პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან
"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

ლა­გუ­ნა-ვე­რეს­თან დღეს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რის, ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში საპ­რო­ტეს­ტო კო­მენ­ტა­რე­ბი არ წყდე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მომ­ხადრში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და, გუ­რი­ე­ლი­ძე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის გამო, მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კე­ბენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია და­ი­გეგ­მა - ამ წუ­თებ­ში კან­ცე­ლა­რი­ას­თან ათე­უ­ლო­ბით მო­მი­ტინ­გეა შეკ­რე­ბი­ლი.

გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

"გა­დად­გეს ეს მთავ­რო­ბა!!!! ვინც არ მე­თან­ხმე­ბით, ძა­ლი­ან გთხოვთ, ამომ­შა­ლეთ!!!!!!!!!!!!!"

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, უფ­ლე­ბად­მაც­ვე­ლი:

"მთავ­რო­ბა სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა - მისი მე­თა­უ­რი, სა­უ­ბე­დუ­როდ, ისევ ჩერ­ჩე­ტის როლ­ში გვევ­ლი­ნე­ბა - და დღეს სამ­წუ­ხა­როდ მის­მა ჩერ­ჩე­ტულ­მა გან­ცხა­დე­ბამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა შე­ი­წი­რა - თავ­მოყ­ვა­რე პრე­მი­ე­რი მის ად­გი­ლას გა­დად­გე­ბო­და. სირ­ცხვი­ლია".

გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი:

"ჩემი მხარ­და­ჭე­რა ზურა გუ­რი­ე­ლი­ძეს! შე­აწ­მინ­დეს ხელი ამ კაცს! ამოვ­ყა­როთ მა­შინ თი­თო­ე­უ­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნის პრობ­ლე­მე­ბი შეც­დო­მა-გა­დაც­დო­მე­ბი, და­უ­დევ­რო­ბე­ბი გულ­გრი­ლო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დღე­ებ­ში და­უშ­ვეს! მთე­ლი ეს დღე­ე­ბი რის­თვის და­დი­ოდ­ნენ ეს სპეც­ნა­ზი იქვე არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი რომ არ შე­ა­მოწ­მეს რატო გა­მორ­ჩათ???

ეს არის ჩემი...

გუ­ლით ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახს და ვი­ზი­ა­რებ მათ მწუ­ხა­რე­ბას".

გოგი გვა­ხა­რია, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი:

"37 წელს რომ გა­მო­ყავ­დათ: "ჩემი ბრა­ლია, ჩემი ბრა­ლია"... ძაან სირ­ცხვი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ბნე­ლი არაა ხალ­ხი, ამათ რომ გო­ნი­ათ"

გია მურ­ღუ­ლია, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი:

"ბოლო ტრა­გი­კულ­მა დღე­ებ­მა ნათ­ლად აჩ­ვე­ნა ჩვე­ნი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ისე ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბი. ემო­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის შემ­დეგ, რა­ცი­ო­ნა­ლურ­ზეც უნდა ვი­ფიქ­როთ. ერთ არ­სე­ბით მო­მენტს მინ­და შე­ვე­ხო: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ წლე­ბის წინ სხვე­ბის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა ან თუნ­დაც და­ნა­შა­უ­ლი (რაც ზოგ­ჯერ ლა­მის ინ­დულ­გენ­ცი­ად ეჩ­ვე­ნე­ბა მა­ვანს) არ არის ახლა დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მის ან და­ნა­შა­უ­ლის მი­ზე­ზი ან, მი­თუ­მე­ტეს - გა­მარ­თლე­ბა. რაც გა­ა­კე­თა სტი­ქი­ამ ან ადრე დაშ­ვე­ბულ­მა შეც­დო­მებ­მა, არ უნდა "შე­ევ­სო" შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის არას­წორ ან გულ­გრილ მოქ­მე­დე­ბას. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის, ასე­ვე ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს.

რიგ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად ჩან­და კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გად გა­მოჩ­ნდა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის არ­ცთუ მთლად დახ­ვე­წი­ლი მცდე­ლო­ბე­ბი. გო­ნივ­რუ­ლი და დრო­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის კულ­ტუ­რა საკ­მა­ოდ და­ბა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამის გამო საკ­მა­რი­სად სწრა­ფად ვერ გა­აფრ­თხი­ლეს მო­სახ­ლე­ო­ბა სტი­ქი­ის საფრ­თხის შე­სა­ხებ. ამას და­ე­მა­ტა სრუ­ლი­ად გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ყვე­ლა ცხო­ვე­ლი უკვე ვო­ლი­ე­რებ­შია ან ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. თუ ცხო­ვე­ლე­ბი (კი­დევ რამ­დე­ნი?) გა­რეთ დაძ­რწი­ან, რა­ტომ და­ა­სე­ირ­ნე­ბენ ბავ­შვებს ქუ­ჩებ­ში?! რა­ტომ არ აფრ­თხი­ლე­ბენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­სახ­ლე­ო­ბას? ვინ არის ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი? ნა­თე­ლია, რომ რა­ღაც ისე არ კეთ­დე­ბა, რო­გორც უნდა კეთ­დე­ბო­დეს.

წარ­სუ­ლის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ არ არის საკ­მა­რი­სი წი­ნა­პი­რო­ბა იმი­სა, რომ აწ­მყო­ში (თა­ვის­თა­ვად) ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მხო­ლოდ ის მთავ­რო­ბაა მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­ინც სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის მქო­ნე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად ახ­სე­ნებს, რა­ტომ, რის­თვის და რამ­დე­ნი ხნით სხე­დან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი კა­ბი­ნე­ტებ­ში. სა­მარ­ცხვი­ნოა, რომ ზო­პარ­კი­დან სამი დღის წინ გაქ­ცე­უ­ლი ვე­ფხვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მას ან­გრევ­დეს. ან ეს სის­ტე­მა არ არ­სე­ბობს, ან მისი მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბი არი­ან გულ­გრი­ლე­ბი, ანაც უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ცხო­ვე­ლის ინ­სტინ­ქტი ერთ ცალ­კე აღე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩი­ნოვ­ნი­კის ინ­ტე­ლექტს აღე­მა­ტე­ბა. რაც მოხ­და, არ არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა - ეს პრაქ­ტი­კუ­ლად "და­გეგ­მი­ლი" უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა. კარ­გად უნდა და­ვი­მახ­სოვ­როთ, რომ ტრა­გი­კუ­ლად და­ღუ­პუ­ლი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის ად­გი­ლას ნე­ბის­მი­ე­რი ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო. ერ­თიც: ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს უნდა აკე­თებ­დეს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­შვიდ­დნენ და პა­ნი­კამ არ იმ­ძლავ­როს. ოღონდ ამას გა­აზ­რე­ბუ­ლი და მტკი­ცე მოქ­მე­დე­ბა სჭირ­დე­ბა და არა კე­თი­ლი შემ­თხვე­ვის იმე­დად ყოფ­ნა ან გა­და­უ­მოწ­მე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ.

მეტი გო­ნი­ე­რე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ბა­ტო­ნე­ბო! - ეს ცხოვ­რე­ბაა, თა­მა­ში არ არის".

ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი, "თა­ვი­სუფ­ლე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

"ადა­მი­ან­თა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ცია თუა, მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ხელ­ფა­სებს, პრე­მი­ებს, ბა­ტუ­ტი­ან სა­წო­ლებს რაში იღე­ბენ? მით უმე­ტეს, როცა ზო­ო­პარ­კი გუ­შინ აცხა­დებ­და, რომ ეძებ­დნენ ვე­ფხვს, დათვსა და ზო­ლი­ან აფ­თარს".

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"გუ­რი­ე­ლი­ძეს ხელი არ ახ­ლოთ.

თუ ახ­ლებთ, და­ი­წე­რე­ბა

I AM GURIELIDZE

ეს კი რა­საც ნიშ­ნავს - იცით თქვენ!"

გია ცი­ნა­ძე (მყუდ­რო), მსა­ხი­ო­ბი:

"სი­ბე­რის ჟამ­საც კი ყვე­ლა ახალ გაც­ნო­ბილ ადა­მი­ანს ვკი­თხავ (გა­ვარ­კვევ, გა­მო­ვი­ძი­ებ) თა­ვის დრო­ზე ხმა თუ მის­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს რომ­ლე­ბიც დღეს აპარ­ტა­ხებნ ჩვენს ქვე­ყა­ნას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­ან, მო­სახ­ლე­ო­ბი­ა­ნად და კი­დევ სხვის­კენ იშ­ვე­რენ ხელს..

რომ­ლე­ბიც მო­მარ­თუ­ლი არი­ან იმის­კენ რომ რაც შე­იძ­ლე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი იყოს სა­ქარ­თვე­ლო და ამით მტრის წის­ქვილ­ზე ას­ხა­მენ წყალს (მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად)..

თი­თო­ე­ულ მათ­განს ვკი­თხავ უბ­რა­ლოდ იმი­ტომ რომ თა­ვი­დან­ვე წარ­მოდ­გე­ნა მქონ­დეს მათ­ზე და შე­სა­ბა­მის­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბა არ და­ვუთ­მო მათ.. არ ვი­ლან­ძღე­ბი., ფაქ­ტად ვამ­ბობ და ხაზს ვუს­ვამ უბ­რა­ლოდ. არ ვიცი მე ასე ვარ და.. ეს ცუ­დია თუ კარ­გი ამით სა­ერ­თოდ ვე­ღარ ვინ­ტე­რეს­დე­ბი იმ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლად ვთვლი ამ ხალ­ხის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოყ­ვა­ნას.. მე ცუ­დად ვარ და მტკი­ვა, ვი­ტან­ჯე­ბი. გა­რე­მო სა­დაც ახლა ვარ მხო­ლოდ გა­რე­მოა, კარ­გია, წე­სი­ე­რია, კულ­ტუ­რუ­ლია, სწო­რია, შე­მიყ­ვარ­და და პლუს ვინც ახ­ლოს მიც­ნობს ხვდე­ბა მე რო­გორ ვკა­ი­ფობ აქა­უ­რო­ბით მაგ­რამ.. ტვინ­ში რაც მაქვს ის არის ჩემი ცხოვ­რე­ბის მკარ­ნა­ხე­ბე­ლი და სიმ­შვი­დის პი­რო­ბა.. ხოდა ტვინ­ში ის მაქვს რა­ზეც ვწერ დღეს. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წე­სი­ე­რი,არა­ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ მე­რი­დე­ბა რა­ღათ­ქმა­უნ­და ამის თქმა.. მაგ­რამ ბოლო წლე­ბია ესე ვარ., რო­დე­საც ვი­გებ კონ­კრე­ტულ­მა ადა­მი­ან­მა რას მის­ცა ხმა იმ წა­მი­დან მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა ისე მეც­ვლე­ბა ვერც დავ­წერ აქ.. დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად აღარ ვცემ ხმას,რა­ღაც ეტაპ­ზე თით­ქოს უტაქ­ტო­დაც ვიქ­ცე­ვი ისე მე­ტყო­ბა (ვი­ტყობ) რომ ჩემს წინ ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სო ვინ­მე დგას.. უცხო თუ არის უცხოდ­ვე რჩე­ბა, ნაც­ნო­ბი თუ არის ვცდი­ლობ მომ­წონ­დეს მას­ში ის რაც მომ­წო­ნე­ბია სხვა დროს მაგ­რამ თან ამა­ვე დროს ვერ ვა­პა­ტი­ებ ბო­ლომ­დე და სულ ეცო­დი­ნე­ბა რას ვფიქ­რობ მას­ზე,მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე და ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე,ზო­გის შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ფიქ­რე­ბელ საქ­ცი­ელ­ზე. დღეს რო­დე­საც ასე უტიფ­რად იქ­ცე­ვა პრე­მი­ე­რი, მერი, ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, მთლი­ა­ნად მთავ­რო­ბა და არ­ცერ­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა არ სურთ სა­კუ­თარ თავ­ზე.. ამ დროს ხალ­ხი იხო­ცე­ბა და ქვე­ყა­ნა ინ­გრე­ვა რაში მა­ინ­ტე­რე­სებს წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი,ან ადრე ვინ მარ­თავ­და ან მო­მა­ვალ­ში ვინ მოვა,ეს პოს­ტი ვინ­მე სხვა ძა­ლის მხარ­დამ­ჭე­რო­ბა­ზე კი არაა ჩემი მხრი­დან.. დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ზეა,სა­გან­გა­შო რე­ა­ლო­ბა­ზე., დღეს ხომ თვი­თონ მარ­თა­ვენ.. აკე­თონ საქ­მე აწ­მყო­ში,იყ­ვნენ კარ­გე­ბი.. მაგ­რამ არ გა­მო­ვა ეგრე, ვერ იქ­ნე­ბი­ან კარ­გე­ბი უბ­რა­ლოდ იმი­ტომ თუნ­დაც რომ არ იცი­ან საქ­მე, არც უნ­დათ. ასე­თი ხალ­ხი მო­აგ­რო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იმ ბერ­კე­ტით რო­მე­ლიც ამომ­რჩე­ველ­მა მას მი­ე­ცით. დრო მოვა ეგ კაცი გა­იქ­ცე­ვა აქე­დან.. მერე სარ­კე­ში თქვენს თა­ვებს და­ი­ნა­ხავთ და ზოგს შეგრცხვე­ბათ,ზოგს ისევ ცა­რი­ე­ლი ტვი­ნი­დან წა­მო­სუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა დაგ­რჩე­ბათ.. გა­რეთ კი ისევ გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა გვექ­ნე­ბა რომ­ლის აღ­დგე­ნა­საც კი­დევ ერთი თა­ო­ბის გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.. არა­და შე­იძლრ­ბო­და ამ თა­ო­ბას უკვე სხვა,უფრო ცი­ვი­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნო­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მტე­რია,ის მტრის საქ­მეს აკე­თებს და აკე­თებს ამას ისე­თი 100 -იანი შე­დე­გით რომ მის სიძ­ლი­ე­რეს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს ამ საქ­მე­ში მეც ვა­ღი­ა­რებ. ის მტე­რია და უნდა დამ­თავ­რდეს! დამ­თავ­რდე­ბა კი­დე­ვაც. (ისევ მჯე­რა,ისე არ მინ­და.. მოვ­კვდე­ბი. მჯე­რა რო­გორც რა­მო­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია რომ მჯე­რა)

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი:

"პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა მომ­ხდა­რი თა­ვის თავ­ზე აიღო.

ორი დღე რომ ხალ­ხი რე­კავ­და 112-ში, ვე­ფხვი ვნა­ხე­თო, ხალ­ხი ვი­დე­ო­ებს რომ ავ­რცე­ლებ­და ფბზე და რე­ა­გი­რე­ბა არ იყო, ან დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, ან მაშ­ვე­ლე­ბი პა­სუ­ხობ­დნენ ჩვენ რა ვქნა­თო?! ზოგი გვძი­ნავ­სო, ისიც ამ კა­ცის ბრა­ლია ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ მი­ნის­ტრო?!

თქვენ, რა­მე­ზე ამ ქვე­ყა­ნა­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებთ?! თუ არა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, აბა რაზე იქ­ნებ გვი­თხრათ!

ხო, უცებ პინგვი­ნი გა­მახ­სენ­და და ზებ­რა. ვნერ­ვი­უ­ლობთ და იქ­ნებ გვი­თხრათ, რაც მთა­ვა­რია ისი­ნი ხო არი­ან კარ­გად მათი პატ­რო­ნის ხელ­ში!

მთა­ვარ­მა ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა იმ­დე­ნი მო­ა­ხერ­ხა, რომ ნამ­დვილ ზო­ო­პარ­კად აქ­ცია მთე­ლი ქვე­ყა­ნა!

იმის მა­გივ­რად საქ­მეს მი­ხე­დონ საქ­მე აღ­ძრეს. ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს იჭე­რე­ნო!

ვე­ლო­დე­ბი ჯა­ნე­ლი­ძე რო­დის იტყვის, რომ ვე­ფხვი ჩა­უ­დეს!"

იხი­ლეთ ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე: ტრა­გე­დია ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

ლაგუნა-ვერესთან დღეს დატრიალებული ტრაგედიისა და მოგვიანებით ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში საპროტესტო კომენტარები არ წყდება. მოქალაქეები მომხადრში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და, გურიელიძეზე პასუხისმგებლობის დაკისრების გამო, მთავრობას აკრიტიკებენ. სოციალურ ქსელში ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა - ამ წუთებში კანცელარიასთან ათეულობით მომიტინგეა შეკრებილი.

გოგოლა კალანდაძე, მსახიობი:

"გადადგეს ეს მთავრობა!!!! ვინც არ მეთანხმებით, ძალიან გთხოვთ, ამომშალეთ!!!!!!!!!!!!!"

ირაკლი კაკაბაძე, უფლებადმაცველი:

"მთავრობა სამარცხვინოდ იქცევა - მისი მეთაური, საუბედუროდ, ისევ ჩერჩეტის როლში გვევლინება - და დღეს სამწუხაროდ მისმა ჩერჩეტულმა განცხადებამ ადამიანის ცხოვრება შეიწირა - თავმოყვარე პრემიერი მის ადგილას გადადგებოდა. სირცხვილია".

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

"ჩემი მხარდაჭერა ზურა გურიელიძეს! შეაწმინდეს ხელი ამ კაცს! ამოვყაროთ მაშინ თითოეული მაღალჩინოსანის პრობლემები შეცდომა-გადაცდომები, დაუდევრობები გულგრილობები, რომლებიც ამ დღეებში დაუშვეს! მთელი ეს დღეები რისთვის დადიოდნენ ეს სპეცნაზი იქვე არსებული შენობა-ნაგებობები რომ არ შეამოწმეს რატო გამორჩათ???

ეს არის ჩემი...

გულით ვუსამძიმრებ დაზარალებულის ოჯახს და ვიზიარებ მათ მწუხარებას".

გოგი გვახარია, კინოკრიტიკოსი:

"37 წელს რომ გამოყავდათ: "ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია"... ძაან სირცხვილია. საბედნიეროდ, ისეთი ბნელი არაა ხალხი, ამათ რომ გონიათ"

გია მურღულია, ფილოლოგიის დოქტორი:

"ბოლო ტრაგიკულმა დღეებმა ნათლად აჩვენა ჩვენი სახელისუფლებო სტრუქტურების როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური მხარეები. ემოციური შეფასებების შემდეგ, რაციონალურზეც უნდა ვიფიქროთ. ერთ არსებით მომენტს მინდა შევეხო: ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ, რომ წლების წინ სხვების მიერ დაშვებული შეცდომა ან თუნდაც დანაშაული (რაც ზოგჯერ ლამის ინდულგენციად ეჩვენება მავანს) არ არის ახლა დაშვებული შეცდომის ან დანაშაულის მიზეზი ან, მითუმეტეს - გამართლება. რაც გააკეთა სტიქიამ ან ადრე დაშვებულმა შეცდომებმა, არ უნდა "შეევსო" შესაბამისი სამსახურების არასწორ ან გულგრილ მოქმედებას. სტიქიური უბედურების პრევენციის, ასევე ადრეული გაფრთხილების სისტემა პრაქტიკულად არ არსებობს.

რიგ შემთხვევაში ნაკლებად ჩანდა კოორდინირებული მოქმედება, სამაგიეროდ, კარგად გამოჩნდა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების არცთუ მთლად დახვეწილი მცდელობები. გონივრული და დროული გადაწყვეტილების მიღების კულტურა საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. ამის გამო საკმარისად სწრაფად ვერ გააფრთხილეს მოსახლეობა სტიქიის საფრთხის შესახებ. ამას დაემატა სრულიად გადაუმოწმებელი ინფორმაციის ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ ყველა ცხოველი უკვე ვოლიერებშია ან ლიკვიდირებულია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თუ ცხოველები (კიდევ რამდენი?) გარეთ დაძრწიან, რატომ დაასეირნებენ ბავშვებს ქუჩებში?! რატომ არ აფრთხილებენ კატეგორიულად მოსახლეობას? ვინ არის ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი? ნათელია, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც უნდა კეთდებოდეს.

წარსულის კრიტიკული შეფასება აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი წინაპირობა იმისა, რომ აწმყოში (თავისთავად) ყველაფერი კარგად იქნება. მხოლოდ ის მთავრობაა მეტ-ნაკლებად მაინც სათანადო პასუხიმგებლობის მქონე, რომელსაც საზოგადოება მუდმივად ახსენებს, რატომ, რისთვის და რამდენი ხნით სხედან ჩინოვნიკები კაბინეტებში. სამარცხვინოა, რომ ზოპარკიდან სამი დღის წინ გაქცეული ვეფხვი ადამიანის სიცოცხლის დაცვის სახელმწიფო სისტემას ანგრევდეს. ან ეს სისტემა არ არსებობს, ან მისი მაკონტროლებლები არიან გულგრილები, ანაც უნდა ვაღიაროთ, რომ ცხოველის ინსტინქტი ერთ ცალკე აღებულ ტერიტორიაზე ჩინოვნიკის ინტელექტს აღემატება. რაც მოხდა, არ არის უბედური შემთხვევა - ეს პრაქტიკულად "დაგეგმილი" უბედური შემთხვევაა. კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რომ ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო. ერთიც: ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ადამიანები დამშვიდდნენ და პანიკამ არ იმძლავროს. ოღონდ ამას გააზრებული და მტკიცე მოქმედება სჭირდება და არა კეთილი შემთხვევის იმედად ყოფნა ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანების მიერ.

მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა, ბატონებო! - ეს ცხოვრებაა, თამაში არ არის".

ლევან რამიშვილი, "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელი:

"ადამიანთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ზოოპარკის დირექცია თუა, მთავრობის წევრები ხელფასებს, პრემიებს, ბატუტიან საწოლებს რაში იღებენ? მით უმეტეს, როცა ზოოპარკი გუშინ აცხადებდა, რომ ეძებდნენ ვეფხვს, დათვსა და ზოლიან აფთარს".

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი:

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ.

თუ ახლებთ, დაიწერება

I AM GURIELIDZE

ეს კი რასაც ნიშნავს - იცით თქვენ!"

გია ცინაძე (მყუდრო), მსახიობი:

"სიბერის ჟამსაც კი ყველა ახალ გაცნობილ ადამიანს ვკითხავ (გავარკვევ, გამოვიძიებ) თავის დროზე ხმა თუ მისცა ამ ადამიანებს რომლებიც დღეს აპარტახებნ ჩვენს ქვეყანას, ინფრასტრუქტურიან, მოსახლეობიანად და კიდევ სხვისკენ იშვერენ ხელს..

რომლებიც მომართული არიან იმისკენ რომ რაც შეიძლება გაჭირვებული იყოს საქართველო და ამით მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს (მიზანმიმართულად)..

თითოეულ მათგანს ვკითხავ უბრალოდ იმიტომ რომ თავიდანვე წარმოდგენა მქონდეს მათზე და შესაბამისზე მეტი ყურადღება არ დავუთმო მათ.. არ ვილანძღები., ფაქტად ვამბობ და ხაზს ვუსვამ უბრალოდ. არ ვიცი მე ასე ვარ და.. ეს ცუდია თუ კარგი ამით საერთოდ ვეღარ ვინტერესდები იმხელა დანაშაულად ვთვლი ამ ხალხის ხელისუფლებაში მოყვანას.. მე ცუდად ვარ და მტკივა, ვიტანჯები. გარემო სადაც ახლა ვარ მხოლოდ გარემოა, კარგია, წესიერია, კულტურულია, სწორია, შემიყვარდა და პლუს ვინც ახლოს მიცნობს ხვდება მე როგორ ვკაიფობ აქაურობით მაგრამ.. ტვინში რაც მაქვს ის არის ჩემი ცხოვრების მკარნახებელი და სიმშვიდის პირობა.. ხოდა ტვინში ის მაქვს რაზეც ვწერ დღეს. ჩვეულებრივად წესიერი,არაბოროტი ადამიანი ვარ და არ მერიდება რაღათქმაუნდა ამის თქმა.. მაგრამ ბოლო წლებია ესე ვარ., როდესაც ვიგებ კონკრეტულმა ადამიანმა რას მისცა ხმა იმ წამიდან მასზე წარმოდგენა ისე მეცვლება ვერც დავწერ აქ.. დემონსტრაციულად აღარ ვცემ ხმას,რაღაც ეტაპზე თითქოს უტაქტოდაც ვიქცევი ისე მეტყობა (ვიტყობ) რომ ჩემს წინ ძალიან უინტერესო ვინმე დგას.. უცხო თუ არის უცხოდვე რჩება, ნაცნობი თუ არის ვცდილობ მომწონდეს მასში ის რაც მომწონებია სხვა დროს მაგრამ თან ამავე დროს ვერ ვაპატიებ ბოლომდე და სულ ეცოდინება რას ვფიქრობ მასზე,მის შესაძლებლობებზე და ფასეულობებზე,ზოგის შემთხვევაში დაუფიქრებელ საქციელზე. დღეს როდესაც ასე უტიფრად იქცევა პრემიერი, მერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, მთლიანად მთავრობა და არცერთი პასუხისმგებლობის აღება არ სურთ საკუთარ თავზე.. ამ დროს ხალხი იხოცება და ქვეყანა ინგრევა რაში მაინტერესებს წარსულზე საუბარი,ან ადრე ვინ მართავდა ან მომავალში ვინ მოვა,ეს პოსტი ვინმე სხვა ძალის მხარდამჭერობაზე კი არაა ჩემი მხრიდან.. დღევანდელ რეალობაზეა,საგანგაშო რეალობაზე., დღეს ხომ თვითონ მართავენ.. აკეთონ საქმე აწმყოში,იყვნენ კარგები.. მაგრამ არ გამოვა ეგრე, ვერ იქნებიან კარგები უბრალოდ იმიტომ თუნდაც რომ არ იციან საქმე, არც უნდათ. ასეთი ხალხი მოაგროვა ბიძინა ივანიშვილმა იმ ბერკეტით რომელიც ამომრჩეველმა მას მიეცით. დრო მოვა ეგ კაცი გაიქცევა აქედან.. მერე სარკეში თქვენს თავებს დაინახავთ და ზოგს შეგრცხვებათ,ზოგს ისევ ცარიელი ტვინიდან წამოსული გამომეტყველება დაგრჩებათ.. გარეთ კი ისევ გაპარტახებული ქვეყანა გვექნება რომლის აღდგენასაც კიდევ ერთი თაობის გაჭირვებაში ცხოვრება დასჭირდება.. არადა შეიძლრბოდა ამ თაობას უკვე სხვა,უფრო ცივილური პრობლემები ჰქონოდა. ბიძინა ივანიშვილი მტერია,ის მტრის საქმეს აკეთებს და აკეთებს ამას ისეთი 100 -იანი შედეგით რომ მის სიძლიერეს და პროფესიონალიზმს ამ საქმეში მეც ვაღიარებ. ის მტერია და უნდა დამთავრდეს! დამთავრდება კიდევაც. (ისევ მჯერა,ისე არ მინდა.. მოვკვდები. მჯერა როგორც რამოდენიმე ათეული წელია რომ მჯერა)

ნანუკა ჟორჟოლიანი:

"პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ, ზოოპარკის დირექტორმა მომხდარი თავის თავზე აიღო.

ორი დღე რომ ხალხი რეკავდა 112-ში, ვეფხვი ვნახეთო, ხალხი ვიდეოებს რომ ავრცელებდა ფბზე და რეაგირება არ იყო, ან დაგვიანებული იყო, ან მაშველები პასუხობდნენ ჩვენ რა ვქნათო?! ზოგი გვძინავსო, ისიც ამ კაცის ბრალია ბატონო პრემიერ მინისტრო?!

თქვენ, რამეზე ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობას იღებთ?! თუ არა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, აბა რაზე იქნებ გვითხრათ!

ხო, უცებ პინგვინი გამახსენდა და ზებრა. ვნერვიულობთ და იქნებ გვითხრათ, რაც მთავარია ისინი ხო არიან კარგად მათი პატრონის ხელში!

მთავარმა ზოოპარკის დირექტორმა იმდენი მოახერხა, რომ ნამდვილ ზოოპარკად აქცია მთელი ქვეყანა!

იმის მაგივრად საქმეს მიხედონ საქმე აღძრეს. ზოოპარკის დირექტორს იჭერენო!

ველოდები ჯანელიძე როდის იტყვის, რომ ვეფხვი ჩაუდეს!"

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს