პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"
მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ავ­სტრი­ელ კო­ლე­გა ეწ­ვია. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჰა­ინც ფი­შე­რის პი­რის­პირ და შემ­დეგ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით შეხ­ვდა. პრე­ზი­დენ­ტმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, მაკა ჩი­ჩუ­ამ ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და პირ­ვე­ლი ლე­დის მარ­გიტ ფი­შე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად დახ­ვედ­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია გა­მარ­თეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტუმ­რე­ბის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­ხელ­მწი­ფო სა­დი­ლიც მო­ე­წყო. პრე­ზი­დენ­ტებ­მა მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად სა­სახ­ლის ეზო­დან ქა­ლა­ქის ხე­დე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დღეს პირ­ვე­ლი ლედი გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­ხიბ­ლა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თვალ­ში­სა­ცე­მი იყო მისი ელე­გან­ტუ­რი წი­თე­ლი კაბა, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩნე­ველს არ­სად ტო­ვებ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მაკა ჩი­ჩუ­ას კომ­პლი­მენ­ტე­ბით ავ­სე­ბენ. ცნო­ბის­თვის, პირ­ველ­მა ლე­დიმ სულ ცოტა ხნის წინ იმ­შო­ბი­ა­რა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და მას პირ­ვე­ლი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ.

იხი­ლეთ ვი­დეო

პირ­ველ­მა ლე­დიმ მარ­გიტ ფი­შერს ფინ­ჯან ჩა­ი­ზე უმას­პინ­ძლა. სა­უბ­რი­სას მათ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. ავ­სტრი­ის რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ­მა ლე­დიმ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მაკა ჩი­ჩუ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ვის­თვის და გუ­ლი­თა­დი მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

ლედი მაკა ჩი­ჩუა და მარ­გიტ ფი­შე­რი დღეს შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­საც ეს­ტუმრნენ. პირ­ველ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს. ექ­სკურ­სია გიდ­მა ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­მაც სტუმ­რებს ქარ­თუ­ლი სა­გან­ძუ­რის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ უამ­ბო. ავ­სტრი­ის პირ­ველ­მა ლე­დიმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა ქარ­თუ­ლი მი­ნან­ქრით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი სამ­კა­უ­ლის მი­მართ.

ავ­სტრი­ის პირ­ვე­ლი ლე­დის დე­ლე­გა­ცი­ა­ში იყ­ვნენ ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი კულ­ტუ­რის დარ­გში და ავ­სტი­რი­ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მას­პინ­ძლო­ბა ქალ­ბა­ტო­ნებს, შალ­ვა ამი­რა­ნაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, არ­ქე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რებ­მა და მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­უ­წი­ეს. ექ­სკურ­სი­ის და­სას­რულს პირ­ველ ქალ­ბა­ტო­ნებს სა­ჩუქ­რად ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის შე­სა­ხებ მუ­ზე­უ­მის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი გა­დას­ცეს.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ავ­სტრი­ის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტებ­მა, მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­სახ­ლის ეზო­ში გა­ი­სე­ირ­ნეს, სა­დაც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჰა­ინც და მარ­გიტ ფი­შე­რებს ავ­სტრი­ის უკა­ნას­კნე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის, კარლ I-ის შვი­ლიშ­ვი­ლის გაბ­რი­ე­ლა ფონ ჰაბსბურ­გის ნა­მუ­შე­ვა­რი აჩ­ვე­ნა. 11-მეტ­რი­ა­ნი და 25-ტო­ნი­ა­ნი მოძ­რა­ვი მო­ნუ­მენ­ტი პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლის წინ 2009 წელს და­იდ­გა. მო­ნუ­მენ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამ შტოს ასა­ხავს, კერ­ძოდ კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბელ და სა­სა­მარ­თლო შტო­ებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ნუ­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი ფი­გუ­რე­ბი­სათ­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სამი შტოს რო­მე­ლი­მე სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბა ავ­ტორ­მა თვი­თონ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს მი­ან­დო. გაბ­რი­ე­ლა ფონ ჰაბსბურ­გის ქან­და­კე­ბე­ბი გან­თავ­სე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე:

მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

მაკა ჩიჩუას ელეგანტურმა წითელმა კაბამ ავსტრიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი "დაჩრდილა"

დღეს საქართველოს პრეზიდენტს ავსტრიელ კოლეგა ეწვია. გიორგი მარგველაშვილი ჰაინც ფიშერის პირისპირ და შემდეგ გაფართოებული ფორმატით შეხვდა. პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ავლაბრის რეზიდენციაში ავსტრიის პრეზიდენტისა და პირველი ლედის მარგიტ ფიშერის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გამართეს. მოგვიანებით სტუმრების პატივსაცემად სახელმწიფო სადილიც მოეწყო. პრეზიდენტებმა მეუღლეებთან ერთად სასახლის ეზოდან ქალაქის ხედები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს პირველი ლედი გამორჩეულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. თვალშისაცემი იყო მისი ელეგანტური წითელი კაბა, რომელიც შეუმჩნეველს არსად ტოვებდა. სოციალურ ქსელში ინტერნეტ-მომხმარებლები მაკა ჩიჩუას კომპლიმენტებით ავსებენ. ცნობისთვის, პირველმა ლედიმ სულ ცოტა ხნის წინ იმშობიარა. გიორგი მარგველაშვილსა და მას პირველი ვაჟი შეეძინათ.

იხილეთ ვიდეო

პირველმა ლედიმ მარგიტ ფიშერს ფინჯან ჩაიზე უმასპინძლა. საუბრისას მათ ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული ურთიერთობები განიხილეს. ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა მაკა ჩიჩუას საქართველოში მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის.

ლედი მაკა ჩიჩუა და მარგიტ ფიშერი დღეს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსაც ესტუმრნენ. პირველმა ქალბატონებმა მუზეუმში დაცული საგანძური დაათვალიერეს. ექსკურსია გიდმა ჩაატარა, რომელმაც სტუმრებს ქართული საგანძურის ისტორიის შესახებ უამბო. ავსტრიის პირველმა ლედიმ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა ქართული მინანქრით შესრულებული უძველესი სამკაულის მიმართ.

ავსტრიის პირველი ლედის დელეგაციაში იყვნენ ავსტრიის პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის დარგში და ავსტირიის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის წარმომადგენლები. მასპინძლობა ქალბატონებს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელობამ, არქეოლოგიის დოქტორებმა და მუზეუმის თანამშრომლებმა გაუწიეს. ექსკურსიის დასასრულს პირველ ქალბატონებს საჩუქრად ეროვნული საგანძურის შესახებ მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნები გადასცეს.

გარდა ამისა, საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა, მეუღლეებთან ერთად, სასახლის ეზოში გაისეირნეს, სადაც გიორგი მარგველაშვილმა ჰაინც და მარგიტ ფიშერებს ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის, კარლ I-ის შვილიშვილის გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ნამუშევარი აჩვენა. 11-მეტრიანი და 25-ტონიანი მოძრავი მონუმენტი პრეზიდენტის სასახლის წინ 2009 წელს დაიდგა. მონუმენტი ხელისუფლების სამ შტოს ასახავს, კერძოდ კი საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს. აღსანიშნავია, რომ მონუმენტში არსებული ფიგურებისათვის ხელისუფლების სამი შტოს რომელიმე სახელის მინიჭება ავტორმა თვითონ დამთვალიერებელს მიანდო. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგის ქანდაკებები განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"