქანები: ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატის დეკლარირებული ქონება

"ვარლამ, მეგობარო, შენი უფლებების დასაცავად მოსული ჩემი მეგობრები გამოუგდიათ შენს ბნელ მეგობრებს..." - გიგა მაქარაშვილი გოლეთიანს მიმართავს

რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის დედა გახდა - რა დაარქვა ბავშვს მსახიობმა

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?