საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა "ფეისბუქზე" ბიძინა ივანიშვილის მიერ ნიკო ფიროსმანის ნახატის, "არსენალის მთა ღამით" შეძენას ეხმაურება:
"მგონი - ვიმეორებ - მგონი მთლად ჩვეული Publicity Stunt, ანუ "ტრიუკი" გააკეთა ჭორვილელმა კოლექციონერ/ინვესტორმა - თვითონვე "გაყიდა", და თვითონვე "იყიდა." ანუ ერთი ცენტის დაუხარჯავად მოიპოვა სახელი როგორც ფიროსმანის "საქართველოში დამბრუნებელმა", რაც თავისთავად მაინცადამაინც კარგი არაა და აი რატომ:
იმისთვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეთ მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა.
მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს "ყიდვა" - თუ მართლა ასეთ Santa Claus-ია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება.თუ ასე არ ქნა - მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს.
P.S. როგორც ერთხელ ერთ გადაცემაში აღნიშნა (რომელშიც თქვა რომ "დასვა მთელი მოსკოვი კონტემპორარზე") ასე გაკეთებული აქვს რამდენჯერმე რომ ფასი აეწია საკუთარ მფლობელობაში მყოფ ნახატებზე თვითონვე გაყიდვა-ყიდვით" - წერს რურუა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე მილიონნახევარ დოლარად შეიძინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ორგანიზაცია "2030" წერს.