პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია
"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია

"ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ნინო ლა­ბარ­ტყა­ვა სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტაქ­სის მძღო­ლე­ბის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა:

"ერთი ამ­ბა­ვი მინ­და გი­თხრათ და იმე­დია, სწო­რად გა­მი­გებთ...

მა­მა­ჩე­მი მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია, გული აწუ­ხებს და ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ო­ბა არ შე­უძ­ლია. ხან­და­ხან გა­დის ხოლ­მე მან­ქა­ნით და ტაქ­სა­ობს, მა­ინც ვერ ჩერ­დე­ბა სახ­ლში უქ­მად... ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად გა­დი­ო­და სახ­ლი­დან მან­ქა­ნით სა­ტაქ­სა­ოდ, მაგ­რამ ფული არ მოჰ­ქონ­და არა­ფე­რი - მგზავ­რე­ბი არ მყავ­დაო, იძახ­და. დღე­საც რომ მო­ვი­და, ლა­ზა­რეს მარ­ტო ნა­ყი­ნი მო­უ­ტა­ნა და დე­და­ჩემ­მა უსაყ­ვე­დუ­რა - თუ ხალ­ხი არ არის, რა­ღა­ტომ იკ­ლავ თავს, რა­ტომ გა­დი­ხა­რო... ხოდა, ბო­ლო­ბო­ლო მა­მას წა­მოც­და: - დღეს ორი ახალ­გაზ­რდა ბიჭი წა­მო­ვიყ­ვა­ნე გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, მი­თხრეს - 3 ლარს მოგ­ცემ­თო და არა­ფე­რი მით­ქვამ­სო. მი­ვიყ­ვა­ნე სა­დაც უნ­დო­დათ და ფული რომ მო­მა­წო­დეს გაბ­რა­ზე­ბულ­მა შევ­ხე­დე - თქვენ ახლა მე ფულს გა­მო­გარ­თმევ­თო? თქვენ გა­ი­ხა­რეთ ასე­თი მა­გა­რი ბი­ჭე­ბი რომ ხარ­თო და გა­დავ­კოც­ნე ორი­ვეო. გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მი­ყუ­რებ­დნე­ნო და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - შენ­ნა­ი­რე­ბი კი­დევ არ­სე­ბო­ბე­ნო?..

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­მა­ჩემს ეს ორი დღე ყვე­ლა ის მგზავ­რი, რო­მე­ლიც სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ უბ­ნებ­თან უს­ხდე­ბო­და მან­ქა­ნა­ში, უფა­სოდ გა­დაჰ­ყავ­და... მე რომ არ ჩავ­ძი­ე­ბო­დი წე­ღან, კიდე არ იტყო­და ამას...

აი, ასე­თი მა­გა­რი მამა მყავს მე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა!!! და სუ­ლაც არ არის ყვე­ლა ტაქ­სის­ტი სა­ლან­ძღა­ვი!!! ყვე­ლა კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იმ­დენ კარგ საქ­მეს აკე­თებს, რამ­დე­ნიც და რო­გორც მას ეს შე­უძ­ლია!

პ.ს. - ახლა რომ გა­მი­გოს მა­მა­ჩემ­მა, რომ ამ სტა­ტუსს ვწერ, ძა­ა­ა­ა­ა­ა­ან გა­მიბ­რაზ­დე­ბა ხოდა, ამას თქვენ სა­ი­დუმ­ლოდ გიყ­ვე­ბით

მამა, მე შენ მიყ­ვარ­ხარ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია

"ფული რომ მომაწოდეს, გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთ?" - ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც შეუძლია

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ლაბარტყავა სტატუსს აქვეყნებს, რომელიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ტაქსის მძღოლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უკავშირდება:

"ერთი ამბავი მინდა გითხრათ და იმედია, სწორად გამიგებთ...

მამაჩემი მეორე ჯგუფის ინვალიდია, გული აწუხებს და ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. ხანდახან გადის ხოლმე მანქანით და ტაქსაობს, მაინც ვერ ჩერდება სახლში უქმად... ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად გადიოდა სახლიდან მანქანით სატაქსაოდ, მაგრამ ფული არ მოჰქონდა არაფერი - მგზავრები არ მყავდაო, იძახდა. დღესაც რომ მოვიდა, ლაზარეს მარტო ნაყინი მოუტანა და დედაჩემმა უსაყვედურა - თუ ხალხი არ არის, რაღატომ იკლავ თავს, რატომ გადიხარო... ხოდა, ბოლობოლო მამას წამოცდა: - დღეს ორი ახალგაზრდა ბიჭი წამოვიყვანე გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლებაზე, მითხრეს - 3 ლარს მოგცემთო და არაფერი მითქვამსო. მივიყვანე სადაც უნდოდათ და ფული რომ მომაწოდეს გაბრაზებულმა შევხედე - თქვენ ახლა მე ფულს გამოგართმევთო? თქვენ გაიხარეთ ასეთი მაგარი ბიჭები რომ ხართო და გადავკოცნე ორივეო. გაოცებული სახეებით მიყურებდნენო და მეუბნებოდნენ - შენნაირები კიდევ არსებობენო?..

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, რომ მამაჩემს ეს ორი დღე ყველა ის მგზავრი, რომელიც სტიქიით დაზარალებულ უბნებთან უსხდებოდა მანქანაში, უფასოდ გადაჰყავდა... მე რომ არ ჩავძიებოდი წეღან, კიდე არ იტყოდა ამას...

აი, ასეთი მაგარი მამა მყავს მე, რომელიც ძალიან მეამაყება!!! და სულაც არ არის ყველა ტაქსისტი სალანძღავი!!! ყველა კეთილშობილი ადამიანი იმდენ კარგ საქმეს აკეთებს, რამდენიც და როგორც მას ეს შეუძლია!

პ.ს. - ახლა რომ გამიგოს მამაჩემმა, რომ ამ სტატუსს ვწერ, ძააააააან გამიბრაზდება ხოდა, ამას თქვენ საიდუმლოდ გიყვებით

მამა, მე შენ მიყვარხარ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს