სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს
"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

თბი­ლის­ში 13 ივ­ნისს მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რე ვე­რემ 24 წლის ივ­ლი­ტა ჯი­ბუ­ტი გა­ი­ტა­ცა. ივ­ლი­ტა მე­უღ­ლეს­თან და ახ­ლო­ბელ გო­გო­ნას­თან ერ­თად ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

მდი­ნა­რის ადი­დე­ბის დროს ივ­ლი­ტა მე­უღ­ლეს­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ავი­და, თუმ­ცა, მო­ვარ­დნილ­მა ნი­აღ­ვარ­მა სა­მი­ვე გა­ი­ტა­ცა. მისი მე­უღ­ლის გა­დარ­ჩე­ნა მაშ­ვე­ლებ­მა შეძ­ლეს. ივ­ლი­ტას და ორი გო­გო­ნას ძებ­ნა კი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

ივ­ლი­ტა ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­და­ნაა და ის მთაწ­მინ­დის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, მამა გი­ორ­გის ქა­ლიშ­ვი­ლია.

ივ­ლი­ტას მა­მის სუ­რა­თე­ბი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და სა­თა­უ­რით: "ნე­ტავ ვის ეძებს მა­მაო?!", მისი ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი.

sos@ambebi.ge: AMBEBI.GE სტი­ქი­ის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ახ­ლობ­ლებს მი­მარ­თავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

"ნეტავ, ვის ეძებს მამაო?!" - დაკარგულ ივლიტა ჯიბუტს მამა ეძებს

თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი გაიტაცა. ივლიტა მეუღლესთან და ახლობელ გოგონასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.

მდინარის ადიდების დროს ივლიტა მეუღლესთან და მეგობართან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა. მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ივლიტას და ორი გოგონას ძებნა კი ამ დრომდე გრძელდება.

ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდანაა და ის მთაწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია.

ივლიტას მამის სურათები თამაზ ელიზბარაშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა სათაურით: "ნეტავ ვის ეძებს მამაო?!", მისი ვინაობის შესახებ მოგვიანებით, კომენტარებიდან გახდა ცნობილი.

sos@ambebi.ge: AMBEBI.GE სტიქიის შედეგად დაკარგული ადამიანების ახლობლებს მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს