"ეს გოგო არის ნამდვილი ღ-რუსი:)", - ამ სიტყვებით ამკობს ნანუკა ჟორჟოლიანი რუსეთში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, თინა კანდელაკს, რომელიც "ევროვიზიაზე" რუს კონკურსანტს გულშემატკივრობს.
"ყველანი უნიჭიერეს პოლინა გაგარინას ვგულშემატკივრობთ. მხოლოდ ნიჭი, კოლოსალური შრომისა და ძალისხმევის გარეშე, არაფერია, ერთი მეორის გარეშე არ არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად წარადგენს რუსეთს ფინალში. ველოდებით გამარჯვებას!", - წერს თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, "ევროვიზიის" ქართველმა კონკურსანტმა ნინა სუბლატმა ფინალში 23-ე ნომრად იმღერა. სუბლატი ევროპელი მსმენელის წინაშე ვენის Wiener Stadthalle-ის სცენაზე საკონკურსო სიმღერით - Warrior წარსდგა. კონკურსის საბოლოო შედეგები სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
ასევე იხილეთ:ნინა სუბლატის პირველი კომენტარი "ევროვიზიის" დასრულების შემდეგ
"ეს პირდაპირი შედეგია ქვეყნის გაბანძების შედეგად, საერთაშორისო პოზიციების გაუარესების" - სააკაშვილი "ევროვიზიის" შედეგებს ეხმაურება