"ევროვიზიის" შედეგებსა და ქართველი მომღელის დაბალი ქულებით შეფასებას საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.
"ნინა სუბლატი იყო ძალიან მაგარი, თუმცა საქართველომ მიიღო მხოლოდ 50 ქულა - ყველაზე დაბალი ქულა რომელიც ოდესმე მიგვიღია ფინალში და პირველად არცერთი უმაღლესი შეფასება. ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის საერთო გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესებისა. ზუსტად ვიცი, რომ ეს დროებითია და სულ მალე ჩვენს პოზიციებს აღვიდგენთ!", - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
"ევროვიზია 2015" წლის ყველაზე მაშტაბური კონკურსი დასრულდა. პირველი ადგილი, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის წარმომადგენელმა დაიკავა. ევროვიზიის 27 კონკურსანტი 40 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
საქართველოს სახელით ევროვიზიაზე ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა, რომელიც პირველივე რეპეტიციის შემდეგ შესრულებითა და გარეგნობით ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. საბოლოოდ საქართველომ "ევროვიზიაზე" გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.
ასევე იხილეთ:ნინა სუბლატის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ